ტექნიკურ უნივერსიტეტში დამყარებული ავტორიტარული რეჟიმი და ცარიელი მერხებისთვის წაკითხული ლექციები!

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ მიქაძე სასწავლებელში შექმნილ კრიზისულ და გაუსაძლის სიტუაციაზე საუბრობს. როგორც პროფესორი აცხადებს, ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობს დანერგოს ავტორიტარული რეჟიმი, რადგან ყველა ალტერნატიული აზრი და ოპოზიციური გამოსვლა საშინლად იდევნება.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ზაალ მიქაძე:

_ ვმონაწილეობდი აკადემიური თანამდებობის პროფესორის დასაკავებლად გამართულ კონკურსში, რომელიც 5 სექტემბერს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თვითმარქვია რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის მიერ მიმდინარეობს იმ ადამიანების აღვირახსნილი დევნა, რომლებიც, თავის დროზე, მისი კანონდარღვევით მესამე ვადით არჩევას აპროტესტებდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ფრანგიშვილი და მისი ბანდის წევრები, ისეთები როგორებიც არიან, მაგალითად, ქეთევან ქოქრაშვილი, რომელიც ზედიზედ მეოთხედ არის არჩეული კანცლერის თანამდებობაზე, აკადემიური საბჭოს 6 წევრი, ასევე არალეგიტიმურად იკავებს იმ თანამდებობებს, რომლებიც მათ დღეს აქვთ. იმის მაგივრად, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი აქციონ დემოკრატიის კერად, რაც ყველა უნივერსიტეტის დანიშნულებაა ცივილიზებულ სამყაროში, ცდილობენ, დანერგონ ავტორიტარული რეჟიმი, რადგან ყველა ალტერნატიული აზრი და ყველა ოპოზიციური გამოსვლა საშინლად იდევნება.

_ კონკრეტულ ფაქტებს დაასახელებთ?

