ბრალდებულ დავით ხარშილაძის ბოლო სიტყვა

 

მოგესალმებით თქვენო ღირსებავ
მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და ჩემს კოლეგებს
დღეს მინდა ჩემს ბოლო სიტყვაში კიდევ ერთხელ თანმიმდევრობით გავიხსენო ყველა დეტალი ჩემს დაკავებამდე და დაკავების შემდეგ,
მე ვარ გაზეთ ქრონიკა + ის თანამშრომელი და ამავე გაზეთის დამფუძნებლის ელისო კილაძის შვილი. ეს გახლავთ ხელისუფლების მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება რომელმაც დაარსების დღიდან დღემდე არაერთი კრიტიკული მასალა გამოაქვეყნა ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ძალოვანი უწყების შიგნით არსებულ კორუფციულ ფაქტებზე და ნეპოტიზმზე, ტენდერებზე,ბიუჯეტის უკანონო ხარჯვაზე და ა.შ>
მაშინ როცა დედაჩემმა დაიწყო ჟურნალისტური გამოძიება ე,წ, კახელების კლანის კორუფციულ სქემებზე, გაზეთის ის ნომერი რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების და მინისტრების მიერ მოგებულ ტენდერებზე იყო საუბარი, მთლიანად გაქრა დისტრიბუციიდან ანუ ის ერთიანად შეისყიდეს.სწორედ ამ დროს დედაჩემს დაუკავშირდა მისი ბავშვობის მეგობარი ,მაშინდელი დევნილების მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე რომელმაც მას გადასცა შემონათვალი ღარიბაშვილის ნათესავების მხრიდან რომ თუ მასალების გამოქვეყნება გაგრძელდებოდა მე ნარკოტიკებს ჩამიდებდნენ და დამიჭერდნენ. ცხადია გაზეთმა პოზიცია არ შეიცვალა, ყველა მასალა გამოქვეყნდა, ღარიბაშვილის სიმამრი და მისი გარემოცვა მხილებულ იქნა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში, გამოქვეყნდა ფაქტები,რომლებიც ადასტურებდა რუსული სპეცსამსახურებისათვის გრიფით საიდუმლო მასალების გადაცემას, საბოლოო ჯამში ეს ჟურნალისტური გამოძიება დასრულდა პრემიერ ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადომით და მისი გარემოცვა სრულად ჩამოშორდა სახელისუფლო ვერტიკალს.მაშინ ნარკოტიკების ჩადება და ჩემი დაჭერა ვერ მოხერხდა,სამაგიეროდ დაიგეგმა პროვოკაცია დედაჩემის წინააღმდეგ, ღარიბაშვილის გადაყენებიდან ზუსტად ათ დღეში ქრონიკა + ის ოფისში მოვიდა მოქალაქე გელა ღურწკაია, რომელმაც მოიტანა ერთ ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი.ელისო კილაძემ არა მხოლოდ არ დაიტოვა ფირი,არამედ ჩაიწერა კიდეც გელა ღურწკაიას ვიზიტი და ფირი პროკურატურას გადასცა, რასაც მოყვა გამოძიების დაწყება და ხუთი პირის დაკავება.
წელიწადნახევრის წინ ელისო კილაძემ დაიწყო კიდევ ერთი ჟურნალისტური გამოძიება სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ .სწორედ ამ პერიოდში განახლდა მუქარები ჩემს წინააღმდეგ,დაიწყო ოფისის თვალთვალი და ჩემი მოსმენაც, პერიოდულად, კეთდებოდა საჯარო განცხადებები რომ ველოდებოდით პროვოკაციას,იგეგმებოდა ჩემთვის ნარკოტიკების ჩადებას,ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ მოქმედი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც.ჩემს დაკავებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა ელისო კილაძის ვრცელი სტატია ქ თბილისის პოლიციის სამმართველოში მიმდინარე კორუფციულ სქემებზე, დაანონსდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის სქემის გამოქვეყნებაც და დედაჩემმა ოფიციალურად დაასახელა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მფარველები-შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სუსოს უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი.
ორივე ძალოვანმა უკვე იცოდა რომ მარტის თვეში ეს სქემა ოფიციალურად გაცხადდებოდა,მათ შორის გაიხსნებოდა ინტერნეტით ნარკოტიკების ე.წ. ბიოს გაყიდვის სქემაც.სწორედ ამიტომ ნაჩქარევად დაიგეგმა ჩემთვის ნარკოტიკების ჩადების და დაკავების ოპერაცია.
