„ბიძინასთვის აღდგენილ სამართალს გილოცავთ, რაჭველებო!“

10592471_343844435780687_108108870_n
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ოთარ სირაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით რაჭველებს „ბიძინასათვის აღდგენილი სამართალი“ მიულოცა და ფოტოების თანხლებით, სკანდალური ინფორმაციაც გაავრცელა:
„ ხარისთვალა. შაორის ტბის მიმდებარედ.
ვინც კი ყოფილხართ რაჭაში აუცილებლად მოგიწევდათ გავლა ამ ულამაზეს ხეივანში და მის გარშემო თვალი ერთხელ მაინც თუ შეგივლიათ, იგი გულგრილს, ნამდვილად არავის დაგტოვებდათ თავისი სილამაზით. ეს დატვირთული ტრაილერები დღევანდელი სამწუხარო რეალობა, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები საქართველოს დღევანდელი ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს მისი კუთვნილი შპს “ატუ“-ს მეშვეობით. ამათი დარგული თუ დაპირებული მილიონი ხე არავის გვინახავს, მაგრამ მოჭრილს თვალნათლივ ვხედავთ, დღეღამეში დაახლოებით ათი ესეთი ტრაილერი იტვირთება…
გილოცავთ ბიძინასთვის აღდგენილ სამართალს რაჭველებო!“
ყოფილი თანაგუნდელის მიეერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკიც:
„ შაორის მიმდებარე უნიკალურ ტყეს ჩეხავს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია „ატუ“ (მისი ერთ-ერთი ვაჟის სახელი პირუკუ). ოთარ სირაძის მიერ დაზუსტებული და გადამოწმენული ინფორმაციით, დღეში ათამდე ასეთი ტრაილერი გადის უზარმაზარი მორებით. ფაქტიურად იძარცვება რაჭის ბუნებრივი სიმდიდრე! აბა გარემოს დამცველნო და უბრალოდ საქართველოს მოქალაქენო ეს ამბავი ყოველ მხრივ იმსახურებს არა თუ ხმის ამოღებას, არამედ განგაშის ზარის შემოკვრასაც! ბევრი თავისუფლად მსუნთქავი „გულანთებული“ აქტივისტი და „გარემოს დამცველი“ გვერდზე გახედვას ამჯობინებს რადგან მათთვის ბიძინას ხსენება „არ მოსულა,“ მაგრამ იმედი მაქვს ისინი უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ეს სახუმარო მასშტაბის ამბავი სულაც არ არის!“
„ქრონიკა+“ გთავაზობთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ოთარ სირაძის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას

po1

po2