_ დიახ, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: დარგობრივმა კომისიებმა ჩაატარეს კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეს კომისიები ყველა ფაკულტეტზე ცალ-ცალკე იყო შედგენილი. მათ პირდაპირ ჰქონდათ მიცემული მითითება რექტორატისგან, რომ არასასურველი პირები კონკურსის გარეთ დაეტოვებინათ. მაგალითად, თუ თქვენ უკმაყოფილო იყავით საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, წესდების მიხედვით, უფლება გქონდათ, კომისიაში აპელაციაზე შეგეტანათ საჩივარი. ჰოი, საკვირველებავ! სააპელაციო კომისია იგივე დარგობრივი კომისია იყო, რომელმაც ჩაგჭრათ! ქართული ანდაზისა არ იყოს, _ ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო? _ ასეთი შედეგი დგებოდა, ანუ თქვენ უჩიოდით ისევ იმ ხალხს, თავის თავთან. აი, ასეთი მეთოდებით ცდილობენ კონკურსის ჩატარებას. მრავალ შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის წევრები იყვნენ ფრიად არაკომპეტენტური ადამიანები და კიდეც იგრძნობოდა, რომ მათი პროფესიული და ინტელექტუალური დონე გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე იმ კონკურსანტების, რომლებსაც ისინი ჭრიდნენ. რა თქმა უნდა, პირდაპირ რექტორატიდან წინასწარ იყო სიები გადაცემული, ვინ უნდა გადაეყვანათ. ხალხმა, რომელთა სახელი მიწერილი იყო მრავალ შრომაზე, საერთოდ არ იცოდა იმ შრომების შინაარსი. როდესაც მოვითხოვე, ჩემი თანდასწრებით განგვეხილა ჩემი და კონკურენტის ნაშრომები, ცივი უარი მივიღე. ხშირად, კომისიის წევრები უხეშად ამახინჯებდნენ ფაქტებს იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომელთა გაყვანაც კონკურსში უნდოდათ. აქ წარმოდგენილი მაქვს განცხადება, თუ გაეცნობით, ნახავთ, როგორი ავტორიტარული რეჟიმი ინერგება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ყველა კონკურსანტი, რომელიც განცხადებას ავსებდა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, ვალდებული იყო დაედასტურებინა, რომ გაეცნო და ეთანხმება უნივერსიტეტის წესდებას, ეთიკის კოდექსს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს, შინაგანაწესს, დებულებას აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ, აკადემიური საბჭოს შესაბამის დადგენილებებს, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობებს და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში გასაფორმებელი აფილირებისა და შრომითი ხელშეკრულებების მოთხოვნებს, მათ შორის, უნივერსიტეტში მოქმედი ელექტრონული მონიტორინგის სისტემებს, მეცადინეობაზე პედაგოგის გამოუცხადებლობისას მისი სხვა პედაგოგით შეცვლის წესსა და სხვა. თავს უფლებას მივცემ, მაგალითად, განვმარტო, რა არის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო საუნივერსიტეტო ისტორიაში, როდესაც მასწავლებლებსა და პროფესორებს აიძულებენ, ყოველი ლექციის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ იდენტიფიკაცია გაიარონ საპროფესოროში. იდენტიფიკაცია გულისხმობს იმას, რომ ყველა ჩვენგანს აღებული აქვს თითის ანაბეჭდი და სპეციალურ პულტზე თითის დაჭერით, ლექციის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ, ვაფიქსირებთ იმას, რომ ლექციაზე ვიყავით. ამასთან ერთად, ყველა აუდიტორიაში დგას სათვალთვალო კამერა და ყველა ლექცია იწერება. აბსოლუტურად გაუგებარია, რა საჭიროა ასეთი დუბლირება?! თითის დაჭერა კი იწვევს იმას, რომ თუ დროზე არ დააჭირე, შენი გვარი ელექტრონულ სიაში წითლდება და ამის გამო მერე რეპრესიებს განიცდი. ამიტომ მთავარი ის კი არ არის, სტუდენტთან იმუშაო, მასთან დიალოგის რეჟიმში შეხვიდე და შეიძლება გადააჭარბო კიდეც ლექციისთვის განკუთვნილ დროს, როდესაც კითხვებია და დიალოგის რეჟიმი მიდის, მთავარია, მოასწრო, რომ მიირბინო და თითი დააჭირო. მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვს, მსოფლიოს მასშტაბით არც ერთ უნივერსიტეტში ეს არ არსებობს. ჯერ ერთი, როგორი დამცირებაა, პროფესორს ეს რატომ უნდა სჭირდებოდეს?! დღეში 10 ლექცია რომ გაქვს ჩასატარებელი, ათივეს დაწყებისას და დამთავრებისას უნდა მიირბინო, 70-75 წლის ხალხი კიბეებზე დარბის, რომ მოასწროს და თითი დააჭიროს. სასწავლო პროცესი დაყვანილია თითის დაჭერის პროცედურაზე. აუდიტორიები მთლიანად დაცარიელებულია, მეორე კურსიდან სტუდენტს ვერ ნახავთ. გვარს არ დავასახელებ ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ერთმა პროფესორმა ასეთი რამე მომიყვა: შედივარ აუდიტორიაში, არც ერთი სტუდენტი არ ზის და ვიწყებ ლექციის კითხვასო. ვეკითხები, _ ცარიელ მერხთან რატომ კითხულობ-მეთქი ლექციას? მპასუხობს, _ სათვალთვალო კამერა რომ მიღებდაო… წარმოგიდგენიათ, რა დონეზეა დამცირებული ადამიანის ღირსება!

_ რას უკავშირებთ იმას, რომ სტუდენტები ლექციებზე არ დადიან?