თქვენო ღირსებავ,მინდა იცოდეთ რომ დღეს საქართველოში ხდება ყველა ტიპის ნარკოტიკის რეალიზაცია უპრობლემოდ.ხდება ნარკოტიკების გამოწერა და სახლში მიტანა.სწორედ ამიტომ, ნარკომომხმარებელიც რომ ვყოფილიყავი,არანაირი საჭიროება არ იყო იმისა რომ ბოჭორიშვილის ქუჩაზე წავიდოდი ნარკოტიკების შესაძენად, გამორიცხულია კუკური წივწივაძეს ოპერატიული ინფორმაცია ქონოდა,რომ მე მივიდოდი იმ ქუჩაზე,სადაც მეც არ ვიცოდი თუ აღმოვჩნდებოდი. ჩემი დაკავება მოხდა ძალის გამოყენების,არც მიფიქრია გაქცევა იმიტომ რომ უკანონო არაფერი მქონდა, ნარკოტიკების ჩადება მოხდა დემონსტრაციულად, ადგილზე არანაირი დოკუმენტი შედგენილიარ ყოფილა, მეტიც ჩასადები ფაქტი ადგილზე მოიტანა რამაზ თარაშვილმა და ის მე ქურთუკის ჯიბეში ზაქარია ვასაძემ ჩამიდო.ცინიკურია ისიც რომ ზაქარია ვასაძე,ისევე როგორც მე ყოფილი პოლიციელის შვილია.ამ პროცესამდე და ამ პროცესის მერე სოციალურ ქსელ ფეისბუქში სუსის უფროსის მოადგილესთან სოსო გოგაშვილთან დაახლოებულმა პირმა,მისი ცოლის მეგობარმა ნავთობის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ჯღაკავამ დაიწყო კამპანია ჩემს წინააღმდეგ, მობილიზებული იყო სუსი აგენტურა და ცდილობდნენ საზოგადოებრივი აზრის განწყობას ჩემს წინააღმდეგ,მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ხალხმა ჩემი სიმართლის დაიჯერა.
პოლიციის სამმართველოს შენობაში შეყვანამდე დაახლოები 40 წუთის განმავლობაში გარეთ გამაჩერეს, ხოლო როცა შენობაში შემიყვანეს გამაშიშვლეს ბოლომდე, გამაკეთებინეს ბუქნები, მექცეოდნენ ცინიკურად, აგინებდნენ დედაჩემს და ცდილობდნენ ჩემს პროვოცირებას ,ეს ფაქტი სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა.როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი,სწორედ ამ პერიოდში დედაჩემს შესთავაზეს გადაეფორმებია გაზეთი,უარის მიღების მერე კი 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული გამოძიება 260-ე მუხლით 6 ნაწილით გაგრძელდა.
ისევე როგორც ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე ჩემი ყველა ანალიზი იყო სუფთა, ექსპერტიზაზე დამსწრე პოლიციელები ექსპერტს ხშირად უხსნებდნენ ე,წ, ბიოს,ანუ იმ ნარკოტიკს რომლის რეალიზაციის მფარველობაში დედაჩემი სწორედ სოსო გოგაშვილს ამხელდა.
სრულიად უკანონოდ მოხდა ჩემი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება, ანალიზის პასუხი დაამთხვიეს ე.წ. ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტს,ანუ ზუსტად იმ ნივთიერების რომელიც მე თავხედურად ჩამიდეს.დღეს მე ვეძებ გზებს უცხოეთში რომ ჩავიტარო თმის ღერით ნარკოლოგიური შემოწმება,რადგან საქართველოში ამის საშუალება არ არის, და პირველ რიგში საზოგადოებას დავუმტკიცო რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არა ვარ.
რამაზ თარაშვილმა პროცესზეც თქვა რომ მისმა თანამშრომლებმა მას უთხრეს ამოღებულია ორი პაკეტი ფხვნილიო.დიახ სწორედ ორი პაკეტი ფხვნილი ჩამიდეს, რომელიც თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობაში სუბოტექსის აბებით შეცვალეს.მას შემდეგ რაც ერთ ერთ ჩამდებ პოლიციელს ვალერიან ჩიბირაშვილს ვეხუმრე, ეს რა ფხვნილი ჩამიყარეთ, სუბოტექსი მაინც ჩაგედოთ თქო.
