„ვანოს უყვარდა კონკრეტულ თემებში ჩარევა“ – რაში ამხელს ერეკლე კოდუა მერაბიშვილს?!

nbuy

ევროპაში მყოფი „სოდ“-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა დუმილს არღვევს და ამ დრომდე გაუხმაურებელ დეტალებზე „რუსთავი 2“-თან საჯაროდ საუბრობს. მათ შორის, ივანე მერაბიშვილთან დაპირისპირების მიზეზებსაც ასახელებს, რომელსაც საქმიან ურთიერთობას უკავშირებს და ნაკლებად პირადულს:

„მე პიროვნებასთან არ ვყოფილვარ დაპირისპირებული, მასთან პრობლემა არ მქონია, უბრალოდ, ჩემი ხედვა მქონდა კონკრეტულ საქმეებზე. ამიტომ ვაპირებდი სამსახურიდან წასვლას. ვანოს უყვარდა კონკრეტულ თემებში ჩარევა, რაზეც ჩვენ ვმუშაობდით, მითითების მოცემა, მე ვთვლიდი, რომ არ იცოდა მან კონკრეტული საკითხი და მე მქონდა ჩემი ხედვა. ამაზე გვქონდა ჩვენ ყოველთვის კამათი, ეს იყო თვეში ორჯერ, ერთხელ და ამის გამო, მე მივიღე გადაწყვეტილება. ხელმძღვანელთან რომ ვერ მუშაობ, მას სხვა ხედვები აქვს, მე სხვა, მივიღე გადაწყვტილება წავსულიყავი სამსახურიდან. მე პატაკიც მქონდა დაწერილი და შევთავაზე სხვას ემუშავა, რაზეც მაშინ მივიღე უარი. როდესაც ასეთი მაღალჩინოსანი არის დაპირისპირებული მინისტრთან, მაშინ ძალიან დიდ სამსახურს ვხელმძღავნელობდი, ეტყობა, ამან განაპირობა ჩემი ვითომ გადაბირება და წინააღმდეგ წავსულიყავი პირადად ვანო მერაბიშვილის.“