კორტების სპეცოპერაციის ოქროს მოწმეს გვარი შეუცვალეს და „ყაზტრანსგაზში“ დაასაქმეს

კრიმინალური პოლიციის უფროსი ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით „მატროსოვის“ ციხეში სასჯელს იხდიან. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ფირცხალავამ „ქრონიკა+“-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ სპეცოპერაცია „კოდორი 2007“-ის მონაწილეებს, რუსული სპეცსამსახურის დაკვეთით, საქართველოს ხელისუფლებამ განაჩენი უკვე გამოუტანა და ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა, უბრალოდ, საბაბია მის დასაკავებლად, რომ მის წინააღმდეგ საქმე უკვე შეკერილია.

 

დაკავებიდან რამდენიმე წლის მერე ირაკლი ფირცხალავას ოჯახთან ე. წ. კორტების საქმის მთავარი მოწმე, კობა გოგატიშვილი გამოჩნდა, რომელმაც ნინო ხვიტიას დეტალურად მოუყვა, როგორ შეკერეს საქმე და როგორ აიძულეს იგი, ცრუ ჩვენება მიეცა გოგატიშვილის წინააღმდეგ. თუმცა მალევე ჩვენება შეცვალა და ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ზეწოლაში დაადანაშაულა.

„ქრონიკა+“-მა კობა გოგატიშვილისა და ნინო ხვიტიას საუბრის სრული ვერსია მოიპოვა. ჩანაწერი ბევრ საინტერესო დეტალს ჰფენს ნათელს.

 

 

ნ.ხ.: გამარჯობა, ეს ჩემი შვილია… რას ფიქრობთ, რა უნდა მითხრათ ისეთი, რომ იყოს მნიშვნელოვანი ამ საქმისთვის?..

კ.გ.: ირაკლი როგორ არის?

ნ.ხ.: როგორ იქნება, აბა? პოლიციელი ციხეში გამოკეტეს კრიმინალების გამო და როგორ იქნება?!

კ.გ.: ახლა ვნანობ, რაც მოხდა, ძალიან ისეთი რაღაცა არის, რომ… მე ვიცი, რაც მოხდა სინამდვილეში და როგორც მოხდა…

ნ.ხ.: ბევრი რამე ჩვენც ვიცით, მაგრამ დამტკიცება როგორ მოხდება ამისი, აი, ეგ არის მთავარი!..

კ.გ.: დამტკიცება როგორ მოხდება და მე, თუ გარანტია იქნება, მარტო ვასაძის ლაპარაკი  ჩაწერილია, რომელიც ყურებს მაჭრის და ტრაკში მიკეთებს… ბოდიში ამ სიტყვებისთვის…

ნ.ხ.: არა უშავს… ანუ დოკუმენტი გაქვს…

კ.გ.: დოკუმენტი მაქვს და თანაც, კიდევ, მე ამას, შენ ახლა იწერ ამ ლაპარაკს, თუ არ იწერ, არა აქვს მნიშვნელობა…

ნ.ხ.: რა მნიშვნელობა აქვს?..

კ.გ.: თანაც, კიდევ, მე დიდი ხანია ვითხოვ ჩემს საბუთებს, რომელიც უნდა მიმეჩმახებინა და სიმართლე მეთქვა… მე დამიჭირეს მანქანისთვის… გავყიდე სხვისი მანქანა და შემთხვევით ჩავვარდი, სხვა სახელით დამიჭირეს და მე ვთქვი, არ გამოვაჩინე ეს პასპორტი. ახლა სინამდვილეში ვარ ეს…

ნ.ხ.: ვიცი მე ეს…

კ.გ.: სინამდვილეში ვარ ეს, მე არ დაგიმალავ, პირადობა შეცვლილი მაქვს, ყველაფერი შეცვლილი მაქვს… მამუკა მაისურაძე

ნ.ხ.: მაგათმა შეგიცვალეს თავიდანვე, ხომ?

კ.გ.: მაგათმა შემიცვალეს, რომ შენ არ მოგეძებნე მე…

ნ.ხ.: ჩვენ მაინც ვიცოდით ეგ…

კ.გ.: და ვმუშაობდი ჩვეულებრივად… „ყაზტრანსგაზში“ _ მოხდა ისეთი რაღაცა, რომ… თან კიდევ როგორ, იცი, შეიძლება მეც გადამიტრიალდა… მოდით, ისეთ ადგილზე გავჩერდეთ, სადაც ჩრდილი იქნება, ძალიან ცხელა და… (ეძებენ ჩრდილს)

ნ.ხ.: რა მაინტერესებს, იცით, თავიდან თქვენ ეს პირობები რომ შემოგთავაზეს, თუ დაგაძალეს, თუ შეგაშინეს, ხო, ახლა ბოლომდე რატომ არ შეასრულეს ის, რაც თქვენ გინდოდათ, თუ თქვენი სურვილია ეს, რომ?..

კ.გ.: არა, მე ნაღდად, გეფიცებით ყველაფერს, „პროსტა“ მოვდიოდი და მე პირიქით, მეშინოდა შენი და პირიქით, მეთქი არ მინდა, რომ. აი… ხო აზრზე ხარ, მეთქი, ბიჭო იცოდეთ-თქვა, ერთი კვირის უკან ვუთხარი, მეთქი, იცოდეთ, მე გადავტრიალდები, მე ვუთხარი, მაგრამ ბევრი სკამს დაკარგავს-თქო…

ნ.ხ.: მამუკა ვასაძეს უთხარი, თუ?

კ.გ: ხო…

ნ.ხ.: მერე რა თქვა? ფეხებზე მკიდიაო?

