შექსპირის ქართველი „ჯულიეტა“ პრეზიდენტმა შეიწყალა!

10564696_343128105852320_1567622434_n

N5  ქალთადაწესებულებაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, ცნობილი რეჟისორის, რობერტ სტურუას  76  წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თავად რეჟისორი, რუსთაველის თეატრის მსახიობები და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წარმოდგენაში  16 მსჯავრდებული ქალბატონი მონაწილეობდა, რომლებმაც სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით რეჟისორის ცნობილი სპექტაკლების გმირები გააცოცხლეს. ღონისძიების დასასრულს, იუბილარ რეჟისორს მსჯავრდებულებმა სადღესასწაულო ტორტი მიართვეს. სტუმრებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას რობერტ სტურუას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ორტომეული და რეზო ამაშუკელის ლექსების კრებული გადასცეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, სასჯელაღსრულების N5 ქალთა დაწესებულებიდან 5 ქალბატონი, მათ შორის შექსპირის ჯულიეტას როლის შემსრულებელი ელენე ჯავახია პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა. მსჯავრდებულს პრეზიდენტის შეწყალების შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აცნობა.ელენე ჯავახიასთან ერთად პრეზიდენტმა 280 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 169 სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა, დანარჩენს სასჯელი შეუმცირდა.

10569238_343128262518971_1978751473_n