კიევის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ბელკევიჩი გარდაიცვალა

10588571_343139565851174_622088611_n

42 წლის ასაკში, კიევის „დინამოს“ და ბელორუსიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვალენტინ ბელკევიჩი გარდაიცვალა. ინფორმაციას კიევის „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს. ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალება გულის თრომბმა გამოიწვია. ,,ვიზიარებთ მწუხარებას. ეს დიდი დანაკლისია, როგორც ოჯახისათვის, ასევე უკრაინული ფეხურთისთვის. ჩვენ ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა დაგვტოვა” – აცხადებენ „დინამოელები“. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ 2009 წელს ბელკევიჩი, კიევის „დინამოს“ ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. გარდაცვლილი ფეხბურთელი კიევის „დინამოს“ ღირსებას 1996-2007 წლებში იცავდა, რომლის რიგებშიც 222 მატჩი აქვს ჩატარებული და 51 გოლი გატანილი. ბელორუსიის ეროვნულ ნაკრებში ბელკევიჩმა გულშემატკივარს თავი 56 მატჩით და 10 გოლით დაამახსოვრა.