კ.გ.: ხოდა, თან იმან იმდენი ვერ მოტვინა, რომ ტელეფონი ჯიბეში მედო, მე საერთოდ, თუ მინდა, დასარწმუნებლად წამოდი, ახლა დავრეკავ, შავი ჯიპით გამოვლიან, შავი ჯიპით შემიყვანენ და გამომიყვანენ, იმიტომ, რომ არ მაფიქსირებენ იქ, პროკურატურაში… მერე ეგეთი ბაზარიც იყო, ვითომ ჩემ მიმართ იყავით აგრესიულ იმაში, რა… ჰოდა, მე ვუთხარი, ის კაცი რომ გამოვიდეს და მე ვუთხარი, იმ კაცს ამხელა რამე გამაკეთებინეთ და გავაკეთეთ, მე ვუთხარი, მე რომ იმ კაცმა მესროლოს, ვინმე რომ შემომივარდეს ოთახში და მესროლოს, შენ გარანტიას მაძლევ-თქო?.. პატრულში დარეკეო. აბა, მე ვუთხარი, მანდ დატორმუზდი უკვე-თქვა, მაშინ ჩემს საქმეს მე თვითონ მივხედავ, მე როგორც გავაფუჭე საქმე, ისე გამოვასწორებ-თქო.

ნ.ხ.: და რატომ გაიძულეს, ეს ტყუილი რომ გეთქვა, რატომ? რით შეგაშინეს, ასეთი რა იყო?

კ.გ.: მაშინ უნდა წავსულიყავი ციხეში, მიჩიოდა ის ქალი, ის არის ჯღარკავა, ის გააჩერეს და მერე პროკურატურამ გოდოუხადა იმას…

ნ.ხ.: ჯღარკავა ვინ?

კ.გ.: ქალია, რა, ნანა ჯღარკავა, ანა ჰქვია მის გოგოს და ის მიჩიოდა, მანქანის საქმეზე მიჩიოდა.

ნ.ხ.: ააა, თქვენს საქმეზე, მანქანის საქმეზე… რა უნდა მოესაჯათ, რომ ეჩივლა, რა იყო ასეთი, რას მოგისჯიდნენ, ერთი წელი, ორი წელი?.. რამე რომ შეიცვალოს და ტყუილზე მერე თავიდან უფრო უარესი არ იქნება?! სროლას დავანებოთ თავი და ყველაფერს, თავიდან ტყუილი ჩვენებისთვის ადამიანს ციხეში ვსვამთ და რის გამო? რის გამო, კობა, ადამიანურად მითხარი, ხომ იცი სიმართლე? თქვი სიმართლე, სიმართლე თქვი ის, რაც იქ თქვი?!. ადამიანურად მაინტერესებს, რა!.. ადამიანი ტვინში რას ფიქრობს, ადამიანს იმეტებ 12 წლით ციხეში…

კ.გ.: 16…

ნ.ხ.: 16 წელი, მერე აგერ ბავშვები გასაცოდავებულები, რატომ, რისი გულისთვის?

კ.გ.: მერე ახლა დასამალი რა არის? მერე მამაჩემმა ისე ინერვიულა, ინსულტმა დაარტყა, მერე სახლი გავყიდეთ ქუთაისში…

ნ.ხ.: მერე არ დაგეხმარნენ ფულით?

კ.გ.: „ვაფშემ“, ლარიანი თუ მოეცათ…

ნ.ხ.: რატომ?

კ.გ.: თან, კიდევ, ამ ბოლოს, კიდევ სამსახურიდანაც ისე გამიშვეს…

ნ.ხ.: ახლა რა მაინტერესებს… რა, კარგი, რატომ არ ეშინიათ? იმიტომ, რომ ახლა იციან, შენ რომ მოხვედი…

კ.გ.: არა, მე ვუთხარი, იმათმა იციან, რომ ვითომ მე შენ რომ დეგეკონტაქტო, ეგეთ რაღაცას მეუბნებიან: ისინი შენ გესვრიან, ბიჭო და შენ ვერ დაამტკიცებ მერე, რომ მკვდარი, ის სახელი და ის გვარი ჩვეულებრივად სხვა ხარ შენ… ახლა ამ ცხოვრებაშიც ის კაცი არის საზღვარგარეთ გადასული, გადაატანინეს საბუთები.

ნ.ხ.: შენი გვარით ვინც არის?..

კ.გ.: ხოო… ჩემი ნაღდი გვარი რაც არის. მე ვუთხარი, მე შევალ მაშინ იუსტიციაში და პირადი ნომერი ვიცი და ჩემს პასპორტს აღვადგენ და ეს დეიკავე შენი პასპორტი-მეთქი, ვუთხარი.

ნ.ხ.: შენ მაინც ვერ დაამტკიცებო, რომ თქვა, ჩვენება რომ მისცეო, ხო, ასე გითხრა…

კ.გ.: ხოოო, არა, ვერ დაამტკიცებო და მე ვუთხარი, მე გევიგე, ბიჭო, ფულს იძლევიან, გავიგე და ავდგები, ფულს ევიღებ და „კაროჩე“, ჩემს საქმეს გავაკეთებ-თქვა…

ნ.ხ.: მერე რა გითხრეს?

კ.გ.: ხოდა, ფულსო რომ ეიღებო, დაგიჭერთო, სიმართლეს თუ იტყვიო. ბიჭო, როგორ დამიჭერ-მეთქი? ვუთხარი… არა, „კაროჩეო“, რა, მერე გარანტია ხომ უნდა გქონდესო? და… კაი-თქო, ვუთხარი, კახას ვეუბნები უკვე მაგის მოადგილეს, სვანიძეს, მე ვუთხარი, ახლა მე რომ ეს ფული მომცეს მაგან და ნაღდად რომ წევიდე საზღვარგარეთ, რაღაცა რომ მოხდეს-თქო, ვუთხარი, არაფერიო, პირდაპირ მითხრა, იცოდეო, რომ ჩვენო დარხეული გვაქვსო „დაჟე“ იმდენადო, რომ გახვიდე სასამართლოზეო, მერე იცოდეო, საქართველოში დაბანილი გაქვს ხელებიო. ისინი რომ გამოვიდნენ-თქო? მე ვუთხარი. ისინი თუ გამოვლიან, მე ვუთხარი, რა მნიშვნელობა აქვს, ისინი დღეს მესვრიან, თუ ორი წლის მერე, ან რაზე უნდა მესროლონ? გამგები კარგად გეიგებს-თქო, რა!.. (პაუზა)