_ ვერ ვაძლევთ იმ ცოდნას, რომელიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ საერთაშორისო კი არა, ადგილობრივ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდნენ. არ გვაქვს თანამედროვე სახელმძღვანელოები, თანამედროვე ლაბორატორიული და პრაქტიკული ბაზა, ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმარქვია ხელმძღვანელობა და რექტორი მთლიანად გადასულია საკუთარი მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებაზე. მაგალითად მოგიყვანთ მეორე ფაქტს, რომლის მსგავსი მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს და არც დაიჯერებს ცივილიზებული სამყაროს არც ერთი წარმომადგენელი. ეს ამერიკელ პროფესორს რომ უთხრა, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება _ საათობრივი დატვირთვა. იცით, რომ არის პროფესურის ძირითადი დატვირთვა და შემდეგ შეგიძლია აიღო საათობრივი დატვირთვა. საათობრივი დატვირთვის დროს ერთი საათი ლექციის ჩატარებისთვის ასოცირებულ პროფესორს აძლევენ 3 ლარს და პროფესორს აძლევენ 4 ლარს. წარმოგიდგენიათ, დოლარი და 20 ცენტი აძლიო პროფესორს იმისთვის, რომ მან ლექცია წაიკითხოს?! აქედან გამომდინარე, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენთან რა დონის პროფესურა იქნება, 3 ლარად სახლიდან ვინ გამოვა?! ეს იმ დროს, როდესაც 40 მილიონია ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტი, მაგრამ იმდენი მუქთახორაა, ნეპოტიზმი ყვავის და ავანტიურისტები ბოგინობენ, ადამიანები არ ფასდებიან მათი შესაძლებლობების მიხედვით, ისეთი ხალხი გავიდა კონკურსში, საერთოდ, აუდიტორიაში ლექციაზე ნამყოფიც კი არ არის. როდესაც ეუბნები, რომ სტუდენტი აუდიტორიაში უნდა დაბრუნდეს, ამათ ეს არ აინტერესებთ. თქვენ ვერ ნახავდით აბიტურიენტს, რომელიც გეტყოდათ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში აბარებს, თუმცა ბოლოში მაინც ყველა ხაზავს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თუ ვერსად მოხვდა, აქ უნდა მოხვდეს. მაგალითად, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტები მუშაობას იწყებენ, სწავლას ვეღარ ასწრებენ და ვერ აბარებენ გამოცდებს, ამ სტუდენტების უმრავლესობა ტექნიკურ უნივერსიტეტში გადმოდის იმიტომ, რომ მათ იციან, არ ისწავლიან, არავინ გარიცხავს სასწავლებლიდან, მაინც დაამთავრებენ და ბაკალავრის დიპლომს მიიღებენ. 300-400 მარტო დოქტორანტი გვყავს, იცით, ეს რას ნიშნავს?! სტენფორდის უნივერსიტეტს არ ჰყავს ამდენი დოქტორანტი! ე. ი. ჩვენთან ახალი ცოდნის წარმოება, შექმნა და მეცნიერების განვითარება უნდა იყოს ამერიკის დონეზე, სტენფორდის უნივერსიტეტის დონეზე! ამ დროს, ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რა თემაზე იცავს დისერტაციას! ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ სტუდენტების გული მოიგონ, რომ მათი პროტესტი არ იყოს. კლასიკური გაგებით, ჩვენ სტუდენტი აღარც გვყავს. სტუდენტების 80% ცოდნას არ იღებს! მშობლებისაც გამკვირვებია, ამდენ ფულს იხდიან, ზოგი ბოლო ძროხას ყიდის, არ უნდა ჰკითხოს თავის შვილს, 4 წლის განმავლობაში 10 000 ლარი რომ გადავიხადე, გამრავლების ტაბულა მაინც თუ იცი, სამკუთხედის გვერდების ჯამი თუ იცი, ტანგესი თუ იცი რა არისო?! ტექნიკურ უნივერსიტეტში არის უზარმაზარი კრიზისი, ამას წინათ ვეძებდი მსოფლიო რეიტინგებს და მსოფლიოს 6000 უნივერსიტეტში საერთოდ არ ჩანს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩვენ არ ვარსებობთ მსოფლიოს უნივერსიტეტების რუკაზე, ასეთი კატასტროფული სიტუაციაა! ხომ ნახეთ, რამდენ რამეს უნდა ემორჩილებოდეს პროფესორი! თუ პროფესორია, ის ისედაც ვალდებულია, აუდიტორიაში შევიდეს, ლექცია წაიკითხოს და სტუდენტს ასწავლოს, მას არც თითის დაჭერა სჭირდება და არც სხვა რაიმე სახის მეთვალყურეობა. როგორ შეიძლება, პროფესორები გყავდეს, თითს აჭერინებდე და ანაბეჭდით ხდებოდეს მისი იდენტიფიკაცია, ატარებს თუ არა ლექციას. ასეთი ძალით ჩატარებული ლექციები და ასეთი სახის კონტროლი, ჩემი აზრით, ავადმყოფური ფსიქიკის ნაყოფია _ რამე არ გამექცეს, ოღონდ სკამი შევინარჩუნო.

