ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა

dssads

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გამოდის ინიციატივით საჯარო უწყებებში სამუშაოს დაწყების დროის გადმოწევის შესახებ. „დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობა იწყება 10 საათზე, გამოვდივარ ინიციატივით სამუშაო საათები დაიწყოს 9 საათზე, რადგან მიმაჩნია, რომ10 საათი არის გვიან,“– ეს ინიციატივა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული ინიციატივა, რა თქმა უნდა, არ ეხებათ უწყებებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული რეჟიმი. ესენია – შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულება…
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა განიხილონ აღნიშნული ინიციატივა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა საჯარო უწყებებში მოხდეს მუშაობის უფრო ადრე დაწყება.