ნ.ხ.: ახლა, რაშია საქმე, კობა, დავუშვათ, შენ რას ფიქრობ, რა უნდა წარმოადგინო ეს მტკიცებულება? ჩვენება თუ უნდა მისცე? ჩვენება მარტო საკმარისი არ იქნება. სასამართლოზე რაც მიეცი ჩვენება, ეგ არის… ახლა ათასჯერ შენ რაღაცა შეიცვლი აზრს, ჩვენ რა ვქნათო, იტყვიან. ეგ არაფერი არ იქნება, თუმცა ეგეც ცუდი არ არის, მაგრამ მარტო ჩვენებით მე ირაკლის ციხიდან ვერ გამოვიყვან. ირაკლი ციხიდან რომ გამოვა, თავისთავად, თუ ადამიანურად მოიქცევი და სიმართლეს იტყვი და ხელს შეუწყობ, რომ ციხიდან გამოვიდეს, რაზეა ლაპარაკი, შენ არავინ შეგეხება არც სამართლებრივად და მით უმეტეს, არც სხვანაირად… მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთნაირად გაკეთებული, რომ გარანტია იყოს ჩემთვისაც. მე უნდა მქონდეს მტკიცებულება მათი, რომ შენ გაიძულეს და ზეწოლით გათქმევინეს ტყუილი. ესაა მთავარი… და ეს მტკიცებულება, თუ გაქვს ჩანაწერი, დოკუმენტი თუ გაქვს, მაშინ, აზრი აქვს ჩვენს ლაპარაკს და ურთიერთობას. გესმის? გაქვს ჩანაწერები და მტკიცებულებები რამე?

კ.გ.: მაქვს. ორჯერა მაქვს თან ჩანაწერი…

ნ.ხ.: ტელეფონზე ჩაწერე, ხომ? მამუკასთან, ვასაძესთან?

კ.გ.: ვასაძესთანაც და კახასთანაც.

ნ.ხ.: აი, ზეწოლას როგორ ახდენდნენ, ტყუილს როგორ გათქმევინებდნენ, ასეთი მასალები გაქვს? პროკურატურაში ტელეფონით არ შეგიშვებდნენ ახლა და როგორ ჩაიწერე?

კ.გ.: როგორ არა, ჩვეულებრივად. თუ გინდა, ახლაც შევალ და ნებისმიერ დროს შევალ…

ნ.ხ.: ტელეფონით?

კ.გ.: ხო, ჩვეულებრივად შევდივარ… და მე რომ ვუთხარი, ის კაცი რომ გამოვა და რაღაცა, ისო, არ ინერვიულოო, კაცოო, ის კაციო… ან შენ ვერ მიხვალ იმამდეო, ან ის ვერ მოვა შენამდეო…

ნ.ხ.: და ეგ რას ნიშნავს?

კ.გ.: ვითომ… მე ვთქვი, რანაირად ვიფიქრო ახლა მასეთი რაღაცა…

ნ.ხ.: და ის კაცი რომ გამოვა, ეგ ხომ ვიცით, დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, გამოვა და მამუკა ვასაძეც რომ სულ არ იქნება, ეგეც ხომ ვიცით ყველამ?.. ჰოდა, ამაზე უნდა ვიფიქროთ ადამიანებმა, რა!.. ასეა, გამოვა ის კაცი და მე არ მინდა, რაც უფრო დიდხანს ზის ის კაცი იქ, ყველასთვის ცუდია და რაც უფრო მალე გამოვა, ყველასთვის კარგი იქნება, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ადამიანი ასე გაწირო, რა!.. დამნაშავეების მეტი რა არის, რომ გაწირონ. პოლიციელი იყო კაცი, ის ხომ არ იყო, ვიღაცა ქურდი და ბანდიტი, ასე როგორ შეიძლება?!. რას მთავაზობ ახლა, კონკრეტულად შენი პირობები და რა იქნება შენგან წარმოდგენილი ისეთი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყოს ეგ? თუ გინდა, ახლა წავიდეთ სახალხო დამცველთან, უჩა ნანუაშვილმა იცის სიმართლე, ყველაფერი იცის მაგან, ჩვენ მხარეზეა, თან უჩაა ნანუაშვილი, ვიღაცასთან ხომ არ მიგიყვან? აგერ, ააა, ქალები მოვედით. მოვედი იმიტომ, რომ მე…

კ.გ.: მე როგორ მინდა, იცი? მე რას გეტყვი, იცი, ნინო? ვითომ დიდი ხნის ნაცნობები ვართ, ისე ვსაუბრობთ. ერთ რაღაცას გეტყვი, მე შენ რომ შეგხვდი, ეს გარანტირებული უნდა იყოს ეს შეხვედრა, რომ არსად ხმა არ დეიძრება, იმიტომ, რომ მერე მაგენი შენ ვეღარც სიმართლეს დაამტკიცებ, ვეღარც ვერაფერს ვეღარ იტყვი.

ნ.ხ.: და ვის უნდა ვუთხრა, რომ შენ შეგხვდი?

კ.გ.: „პროსტა“, ეს არ უნდა მივიდეს ვასაძის და…

ნ.ხ.: რატომ უნდა მივიდეს, ვასაძესთან მე რა საქმე მაქვს? მე ვასაძესთან?..