_ თქვენსავით სხვა პროფესორებიც თუ საუბრობენ ამ პრობლემებზე ხმამაღლა? ასეთი მეთოდების ფონზე, შიშმა ხომ არ დაისადგურა?

_ რა თქმა უნდა, საუბრობენ, მაგრამ არის დაშინებებიც, ზემოთ ხომ გითხარით, პროფესორი ცარიელ მერხებს უკითხავს ლექციას, მისი მდგომარეობა წარმოიდგინეთ, შიშის რა დოზა აქვს მიღებული, რომ სამსახურიდან არ გააგდონ, რას აკეთებს, ადამიანი საკუთარ ღირსებაზე ამბობს უარს. ასეა განადგურებული ეს საზოგადოება და ავაზაკების ხელშია ჩავარდნილი. ტექნიკური უნივერსიტეტი ეს არ არის ერთი თაობის მიერ შექმნილი უნივერსიტეტი, ეს მრავალი თაობის თავდადებული შრომის შედეგია, თუ რამეა ამ ქვეყანაში აშენებული, ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ არის შექმნილი. სწავლა ქართველებს შეუძლიათ, ამის ნიჭი აქვთ, რატომ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ახალგაზრდები განვითარდნენ, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ პერსპექტივა?! ჩვენს კურსდამთავრებულებს ჯერ ცოდნა არ აქვთ, მერე არანაირი პერსპექტივა, ამიტომ არ არის დაინტერესებაც. ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა, ხომ არ შეიძლება, ყველას პირში წყალი ჰქონდეს ჩაგუბებული და გაჩუმებული იყოს, ამ უმსგავსობას უყურებდეს და ხმას არ იღებდეს?!

_ ასეთ პირობებში როგორ ინარჩუნებს რექტორი თავის პოსტს, თქვენი აზრით, მას ვინ ლობირებს?

