სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

7260_en_1

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოვიკ აბრამიანის განცხადებით, სოჭში 8-9 აგვისტოს ერთმანეთს პირისპირ სომხეთის და ზერბაიჯანის პრეზიდენტები სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი შეხვდებიან. შეხვედრის მიზანი, რა თქმა უნდა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად გზების პოვნა იქნება. ინფორმაციას «Интерфакс» ავრცელებს. „ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა 8 და 9 აგვისტოს სოჭში გაიმართება, ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრაზე მიღწეული იქნება ძირეული შეთანხმება, რომელიც მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას დაუდებს სათავეს. აზერბაიჯანულ მხარეს ვურჩევთ პროვოკაციულ გამოწვევებს შეეშვას და კონსტრუქციული დიალოგისთვის იფიქრონ. ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება ჩვენი მხრიდან სათანადო პასუხს მიიღებს, ჩვენ შესაბამისი რესურსიც გაგვაჩნია და ძალაც. სომხეთს ომის არ ეშინია, თუმცა ვთვლით, რომ ომი სიტუაციიდან გამოსავალი არაა, თუ ომი დაიწყება, უბრალოდ, იძულებულნი ვიქნებით ის მოვიგოთ. ჩვენ სამხედროების დაღუპვის გამო ვღელავთ“ – აცხადებს ოვიკ აბრამიანი.