კ.გ.: იმიტომ, რომ შეიძლება ამ ადვოკატმაც…

ნ.ხ.: არაა, ადვოკატმაც არ იცის, რომ ახლა ვხვდებით ერთმანეთს, არ იცის, რომ სცოდნოდა, მოვიყვანდი და აქ დავსვამდი… მე შემიძლია, რომ სახალხო დამცველის აპარატში, კონფიდენციალურად, არავინ რომ არაფერს არ გაიგებს, შენ დოკუმენტი ჩვენების სახით მისცე, ხელი მოაწერო, წარმოადგინე შენი მტკიცებულება თუ გაქვს და ვილაპარაკოთ დანარჩენ პირობებზე, ისინიც ხელს შეგიწყობენ ყველანაირად, რომ შენი უსაფრთხოება დაცული იყოს… აი, ასეთ გზას გთავაზობ, ქურდებთან ხომ არ წაგიყვან და ყაჩაღებთან, თორემ ეგეც შემიძლია, ვიღაცას მოვძებნი და… ხომ არ მოვსულვარ ეგრე, მოვედი მარტო პატიოსნად, ხო? ქალი აგერ შვილთან ერთად, ბავშვთან ერთად… თუ ეს გაწყობს, რომ გაქვს შენ სამაგისო ინფორმაცია, რომ… ეს კი გავიგე, ეგ ისედაც ვიცოდით ჩვენ, რომ გვარი და სახელი შეცვლილი გქონდა და „ყაზტრანსგაზში“ რომ მუშაობდი და რომ დაგაძალეს და ტყუილი რომ თქვი, ესენი ისედაც ვიცოდით, მაგას რომ ადასტურებ ისეც კარგია, მაგრამ მარტო ეგ არ არის საკმარისი, უნდა გქონდეს მტკიცებულება. ხომ ხვდები, რას გეუბნები? ფიქრობ, რომ გაქვს ისეთი მტკიცებულება, რომელიც შეცვლის რაღაცას?

(დუმილი)

ნ.ხ.: მაშინ წავიდეთ…

კ.გ.: ჩვენ შეგვიძლია, შევხვდეთ კიდევ, იმიტომ, რომ ეს ნომერი რომ ვიყიდე არა, იმიტომ მიდევს, არც არავინ იცის ეს ნომერი, ერთი შენ იცი და ერთი, სადაც დავრეკე… დანარჩენი არავინ არ იცის, ამ ნომერზე მე ვფიქსირდები თუ არ ვფიქსირდები და როცა საჭიროა, მაშინ ვიყენებ ამ ნომერს…

ნ.ხ.: და რა შეგიძლია ახლა რომ ჩაწერო, ახლა რაღას გეტყვიან?

კ.გ.: რას მეტყვიან და შემიძლია, მე გინდა კახასთან და გინდა მამუკასთან მივიდე, ის კახა გამოვიყვანო გარეთ და ველაპარაკო და იმ კახას ლაპარაკი აი, ეს თემა, რა თემაზე, რომ ისინი გესვრიან და შენ არ თქვა მაგი, რაც მოხდა და ეგეთი რაღაცა, რაზედაც იყო ლაპარაკი და რა ვიცი, თუ იქნება რამე ხელმოსაკიდი, ეს არის კახასთან, რაც შემიძლია… იმიტომ, რომ მაგი მე მხვდება ხოლმე გარეთ, ქუჩაში, როცა ვურეკავ ხოლმე, მეკითხება, გარეთ გამოვიდე თუ შიგნით შემოხვალ? თუ ძაან დატვირთული არ არის, მაშინ ხო. და…

ნ.ხ.: და რა მოხდა, ბოლო-ბოლო, რას გეუბნებოდნენ, რატომ? იმით შეგაშინეს, რომ ციხეში ჩაგსვამთო? ეს თქვიო?

კ.გ.: „კაროჩე“ დაგიჭერთო და მაშინ გაწყობს ეს ვარიანტიო, განწყობსო!.. მაშინ მე ვუთხარი, არც ის მაინტერესებს და არც ის მაინტერესებს-მეთქი, სასამართლოზე გამოვალ და… ახლა ჭკვიანად მოიქეციო, თორემ ყურებს მოგაჭრიო და გაგიკეთებთო…

ნ.ხ.: გაქვს ეს ჩანაწერი?

კ.გ.: ერთი მეგობარი ქალი არის, ჰოდა…

ნ.ხ.: ვიცი მე, იმ ქალთან ნამყოფი ვარ, მარტვილში…

კ.გ.: არა სხვა, თბილისელია ეს ქალი და იმას ვუთხარი, მეთქი ეგეთი ეგეთი რაღაცა, უნდა მოვძებნო-მეთქი, ვუთხარი ეს ხალხი და რაღაცა უნდა გაკეთდეს-თქვა, რა, „პროსტა“ არ შეიძლება ასეთი რამე, ვისაც გავურბოდი, თვითონ მეუბნება, ფულს მეიტანს და რას ვერჩი-მეთქი, მე პირდაპირ ვუთხარი მერე, კახა გამოვიყვანე და პირდაპირ ვუთხარი, კახა, მე იცოდე, წავალ იმ ხალხთან-მეთქი… შენ იმ ხალხთან რომ წახვალო, ჩათვალეო, რომ ნასროლი გაქ უკვეო. ბიჭო, მე ვუთხარი, მე საიმისოდ მივალ, მარა…

ნ.ხ.: რატომ, ჩვენ ყაჩაღები ვართ და ვისვრით, თუ?..

კ.გ.: ალბათ, რავი, ეგეთი დასკვნა გამოაქვს…

ნ.ხ.: კობა, შენ ხომ იცი, რომ ტყუილი თქვი? ეს მაინტერესებს მე, ტყუილი თქვი, თუ არა?

კ.გ.: სიმართლე გითხრათ, მაგ სროლები რომ მოხდა, იმ წუთას იყო იქ, მაგრამ იქ არაფერ შუაში არ იყო და „დაჟე“, სინამდვილეში, პირველი მართლა იმ „ბმვ“-მ ისროლა…

ნ.ხ.: აი, ეგ არის მთავარი!..

