კიევი ბოინგის კატასტროფის ადგილზე უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას ვერ იძლევა

11

კიევი, საერთაშორისო საგამომძილებლო კომისიას, რომელიც მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი Boeing 777-ს ჩამოგდების ფაქტს სწავლობს, კატასტროფის ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიას, ტერიტორიის ხელში ჩაგდების შემდეგ პირდება, აცხადებს უკრაინის საინფომრაციო ანალიტიკური ცენტრის (СНБО)  პრეს მდივანი ანდრეი ლისენკო სააგენტო ИТАР-ТАСС-თან საუბრის დროს. ,,უკრაინის ხელისუფლება მზადაა საერთაშორისო ექსპერტებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალება აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნების შემდეგ მისცეს. კატასტროფის ადგილზე მისვლა უსაფრთხო არაა და ჩვენ ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემთ. როგორც კი ქალაქ ანტრაციტის მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიას უკრაინელი სამხედროები დაიკავებენ და ბოევიკები წავლენ, იმ წუთიდან მზად ვართ მოხალისეთა და საგამომძიებლო ორგანოების წარმომადგენელთა უსაფრთხო გადაადგილება ვუზრუნველყოთ” – აცხადებს ლისენკო. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდების პრემიერ მინისტრმა მარკ რიუტემ, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ტელეფონით ესაუბრა და ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უსაფრთხო გადაადგილება მოსთხოვა. ჰოლანდიელი პოლიტიკოსის თქმით კიევი აღნიშნული ქმედებით სიმართლის კვალის გაქრობას სცდილობს.