ლატვიელი მოხალისეები დონეცკში ამბოხებულების მხარდამხარ იომებენ

9

ლატვიიდან დონბასში ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულთა მხარდამხარ საომრად მოხალისეები ჩავიდნენ. განუცხადა სააგენტო РИА «Новости-ს ლატვიის პოლიტიკური პარტიის (,,За родной язык”) ლიდერმა ვლადიმერ ლინდერმანმა. ,,ლატვიიდან მოხალისეები წავიდნენ, ისინი ბევრნი არ არიან, მაგრამ კარგად ესმით უკრაინაში ფაშიზმის აღორძინებას ცდილობს და ეს თუ მოხდა ჩვენი ჯერიც მალე მოვა. მეტის თქმის უფლება არ მაქვს. ჩვენ სიმართლის მხარეზე ვართ” – აცხადებს ლატვიელი პოლიტიკოსი. რამოდენიმე დღის წინ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს პინკევიჩმა რუსი მოქალაქეებისაგან შემდგარი შავი სია გაასაჯაროვა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. ,,შავი სიის” მოწინავეთა რიგებს რუსული შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, მომღერლები ოლეგ გაზმანოვი, იოსიფ კობზონი და ვალერია ხსნიან.