კ.გ.: პირველი ისროლა იმ „ბმვ“-მ და ესენი ქუჩაში რომ გადმოვიდნენ, ერთი გასროლა იყო მარტო „ბმვ“-დან და რომ დეიძრა მერე, ვეღარ ისროლა მერე „ბმვ“-მ.

ნ.ხ.: აბა, ახლა ერთი გასროლის საპასუხოდ მოხდა ეგ ყველაფერი, თორემ, აბა, რისთვის? და რომ გაისროლა, არ უნდა ესროლათ იმათ?

კ.გ.: და მერე იყო, ამათმა რომ ესროლეს… „დაჟე“ რომ გაჩერდა…

ნ.ხ.: ვსიო, მერე გეთქვა სიმართლე, შე კაი ადამიანო!..

კ.გ.: მე რომ მივედი სასამართლოში, მე სასამართლოზე მინდოდა თქმა, მე ვთქვი ასეთი და ასეთი რაღაცა… მე რომ მივედი, რვა კაცი მომყვა მარტო „სპეცნაზელი“ და ჰაილუქსის ჯიპით მიმიყვანეს, „დაჟე“ სიგარეტის ყიდვა მინდოდა და სიგარეტი არ მაყიდინეს, კაი, მერე ვიყიდოთ და მერე მოვწიოთო, რა… მერე ერთმა რომ გეიგო, აჰა, მოწიეო. მოვწიეთ და ეს სამი ამის სიგარეტს ვეწეოდით. მერე რომ გამოვედი, „კაროჩე“, ბიჭო, მე ვთქვი, არ დამიცვესო და რაღაც დაცვა დამინიშნეს, დამყვებოდა მთელი ორი თვე… და მე ვთქვი, არ მინდა-თქო, რა, „კაროჩე“, ეს დაცვა მომაშორეთ-მეთქი, რა… ჰოდა, კაი მაშინო, მამუკამ, ადგა და ამოიღო 2000 ლარი და აჰა, ესო სამოძრაო ფული გედოსო ჯიბეშიო, გეიგე? რო რამე იყოსო და რაღაცაო, რო დაგჭირდესო, ყოველთვის მე ხომ არ შემაწუხებო?.. მერე დამირეკა და „ყაზტრანსგაზში“ მუშაობო, აგერ ეს საბუთები დეიმახსოვრეო, რომ ესა ხარ, ესა ხარ და ესა ხარო, რა!..

ნ.ხ.: რა გინდა, დავუშვათ, თუ მტკიცებულებები, რაც გაქვს შენ ჩაწერილი, ეგ თუ მნიშვნელოვანი იქნება, უნდა ინახოს, სახალხო დამცველს ვენდობი, მეტს არავის, მე არავის არ ვენდობი… ის არის ადამიანი, რომელიც ვალდებულია, ყველა ადამიანის საიდუმლო შეინახოს, პერსონალური ინფორმაცია არ გაიტანოს, ჩვენ თუ მივალთ და ის ადამიანი ჩვენებას აიღებს და ნახავს, შენ რა ინფორმაცია გაქვს, რომელიც ვარგა თუ არ ვარგა, იმიტომ, რომ რამდენიც გინდა ილაპარაკე, თუ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, რა აზრი აქვს, ხომ?.. და ეს თუ გაკეთდება, მერე მოვილაპარაკოთ, რა გინდა, როგორ გინდა, რა ვიცი, რა შეგვიძლია ჩვენ, როგორ შეგვიძლია იმის მიხედვით… თორემ მაგის გამო მე ახლა აქ ფული რომ შემოგთავაზო შენ, მეც დამიჭერენ, მეტი კი არაფერი არ უნდათ მაგათ, შენც დაგიჭერენ და მეც… ასე რომ, ჩვენ მთავარია, სიმართლე გავარკვიოთ და მერე ჩვენი მხრიდან რაც შეგვეძლება, დახმარება იქნება, გარანტია იქნება… ჯერ ადამიანურად იქნები დაცული, რომ რაც არ უნდა შეიცვალოს, არავინ არაფერს არ გეტყვის შენ და პასუხს არ მოგთხოვს არანაირად, თორემ მერე რომ მოგთხოვენ პასუხს, ეგ ხომ იცი? შენი და მირიანაშვილი წაბრძანდა ეგერ, ისიც ვიცით, სად არის და როგორ არის, როგორც წავიდა, ისე ჩამოვა აქ და დაჯდება ციხეში. ასე არ შეიძლება, შვილი აქა ჰყავს და ყველა აქა ჰყავს… არ შეიძლება ასე!.. რა ვიცი, თუ წამოხვალ, ახალგაზრდა ბიჭია, აი, ახლავე შეგვიძლია წავიდეთ და დაველაპარაკოთ იმ ბიჭს, ის ბიჭი ინფორმაციას არსად არ გაიტანს, დაიცავს საიდუმლოდ იმ ინფორმაციას. დაველაპარაკოთ, გინდა?

კ.გ.: კარგით, დაველაპარაკოთ…

ნ.ხ.: წამო, დაველაპარაკოთ და მოვუყვეთ ეს ყველაფერი….

კ.გ.: სიგარეტის მოწევა მინდა და მე მგონი, თქვენ არც ეწევით…

ნ.ხ.: არა, ჩვენ არ ვეწევით და მოწიეთ, არ არის პრობლემა.