_ ჩვენ მას სასამართლოში ვუჩივლეთ იმისთვის, რომ აკადემიურ საბჭოში ვმონაწილეობდი და ჩემ ნაცვლად გავიდა კაცი, რომელმაც მესამედ იყარა კენჭი, მეორე ადამიანმა, ჩვენმა პროფესორმა გელა ტყეშელაშვილმა რექტორობაზე იყარა კენჭი და იქაც მესამედ გავიდა ფრანგიშვილი. სასამართლო _ ეს სიტყვა რას ნიშნავს, ჩემთვის გაუგებარია. მოსამართლე იყო ნინო ჭალიძე, ის მოსამართლე არ არის, ის არის ვაიმოსამართლე, რომელსაც ცივილიზებულ სამყაროში სასამართლოსთან ერთი კმ-ის რადიუსითაც არ გაატარებენ. აშკარაა, რომ ფრანგიშვილი არღვევს კანონს, სამჯერ აქვს განცხადება შეტანილი, რომ კენჭი ეყარა რექტორის თანამდებობაზე, ამას ვერ გაექცევიან, მაგრამ რა მოიფიქრეს. დიდ კორუფციულ გარიგებაზე ვეჭვობ. მოსამართლემ საკითხი არ განიხილა იმ მოტივით, რომ დაზარალებული ვერ დაინახა. საკითხი რომ განეხილა, საქმე დამთავრებული იყო, გამოსავალი არ ჩანდა, აშკარაა, სამჯერ იყარა კენჭი, აგერ არის კანონი განათლების შესახებ და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ არც მე და არც ბატონი გელა არ გვცნო დაზარალებულად. წააგე არჩევნები, მერე რა მოხდაო… წარმოგიდგენიათ?! პოპულარული ენით რომ ვთქვათ, მან განაცხადა, _ არ მაინტერესებს, დაირღვა თუ არა კანონი, ვხედავ, რომ ამ საქმეში არ არის დაზარალებული და მათ ენაზე ამას ჰქვია საქმის შეჩერება. ის ვერ გააკეთეს, რომ ეთქვა, კანონიერად არის არჩეულიო, უბრალოდ, საკითხი არ განიხილა. ასეთმა მკვლელმა მოსამართლემ ჩვენი ადვოკატი იმსხვერპლა, დავით წიქარიშვილს ნერვიულობისგან ინფარქტი მოუვიდა, ბრწყინვალე პიროვნება იყო. ასეთ საზოგადოებაში გვიწევს ყოფნა! მიუხედავად ამისა, ბრძოლას მაინც აქვს აზრი და აუცილებელია, რადგან ეს ჩვენს შვილებს ეხება, ის პატარა გოგო-ბიჭები რომ იზრდებიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი მშობლებიდან ვიღაც მაინც იღებდა ხმას, ვიღაცას მაინც უნდოდა უსამართლობის შეჩერება. ბოროტებას თუ წინააღმდეგობა არ გაუწიე, საშინელი სისწრაფით მრავლდება. როცა საშინელებას ებრძვი, მას თვალებში უნდა უყურო, ჩხუბის დროს, თუ გინდა გაიმარჯვო, სახე არ უნდა დამალო, თორემ უფრო მეტი მოგხვდება. რაც შეეხება იმას, ვინ ლობირებს რექტორს: მას არჩევნების დროს ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე, ფაქტობრივად, არჩილ ფრანგიშვილი წასული იყო, მოსკოვში გაფრინდა, გონივრული ეჭვი მაქვს, იქიდან დაარეკინა „კაგებეს“ თანამშრომლებს და აქ სიტუაცია უცებ გადატრიალდა, დარღვევები კი თაროზე შემოდეს. მეტსაც გეტყვით, ჩვენი შიმშილობის პერიოდში, ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმარქვია მმართველობამ ჩვენთან დაკავშირებით, საჩივარი შეიტანა პოლიციაში, თითქოს სასწავლო პროცესს ვშლიდით, თუმცა რექტორატის კორპუსში ვიყავით განთავსებული და სასწავლო კორპუსებთან არანაირი შეხება არ გვქონია. როდესაც ჩვენების მისაცემად პოლიციაში დაგვიბარეს, იქ ერთ-ერთმა გამომძიებელმა, რომელიც ძალიან გულისხმიერი და პატრიოტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ასეთი რამ მითხრა: ბატონო ზაალ, თქვენი უბედურება ის არის, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ძალიან ბევრი შენობა აქვს ქალაქის ცენტრალურ ადგილებშიო. აქედან და სხვა მსგავსი გამონათქვამებიდან გამომდინარე, რაც ქალაქში აქტიურად მუსირებს, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ სპეციალურად აკოტრებენ ტექნიკურ უნივერსიტეტს მისი შემდგომი ლიკვიდაციისა და ქონების პრივატიზაციის მიზნით.

_ ამ საკითხზე განათლების სამინისტროს რა პოზიცია აქვს?

_ განათლების მინისტრის პოზიცია აბსოლუტურად გაუგებარია, ეს საერთოდ ნონსენსია. განათლების მინისტრი, რომელიც პირადად უნდა მონაწილეობდეს განათლების რეფორმაში, რომელმაც უნდა აღმოფხვრას უკანონობები, პირიქით, ხელს უწყობს. მისგან ეს არ არის გასაკვირი! ძალიან ვაკრიტიკებდი თამარ სანიკიძეს, რომ მოხსენეს, გახარებულები ვიყავით, მაგრამ ამ ბედკრული საქართველოს თვისებაა, რომ ყოველი შემდეგი მინისტრი, წინაზე უარესია. თამარ სანიკიძესთან შედარებით, ეს კაცი გაცილებით უარესია. მისი ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლები აცვიფრებს საზოგადოებას. ის ჩუმად მაინც იყო და თევზივით წყალი ჰქონდა პირში ჩაგუბებული, ამან თავისი მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ კომბლე ტერორისტი გამოიყვანა, მერე ვაშლების კომერცია მოინდომა, ბოლოს აბიტურიენტებს მაიმუნები უძახა, არ ვიცი, გვამასხარავებენ, როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი იყოს განათლების მინისტრი იმ სიტუაციაში, რა დღეშიც დღეს არის განათლების სისტემა?! გამონაკლისი კი არ ვართ, საერთოდ, საქართველოს განათლების სისტემაში ძალიან მძიმე სიტუაციაა, ეს ჩანს რეიტინგებიდან, ვერსად გავდივართ, არსად ჩანს ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენთან არ მიდის მეცნიერული მუშაობა, ინტერნეტიდან შრომებს გადაიწერენ და საკუთარ გვარებს მიაწერენ. ასეთ სიტუაციაში როგორ შეიძლება, განათლების სამინისტროს არ ხელმძღვანელობდეს რეფორმატორი ადამიანი, რომელიც ამ სიტუაციას შეცვლის?! მთელი უბედურება ის არის, რომ განათლების სისტემაში შექმნილ ჭაობში ბოლო ადგილზე ვართ! უარესში კიდევ უარესები ვართ და კაციშვილს ეს არ აწუხებს! ვისაც აწუხებს, ბევრი ხმას ვერ იღებს! ვინც ხმას იღებს, აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებენ! ყველას არ შეუძლია უსამართლობის ატანა, არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდეს, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება!

