ახალი სკანდალი ამერიკული არმიის ევროპულ შტაბში!

10585423_343145559183908_1742548881_n

ევროპაში ამერიკის არმიის შტაბ ბინას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. წერს The Washington Times. ,,თუ შემდეგი მეთაური ამერიკელი არ იქნება, ნუ, აღელდებით. ეს ევროპაა და ის გერმანელი იქნება” – აღნიშნული გადაწყვეტილება, ბრიგადის გენერლის, მარკუს ლაუბერნატალის, ამერიკული არმიის შტაბბინის შეფად დანიშვნის თაობაზე, გერმანიის თავდაცვის უწყებამ მიიღო. USAREUR-ის მეთაური დონალდ კემბელი, ამერიკის მიერ ევროპის ტერიტორიაზე მრავალნაციონალური მმართველობის ინიციატივას უსვამს ხაზს და ამერიკის სამხედრო პროექტების მთავარ წარმატებად, ერთსულოვნებას და შეთნხმებულ მოქმედებას ასახელებს. ,,ჩვენი პარტნიორი გერმანია, ჩვენს გვერდით საერთაშორისო მისიებში მონაწილეობს. ჩვენს შორის ნდობის ფაქტორი ეჭვგარეშეა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხელი წერტილები ერთად გავიარეთ და ახლა ევროპის ქვეყნების მშვიდობის უზრუნველსაყოფად მაქსიუმუმი უნდა გავიღოთ” – აცხადებს კემბელი. ლაუბერნატალი უფლებამოსილების შესრულებას 4 აგვისტოდან შეუდგება.