დაველაპარაკოთ და გვირჩევს ყველაფერს რა და როგორ გემუქრებიან, რას გეუბნებიან, მერე წასვლა გინდა, რაღაც გარანტიები გინდა, მას შეუძლია ეს ყველაფერი მოაგვაროს… და შენ იქნები დაცული ფირცხალავასგან, იცოდე, არასოდეს მისგან ცუდი არ იქნება არაფერი… გიორგისგანაც, ასევე… მე ვგულისხმობ სამართლებრივად, მაგას ეგ არ შეეშლება, გამოვა და გადაატრიალებს ყველაფერს. გამოუშვან ჯობია ირაკლი ფირცხალავა დროზე და გაგვანებონ თავი, გამოუშვან, დაიჭირონ ის, ვინც დასაჭერი ჰყავთ, ყაჩაღები და მკვლელები!.. რას ერჩიან?!. ვინმეს ვინმეს მოკვლა თუ უნდოდა, სახალხოდ რომ არ ესროლათ, სხვანაირად ვერ მოახერხებდნენ?! გეხვეწები, ერთი, თქვი!.. ამდენი ხალხი რომ არ ჩარეულიყო, ამდენი „სპეცნაზი“, ამდენი პოლიციელი, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, თუ ვინმეს ხუბულოვის მოკვლა უნდოდა? ვის უნდოდა ხუბულოვის მოკვლა? ვის რაში სჭირდებოდა? დაიჭერდნენ და ჩასვამდნენ ციხეში, სულ არ გამოუშვებდნენ, დავუშვათ… განზრახ მკვლელობა როგორ იყო ეგ?!. კაი, ეთქვათ, რომ გადაამეტეს, ბევრი ტყვია ესროლეს, რაღაცა და რაღაცა… კი ბატონო, მაგრამ განზრახ მკვლელობა როგორ იყო?! რაზე მოაწერე ხელი, სირცხვილი არ არის? ღმერთი ხომ იყურება ზევიდან?!

 

(პაუზა. სიწყნარე. ტელეფონი რეკავს და კობა პასუხობს)

 

ნ.ხ.: ესენი რას აპირებენ? ესენი, სოსანაშვილი შეიყვანა მამუკა ვასაძემ, 17 საათი დაბმული ჰყავდა, თქვიო, რომ ფირცხალავამ შეგიკვეთა ვაზაგაშვილის აფეთქებაო… ტყუილი!.. სად მიდიან, ყველა გაიქცევა?!.

კ.გ.: არადა, სინამდვილეში, მოსამართლესაც ფული ჰქონდა აღებული, მაგ ვასაძესაც ფული ჰქონდა აღებული და მაგან მოიშორა ეგ!..

ნ.ხ.: არ არის გამორიცხული!.. არაფერი არაა გამორიცხული!.. ჩვენს ინტერესში რომ არ იყო მაგის სიკვდილი, ეს ყველამ კარგად იცის და პირველი ჩვენკენ რომ წამოვიდოდა ყველაფერი, ეგეც ხომ ვიცით?!. ჩვენ რომ გავიგეთ იურა ვაზაგაშვილის სიკვდილი, მთელი ოჯახი დახოცილები ვიყავით, იმიტომ, რომ ვიცოდით, ამას გამოიყენებდნენ ჩვენ საწინააღმდეგოდ, იმიტომ კი არა, რომ მიყვარდა იურა ვაზაგაშვილი, უბრალოდ, ვიცოდი, რომ აი, ჩვენ საწინააღმდეგოდ წამოვიდოდა ეს ყველაფერი და მაგიტომ… როგორ შეიძლება, ასე ადამიანი გაიმეტო?!. ჰოდა, მაგას გეუბნები, როცა სიკეთე შეგიძლია გააკეთო, ახლა კია დაგვიანებული, მაგრამ რაღაცნაირად თუ მოვახერხე რაღაცის გაკეთება და გამოვიყენეთ ეს ყველაფერი, შენ ეს ყველაფერი დაგიბრუნდება და რა ვიცი, აბა, შენი გადასაწყვეტია. მე არ მოვსულვარ შენთან პირველი, შენ თვითონ მოხვედი. ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მივიდეთ ამ კაცთან და დაველაპარაკოთ, რას გვეტყვის, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, რა შეიძლება გამოგვაყენებინოს და გაგვაკეთებინოს… ისე, რა გინდა, წასვლა გინდა ქვეყნიდან?..

კ.გ.: აბა, ისე აზრი არ ექნება.

ნ.ხ.: ცოლ-შვილი გყავს?

კ.გ.: კი…

ნ.ხ.: აზრი რატომ არ ექნება, თუ შეიცვლება ყველაფერი, ძალიან კარგად ექნება აზრი…

კ.გ.: სანამ მაგენი იქნებიან სათავეში, მანამდე აზრი არა აქვს…

ნ.ხ.: ჰოდა, რომ აღარ იქნებიან, შეგიძლია ჩამოხვიდე და კარგად იყო მერე აქ… არავინ ხელს არ მოგკიდებს, არც დაგიჭერს და არც არაფერი, თუ სიმართლეს იტყვი. მაშინ არა, ახლა უნდა თქვა, მერე ყველა იტყვის, ჩემო კარგო, დრო რომ მოვა და ყველა იტყვის… სად გინდა წასვლა, სად ფიქრობ?

კ.გ.: ორჯონიკიძეში…

ნ.ხ.: აააა, ოსეთში გინდა.

კ.გ.: სახლიცა მაქვს იქ.

ნ.ხ.: ცოლ-შვილსაც წაიყვანდი, ხო?

კ.გ.: ხო, გავერიდებოდი, რა…

 

(პაუზა)

 

ნ.ხ.: ბიჭი გყავს შვილი?

კ.გ.: კი… შვილიშვილიცა მყავს… მამა ამ საქმეს გადაჰყვა… ამ საქმის გამო სუყველა დავკარგე, სადაც მივალ, ერთი და იგივე თემა, ვინც გეიგო, ერთი და იგივე ის არის…

ნ.ხ.: ასე აფუჭებენ ხალხს და რომ ჰკითხო, წესიერებაა, როგორ შეიძლება ასე?!. მე არავის ვენდობი, მარტო, აი, ამ ადამიანს ვენდობი…

კ.გ.: „კაროჩე“, იმდენი მინდა, რომ რაც ამ ორი წლის მანძილზე, ორწელნახევარი…

ნ.ხ.: თითქმის სამი…

კ.გ.: ჰო… „კაროჩე“, ყველანაირად, სიმონ, ყველანაირად, რასაც ვატყობ, ხო… ვერც ვეღერავისთან ვეღარ მივდივარ, ვერც ვეღარავისთან… ყოველთვის  სულ იმის მოლოდინში ვარ და „კაროჩე“…

ნ.ხ.: გიღირდათ მერე ეს ყველაფერი?