წაკ.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსს, ქეთევან ქოქრაშვილს:

_ აკადემიური საბჭოს მიერ კარგა ხანია, ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რომელიც სენატმა დაამტკიცა. მიზანია, რომ სწავლების ხარისხი დაკმაყოფილდეს. მონიტორინგის პროცესი, რომელიც პროფესორებზე ხორციელდება, მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ სტუდენტისთვის შეიქმნას გარემო და მათი სწავლების ხარისხი იყოს რაც შეიძლება მაღალი. გარდა ამისა, მონიტორინგის ეს ტექნოლოგია არის უახლესი მეთოდით მიღებული მეთოდოლოგია, რომელიც რამდენიმე წელიწადია, ჩვენთან დანერგილია. კონკურსში მონაწილე პროფესორებისთვის ეს ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი. გამოცხადებისას ჩვენ გვეწერა, რომ კანდიდატი აუცილებლად უნდა იცნობდეს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებას, უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ შიდა ნორმატიულ აქტებს, რომელიც საჯაროდ განთავსებულია ვებგვერდზე. შრომითი ხელშეკრულების ნიმუშიც ასევე განთავსებული გახლდათ ვებგვერდზე, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, მონიტორინგის რა მეთოდოლოგია ხორციელდება ჩვენთან. რაც შეეხება სიტყვას „სათვალთვალო კამერა“, ეს სიტყვა ჩვენი შემთხვევისთვის სრულიად არაადეკვატურია, ჩვენთან არავინ არავის არ უთვალთვალებს, ჩვენთან ყველამ, მათ შორის, მეც, როგორც პროფესორმა, ვიცი, რომ იწერება ლექციები, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, ჯერ ერთი, მონიტორინგის თვალსაზრისით და გარდა ამისა, ხდება შემდგომში ამ ლექციების ბაზაში შეტანა და იმ სტუდენტმა, რომელიც ავად არის, ან სხვა მიზნებით ვერ ესწრება ლექციას, ისარგებლოს. ისიც ცნობილია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ პატიმარ სტუდენტებსაც მოემსახურონ უნივერსიტეტები და ამის გამო წინასწარ ბაზებსაც ვქმნით. სავარაუდოდ, ყველა ლექტორის შეღწევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაძლებელი არ იქნება. ეს არის ის საშუალება, რომელიც უნივერსიტეტმა მიიღო და სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტში, უცხოეთში და საქართველოშიც ძალიან ბევრ წარმატებულ და რეიტინგულ უნივერსიტეტებს აქვთ მსგავსი მეთოდები, რასაც ჰქვია თითის დაჭერით დაფიქსირება.

_ შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები დაასახელოთ, სად ხორციელდება მსგავსი სახის მონიტორინგი? პროფესორები სწორედ ამაზე საუბრობენ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ანალოგიური მეთოდი…

_ რა თქმა უნდა, დავასახელებ, მაგრამ მანამდე ერთ რამეს გეტყვით: ადრე, როდესაც პროფესორი ლექციაზე მიდიოდა, ხელს აწერდა, როცა გამოდიოდა, ამასაც ხელს აწერდა. რა მნიშვნელობა აქვს, ხელს მოაწერ თუ თითს დააჭერ?! როდესაც ლექციის დასრულების მიმანიშნებელი ზარი ირეკება, ეს არ ნიშნავს, რომ იმ წამშივე უნდა დააჭირო ხელი, სანამ მეორე ლექცია დაიწყება, მანამ გაქვს საშუალება, რომ ხელი დააჭირო, შენ ვერ გამოიყენებ სხვის სალექციო პერიოდს, შეიძლება კითხვა-პასუხი გაგრძელდეს, მეც მიგრძელდება ხოლმე ლექცია, მაგრამ ამ შემთხვევაში დასვენების დროს ვიყენებ, ამასაც ვეკითხები სტუდენტს, რადგან ეს უკვე მისი უფლების შელახვაა. არგუმენტი არ არის ის, რომ დრო მიგრძელდება, რომ თითის დასაჭერად გავიქცე. რაც შეეხება იმას, რომ სტუდენტი არ ჰყავს პროფესორს, ის ვალდებულია, იჯდეს და აკადემიური საათი კედლებს უყუროს, ესეც არ არის სწორი, რადგან მას აქვს კიდევ ერთი შემოთავაზება, შენ შეგიძლია შეწყვიტო ლექცია, სადაც მიუთითებ, რომ სტუდენტი არ გამოცხადდა. გაუკეთებიათ ლექტორებს მსგავსი რამ, რომ ლექცია შეუწყვიტავთ და ეს არ ითვლება პედაგოგის მინუსად. თუმცა მე მაინც მინუსად მიმაჩნია, რომ არც ერთი სტუდენტი არ ესწრება შენს ლექციას, ე. ი. პედაგოგი არ ხარ მთლად სრულყოფილი. რაც შეეხება იმას, რომ 70-75 წლის პროფესორები დარბიან კიბეებზე, არც ამას ვეთანხმები, რადგან ყოველ მეორე სართულზეა თითის დაჭერის საშუალება, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ყველა ჩემს კოლეგასთან, რომელიც 70 წელს გადაცილებულია, მაგრამ ერთი სართულით ასვლა-ჩასვლა კი უნდა შეძლოს პროფესორმა, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ, მინიმუმ, 45 წთ. ფეხზე იდგეს და ლექცია წაიკითხოს.

_ ჩვენი რესპონდენტი იმაზეც საუბრობს, რომ სტუდენტები არ დადიან ლექციებზე იმის გამო, რომ ისინი ამ სასწავლებელში ვერ იღებენ სათანადო ცოდნას. თქვენ ნაწილობრივ ამაზე ისაუბრეთ და აღნიშნეთ, რომ ეს პროფესორის მინუსია და მის სრულყოფილებაში შეიტანეთ ეჭვი. თუ ასეა, რატომ გყავთ ასეთი პროფესორები?

_ ჩემს პასუხს ისევ გავიმეორებ, შეიძლება ერთი და ორი სტუდენტი ვერ დააინტერესო პედაგოგმა, მაგრამ როდესაც ჯგუფში 30-40 სტუდენტი გყავს და ვერც ერთს ვერ აინტერესებ, რამდენიმე მაინც რომ მოვიდეს შენი ლექციის მოსასმენად, აქ უკვე საკითხი დგას იმის თაობაზე, რომ პროფესორმა უნდა დატოვოს უნივერსიტეტი. სწორედ რომ გვყავდა ასეთი პროფესორები და მონიტორინგის მეშვეობით რომ გამოვლინდა, რაზეც დავიწყეთ საუბარი, სწორედ ამისკენ არის მიმართული. ახლა ჩვენთან რომ ჩატარდა კონკურსები, აბსოლუტურად ყველა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენილი იყო ეს ჩანაწერები. კომისიის ყველა წევრმა ნახა მონიტორინგის შედეგები და ცხადია, რომ ამ შედეგებმა გავლენა იქონია გადაწყვეტილებებზე. ამ კონკურსების გამო ვაგვიანებთ და 16-ში ვიწყებთ სწავლას, ვიმედოვნებთ, რომ აკადემიური თანამდებობების ის რესურსი იქნება, რომელსაც მსგავსი რამ აღარ დაემართება.

თამარ ბატიაშვილი