თქვენო ღირსებავ, პოლიციის თანამშრომლებს არ გაუჩხრეკიათ ავტომანქანა რომლითაც გადავადგილდებოდი, არც ჩემი საცხოვრებელი ბინა, არ დაულუქავთ და გამოუკვლევიათ ჩემო მობილური ტელეფონი,მეტიც გამომძიებელს არც კი დაუსვამს სავარაუდო კითხვა ვისგან შემეძალო მეყიდა ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალება და საიდან მქონდა მე 12 000 ლარი, როცა ჩემი საშუალო თვიური შემოსავალი 800 ლარია.
ჩემი დაკავების და დედაჩემის აქტიური პროტესტის მერე რომ მსხვილი ნარკომომხმარებლები ბოლო რამდენიმე წელია არ აუკავებიათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში და რამდენიმე სხვა ადგილას ჩაატარა მასშტაბური სპეცოპერაცია, ყველა ნარკორეალიზატორის დაკავება აღბეჭდილია ფირზე, მათ შორის ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა, ჩემს შემთხვევაში არათუ აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი არსებობს, დაკავების კადრებიც კი არ გადაიღეს, განა უფრო დამაჯერებელი არ იქნებოდა ფირზე გადაეღოთ ნარკოტიკების ამოღების ფაქტი და ჩემს ჩხრეკას დასწრებოდნენ სამოქალაქო პირებიც? მაგრამ ეს ასე არ მოხდა იმიტომ რომ მათ ზუსტად იცოდნენ,ნარკოტიკი არ მქონდა ჩადებას კი სამოქალაქო პირებს ვერ დაასწრებდნენ. ერთადერთი ფოტო რომელიც ნაცემს და მიწაზე დაგდებულს გადამიღეს, ერთ ერთმა ჩამდებმა პოლიციელმა არჩილ ოქრუაშვილმა გადამიღო და როგორც ვიცი შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს თეა პერტაიას გაუგზავნა,ეს ის არჩილ ოქრუაშვილია რომელიც 2003 წელს ვენაში ცხოვრობდა და ტანსაცმლის ქურდობით ირჩენდა თავს,იქიდან ქურდობის გამო დადეპორტებული კი ძალოვან უწყებასი აღმოჩნდა.პირი რომელიც პიროვნულ შეურაცხყოფას მაყენებდა და სასამართლოზე უტიფრად აცხადებდა რომ თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან საერთოდ არ ყოფილა, სტაჟიანი ჩამდები მიხეილ ჩივიაშვილია რომელიც ჯერ კიდევ თარგამაძის დროს დასპეციალისდა ნარკოტიკების ჩადებაზე, რაც შეეხება რამაზ თარაშვილს,მეტსახელად შტანგას ის ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა დანიშნა გარკვეული ქრთამის სანაცვლოდ და იმ მისიით რომ თამაზაშვილის ნარკოტრასა შეუფერხებლად იმუშავებდა. ჩემთვის ნარკოტიკების ჩადებით სწორედ ე,წ, კახელების კარტელმა იძია შური იმ მასალებისათვის,რომელიც ქრონიკა +-ში წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა და რომელსაც მოყვა ამ კლანის სრული განეიტრალება.სამწუხაროდ, შს მინისტრი ჩემი დაჭერის მერე გამართულ აქციებს სპექტაკლებს უწოდებდა,მაგრამ თავად აღმოჩნდა სპექტაკლის მონაწილე, როცა რუს პრანკერებთან საუბარში სრულიად უადგილო და გაუგებარ განცხადებებს აკეთებს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.
თქვენო ღირსებავ, ჩემი საქმის იურიდიულ დეტალებზე ჩემმა ადვოკატებმა დეტალურად უკვე ისაუბრეს, სასამართლო პრაქტიკა როგორც ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ცხადყოფს რომ მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება არ შეიძლება იყოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.ყველა დაუსაბუთებელი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ,
მე არ ვარ დამნაშავე,არ ვყოფილვარ ნარკოტიკების მომხმარებელი, სისტემატური თვალთვალისა და დევნის პირობებში წარმოუდგენელი იყო ნარკოტიკები არა მარტო შემეძინა,არამედ ქალაქის ცენტრში მევლო ორი პაკეტი ბუპრენორფინით .
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იყო კახელების კარტელის შურისძიება და იმედი მაქვს რომ თქვენი შინაგანი რწმენით მე ვიქნები გამართლებული ამ შეთითხნილ ბრალდებაში.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას, ჟურნალისტს, მედიასა შუალებას, ტელევიზიას, საზოგადოების დიდი ნაწილს რომელსაც ჩემი სჯერა და აქტიურად მეხმარებოდა ჩემი სიმართლის გასაჯაროვებაში