საერთაშორისო ექსპერტები Boeing 777-ის კატასტროფის ადგილზე მივიდნენ

222

საერთაშორისო ავიაციის ექსპერტები, დონეცკთან ახლოს, მალაიზიის ავიახაზების კუითვნლი Boeing 777-ის კატასტროფის ადგილზე, უკანასკნელი ერთი კვირის უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა მივიდნენ. ,,ეუთოს მისიის წარმომადგენლებმა, ოთხი ჰოლანდიელი და ერთი ავსტრალიელი სპეციალისტი კატასტროფის ადგილზე მშვიდობიანად მიაცილეს” – ნათქვამია განცხადებაში. ,,ჩვენ ვჩქარობთ, მსოფლიო საზოგადოება სიმართლის მოლოდინშია, მიუხედავად მრავალი ქვეყნის მეთაურების უკრაინის პრეზიდენტისადმი კატეგორიული მოთხოვნა, უზრუნველყოს მათი მხრიდან საერთაშორისო საგამომძიებლო კომისიის წევრების უსაფრთხო გადაადგილება და უბრძანოს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე საომარი მოქმედებები შეწყვიტონ, ბატონი პოროშენკო არ რეაგირებს. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ უკრაინული მხარე კვალის წაშლას ლამობს” – აცხადებენ ექსპერტები. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ავიალაინერი  Boeing 777-ი დონეცკის მახლობლად 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 85 ბავშვი და 15 ეკიპაჟის წევრი სხვა მგზავრებთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპნენ, საერთო ჯამში ავიაკატასტროფამ 298 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.