„დღესაც ვფიქრობ, რომ კოდუასთან შეხვედრა შეცდომა იყო” – ელისო კილაძე

1510596_688203054563305_1521324766_n

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსი ელისო კილაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „სოდ“-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ინტერვიუს ეხმიანება:

„ დამთავრდა ერეკლე კოდუას ინტერვიუ, რას ვფიქრობ? 1. ვანო მერაბიშვილმა მუშაობა არ იცოდა – ვეთანხმები. 2. პატაკი დაწერილი ქონდა, უთანხმოება მასსა და მინისტრს შორის გახმაურებული იყო და ეს ამბავი ჩვენ ვიცოდით. 3. თბილისიდან ორი ადამიანი წავედითო (ბილეთი სამ ადამიანზე იყო აღებული, ვინ იყო მესამე, არ ვიცი) 4. ჩამწერი ფეხსაცმლის ქუსლში ქონდა,- სწორია. 5. რეზიდენციასთან ჩხრეკის კადრები არსებობს (მე გავავრცელე 24 დეკემბერს) 6. ბადრი პატარკაციშვილი იწერდა,მან ჩანაწერი მეორე დღეს გამოაგზავნა. 7. იწერდა ერეკლე კოდუაც. იმ ღამეს საქართველოში დაადეს ჩანაწერს ტიტრები. 8. საუბრის შინაარსს, პრინციპში სწორად ყვება, მაგრამ მინისტრის დაძინების ამბის ინტერპრეტაციას არ ვეთანხმები. ბადრის თავადაც ეუბნება ჩანაწერში, ასე მხოლოდ კინოში ხდებაო. 9. საუბრის პირველი ნაწილის ჩანაწერი მოსმენილი მაქვს, მეორე ნაწილი არა, თუმცა ვერ დავმალავ, ლიკვიდაციის ამბავი ჭორად ვიცოდი, მაგრამ ჩანაწერის გარეშე არ მჯერა. 10. რატომ არ დასრულდა სპეცოპერაცია? იმიტომ, რომ ხელისუფლებას შეეშინდა, რომ ბადრი დაასწრებდა, არადა პატარკაციშვილი აპირებდა „მასტერას” ჩანაწერის გავრცელებას, სადაც ის უვაის ახმადოვს ბადრის ლიკვიდაციას უკვეთავს. p.s. გადატრიალების თემას, ცხადია, არ ვეთანხმები, იმავე ჩანაწერში ბადრი ამბობს, რომ კონსტიტუციური ფარგლებიდან არ უნდა გავიდეს სიტუაცია. დღესაც ვფიქრობ, რომ კოდუასთან შეხვედრა შეცდომა იყო“ – წერს საკუთარ გვერდზე ელისო კილაძე.