კ.გ.: თავიდან ეგეთი რაღაცა იყო, რომ მე „ვაფშე“ არ უნდა გამოვჩენილიყავი, მაგრამ…

ნ.ხ.: მაგათმა იციან ასე, გამოგიყენებენ და მერე გადაგაგდებენ… და არც ეშინიათ, ფეხებზე ჰკიდიათ. იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ დაადებენ თავს და გაიქცევიან. რამდენი გაიქცევა, ერთი, ორი, ათი… რამდენი? ყველა ხომ ვერ გაიქცევა?..

კ.გ.: ახლა მე რომ გევიქცე, ნინო, რა აზრი აქვს?

ნ.ხ.: არა, მე პროკურატურაზე ვლაპარაკობ.

კ.გ.: მაგათ გასაქცევი მაინც აქვთ და მე?..

ნ.ხ.: ჰოდა, მაგას გეუბნები, მაგათ ჰგონიათ, რომ გასაქცევი აქვთ და ამიტომ გაიქცევიან და გაქცეულები რომ ჩამოჰყავთ უკან, მაგასაც ხომ ხედავთ? ჩამოჰყავთ ვიღაცები… ამიტომ მამუკა ვასაძეს, შოთაძეს და ვიღაცებს ჰგონიათ, რომ დაცულები იქნებიან მთელი ცხოვრება და… მაგათ იცი, რამდენი ინფორმაცია ექნებათ შენახული? რამე რომ შეიცვალოს, მერე ისინი წამოიღებენ, გამოიტანენ და გამოფენენ ყველაფერს… ასეა, ასე გადაირჩენენ თავს, ჩვენ არ გვინდოდაო და დაგვაძალესო, იტყვიან. გვაიძულა ამანო, ამანო და ამანო… ასე ხდება ეს!.. ჩემი ქმარი არც არავის ესროდა და არც არავის მოკლავდა, მაგარი ბიჭი კი არის, ვაჟკაცია და რაც არ ეკუთვნის, იმას არავის შეარჩენს, მაგრამ ჩემი ქმარი არც ყაჩაღი იყო და არც მკვლელი… და არც ჩვენი ოჯახი, მთლიანად!..

კ.გ.: ისე, რა უბანში ცხოვრობ, ნინო?

ნ.ხ.: საბურთალოელები ვართ საერთოდ, ახლა ვაკეში ვცხოვრობთ.

კ.გ.: არადა, მე ინტერნეტით გიცნობდი, კაცო, გხედავდი ხშირად ინტერნეტში… საბურთალოზე იყო ჩვენი ოფისი და არც არასდროს შემხვედრიხარ, მე-ვთქვი სადღაცა მაინც შემხვდება და არც არასდროს…

ნ.ხ.: სამედიცინო უნივერსიტეტში ვმუშაობ მე, ვაზაგაშვილების უბანში. იქ ვმუშაობ და ყველაფერი კარგად ვიცი, სულ მესმოდა მაგათი გინება, ლანძღვა, მთელი მეზობლები როგორ უჩიოდნენ, რას ამბობდნენ, ეშინოდათ, ბავშვებს ქუჩაში, უბანში ვერ უშვებდნენ. მთელი ის უბანი რომ შესყიდული ჰქონდა ყაჩაღობით და დაშინებით იმ კაცს, ხომ იცი ეს ყველაფერი? მთელი უბანი მისია, მთელი ის ტერიტორია. ვინ არის? კომბოსტოს ყიდდა გარეთ, მეტი კი არავინ არ იყო. მთელი უბანი მისია და აყაჩაღებდნენ ყველას, ორი ბიჭი ჰყავს მოკლული ვაზაგაშვილს, არ იცი? რომ გამოიყვანეს პატიოსანი სტუდენტი, თურმე უნივერსიტეტში მიდიოდნენ, ესენი ეცნენ და დახოცეს!.. თვალით გინახავს, როგორ ესროლა, ხო?.. ვინ გაისროლა ნეტა, პირველი?

კ.გ.: რაზე იძახი?

ნ.ხ.: იმ „ბმვ“-დან?

კ.გ.: პირველი უკანა მხრიდან, გუთურიძემ ისროლა…

ნ.ხ.: ააა, გუთურიძემ ისროლა… გუთურიძე გარეთ არის, არც არაფერს არ ამბობს, არავისზე არაფერს არ ამბობს, არც ის უთქვამს, ვინმემ გვესროლაო და არც ის, ვინმე მოკვდაო… თავისი თავის გადარჩენა უნდა და იმიტომ. მე გრძნობა მქონდა დაკარგულიო და ვეგდეო… ხელი არავისთვის დაუდევს… შენი და მირიანაშვილის ჩვენება იყო მანდ გადამწყვეტი და სპეცნაზელების. სპეცნაზელების ამბავი სტრასბურგიდან პირდაპირ გამამართლებელი მოვა… თქვენზეც იმდენი რამეა სამართლებრივად, შენზეც და მირიანაშვილზეც, სტრასბურგი ყველა შემთხვევაში გაამართლებს ამ საქმეში, დრო უნდა რა, ცოტა ხანი უნდა, მაგაშია საქმე!.. სად წავლენ? სიმართლეს სად წაუვლენ?.. (პაუზა) დედა გყავს ორჯონიკიძეში?

კ.გ.: აქ ცხოვრობს, მაგრამ სამუშაოდ იქაა…

ნ.ხ.: ააა, სახლი გაქვს იქ?..

