უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციას თავშესაფარს სთხოვენ

pic_70ebb7fa63ed3348870b3c377cd81555

რამოდენიმე ათეულმა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა და რუსეთის ტერიტორიის სასაზღვრო ზონის ,,გუკოვოს“ ნეიტრალურ ხაზსს, თეთრი დროშებით ხელში მიადგნენ. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის, საზღვრის კონტროლის სპეციალური სამსახურის (ФСБ) წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო ИТАР-ТАСС-ი ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ: ,,ჯერჯერობით ირკვევა მათი საქციელის მოტივი, თუ რატომ მივიდნენ უკრაინელი სამხედროები ამ გადაწყვეტილებამდე. ოფიცერი, რომელიც აღნიშნულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რუსეთის ტელეარხის «Россия-24»-ის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადასარჩენად იქნა მიღებული. საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეული სამხედროები ადრე 72-ე მოტომსროლელ ბრიგადაში მსახურობდნენ, თუმცა ჯერჯერობით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მათი ნამდვილი სტატუსი უცნობია“ – ხაზგასმით აღნიშნავენ რუსი მესაზღვრეები. უკრაინელი სამხედროების მხრიდან, ქვეყნის საომარი რეგიონის დატოვების მცდელობის ფაქტი პირველი არაა, 27 ივლისს 40-მა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ საკუთარი სამხედრო შენაერთი დატოვა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავიდა. საკუთარი საქციელი მათ შემდეგნაირად ახსნეს: ,,ჩვენ არ გვინდა ვეომოთ ჩვენს ხალს, ეს მოგონილი ომია და სინადვილეს არ შეესაბამება“ -რამოდენიმე მათგანმა რუსეთის ფედერაციას პოლიტიკური თავშესაფარი და მოქალაქეობა სთხოვა.