ალყაში მოქცეული უკრაინელი ძალოვნები ამბოხებულებს ნებდებიან

pic_2954c86c6bcc72e5ae3504a93d6338b0

უკრაინელი ძალოვნები, რომლებიც ლუგანსკთან ახლოს ალყაში არიან მოქცეულნი, ამბოხებულებთან იარაღის დაყრაზე და დანებებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ინფორმაციას РИА Новости – ავრცელებს. ლუგანსკის თავდაცვის კომიტეტის შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ,,უკრაინელ სამხედროებს პროდუქტი და ტყვია-წამალი გაუთავდათ, არააქვთ წყალი და საწვავი. ავტომატური იარაღი მათ მხოლოდ ორი დღის მანძილზე ეყოფათ. ჩვენ მათ იარაღის დაყრა და საბრძოლო ტექნიკის განადგურება შემოგვთავაზეს. (70 ერთეული), სანაცვლოდ ისინი უკრაინელი ძალოვნების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით კორიდორის გახსნას ითხოვენ. ჩვენი მებრძოლები შემოთავაზებულ წინადადებას არ დათანხმდნენ და კორიდორს მხოლოდ სამხედრო ტექნიკის ხელშეუხებლად დატოვების შემთხვევაში გახსნიან. რაც შეეხება ვადებს ჩვენ მათ მოფიქრებისათვის 4-5 დღეს მივცემთ, შემდეგ კი შეტევაზე გადავალთ და მკვლელებს სრულად გავანადგურებთ“ – აცხადებენ ლუგანსკის და დონეცკის თავითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები. უკანასკნელი მონაცემებით ამბოხებულების მიერ ორგანიზებულ ალყაში, უკრაინელი სამხედრო ნაწილების რამოდენიმე ქვედანაყოფი იმყოფება, რომლებიც ლუგანსკელი და დონეცკელი ამბოხებულების ერთანეთისგან გახლეჩვას ცდილონდნენ. უკრაინელი ძალოვნები ბლოკირებულები, სვერდლოვსკის და ლუგანსკის რაიონების მიმდებარე სოფლებთან პანჩენკოვოსა და ბირიუკოვის მხრიდან და რუსეთის საზღვრის გასწვრივ არიან.