კ.გ.: ხო, სახლი მაქვს, ძმა და ბიძაშვილები…

ნ.ხ.: ჰოდა, წადი ცოტა ხანი და იმუშავე იქ, მერე შეიცვლება ყველაფერი და ჩამოხვალ ისევ, მთავარია, ისეთი რამე აჩვენო, რაც საჩვენებელია.

 

(პაუზა)

 

კ.გ.: ისე, ინტერნეტში სხვანაირი ხარ…

ნ.ხ.: აბა, რა,  ვნერვიულობთ, აბა, რა იქნება… მთელი ოჯახი შეეწირა მაგას, მამაჩემი შეეწირა, აგერ, მამამისი ცუდად არის, დედა ცუდად ჰყავს და ყველა… ილოცოს ყველამ, დედამისს არაფერი მოუვიდეს, ისე ცუდად არის, ირაკლიმ იქ რომ ეგ გაიგოს…

 

(პაუზა. უახლოვდებიან სახალხო დამცველის ოფისს)

 

კ.გ.: ამათი აზრით, ვითომ საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი სამუშაოდ, საზღვარგარეთ კი არა, ერთი ძველი „ცე კლასი“ მქონდა და ისიც წამართვეს, მაგის დედა ვატირე და დავღლაბუცობ… აი, გინდ დაიჯერე, გინდ _ არა, სიმონ, ათლარიანი მედო ახლა ჯიბეში, „კაროჩე“ და ოთხი ლარი ტაქსს მივეცი და ექვსი ლარი დამრჩა. დღეს დილას ვიყავი მაგათთან მე, ვუთხარი, ბიჭო, „პროსტა“, ელემენტარული საჭმელი რომ ვჭამო და სიგარეტი ვიყიდო, იმის ფული არ მაქვს, თუ რომელიმეს გაქვთ… ხელფასი ჯერ არ ყოფილაო. დევიჯერო, ეგენი ხელფასზე ზიან?

ნ.ხ.: და სამსახურიდან რატომ გამოგიშვეს?

კ.გ.: სამსახურიდან რატომ გამომიშვეს და ვმუშაობდი ჩვეულებრივად და მოვიდა ახალი უფროსობა, ხოდა შეიცვალა, წევიდა ბენაშვილი და მოვიდა ვიღაც კვანტალიანი, გადემეკიდა. რა გინდა, მე ვუთხარი, დამანებე თავი, ბიჭო, რაც ეკუთვნის მძღოლს, დავდივარ და 250 კმ-ს გავდივარ ყოველდღიურად-მეთქი. ვუთხარი, არ მინდა-მეთქი, შემეშვი, ასეთი დამცირებული მუშაობა და თავზე თავსლაფის დასხმა, არ მინდა შენთან მუშაობა-თქვა, რა!..

ნ.ხ.: და ვერ უთხრეს პროკურატურამ?

კ.გ.: პროკურატურას მე ვუთხარი, ერთი თვის უკან, ოცი დღის უკან და ვაგვარებთო შენ საქმესო… მე ვუთხარი, ბიჭო, რით ვეღარ მოაგვარეთ, არ მინდა-მეთქი მაგდენი ხვეწნა, კარგად იყავით-მეთქი, ვუთხარი. მე, ასე თუ ისე, დღეს, „პროსტა“ მივიდეთ და რას მეტყვის ის, რას მირჩევს და თუ არადა, ისეც გავქრები და ასეც გავქრები, მაგის დედაც ვატირე!.. თბილისში უკვე ჩემი ადგილი, „ზნაჩიტ“, აღარ ყოფილა, თუ სამართალს ადგილი არ ექნება.

ნ.ხ.: სამართალი სადაა, ამათ მოიტანეს სამართალი?! კარგი იქნებოდა, მოხვედი სასამართლოზე, გეთქვა, რაც იცოდი და იქნებოდა მერე ყველაფერი კარგად… დაგიჭერდნენ არა!..

კ.გ.: მაგენი მე არც მახსოვდნენ, რომ შევედი, ის არის თეთრსაროჩკიანი თლათ უფროსიო.

ნ.ხ.: ადრეც იცნობდი, ხო?

კ.გ.: არა, „ვაფშე“ აზრზე არ ვიყავი. მე შეშვებული ვიყავი, მე ვაზაგაშვილმა ძებნა რომ დამიწყო, მარნეულში წავედი საცხოვრებლად.

 

(საუბარი გრძელდება სახალხო დამცველის ოფისში, სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით)

 

კ.გ.: მთავარია, ეს კაცი მაინც გამოვიდეს, მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, ის კაცი რომ გამოვიდეს, ადამიანია და არა მგონია, თლათ ისე გოუგებარი იყოს, რომ ოუხსნი ჩემს სიტუაციას, რომ ვერ გეიგოს. მტერი მაინც არ მეყოლება, მე მირჩევნია, ის გამწარებული რომ გამოვა იქიდან, მე რა დღეში ვიქნები.

 

სახალხო დამცველის წარმომადგენელი კობა გოგატიშვილს უხსნის იმ პროცედურებს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს და მას სამართლებრივ დახმარებას ჰპირდება.

კობა გოგატიშვილი ამ შეხვედრაზე ამბობს, რომ მეორე დილით სახალხო დამცველის ოფისში შესაბამის მტკიცებულებებს მიიტანს, მაგრამ, როგორც ჩანს, ან მან თავად მიაწოდა ინფორმაცია პროკურატურას, რომ ალაპარაკებას აპირებდა და სანაცვლოდ ფული მოითხოვა, ან პროკურატურის ოქროს მოწმეს უთვალთვალებდნენ და ინფორმაციამ გაჟონა. გოგატიშვილი, ამჯერად, ირაკლი ფირცხალავას ოჯახს ზეწოლაში ადანაშაულებს. გამოძიება უკვე დაწყებულია. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი და ოჯახის წევრები. რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილის მხრიდან მოწმეზე ზეწოლას, პროკურატურა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ელისო კილაძე