არსენ იაცენიუკს ოკეანის გაღმელმა „მამებმა“ თანამდებობაზე დარჩენა აიძულეს

8

არსენ იაცენიუკმა თანადებობაზე დარჩენა გადაწყვიტა და ქვეყნის უმაღლეს რადას 31 ივლისს ადრე წარდგენილი კანონპორექტების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. იმფორმაციას РБК-Украина ავრცელებს. ,,მე მინდა შევახსენო დეპუტატებს, კოალიციის დაშლა სახიფათო თამაშია და ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენი გუნდის მიერ წარდგენილი კანონპროექტების უმრავლესობა დასამტკიცებლად მზადაა და დროულად უნდა მოხდეს მათი ძალაში შესვლა. ქვეყანაში მენტალური რევოლუცია მოხდა და მინდა ყველას შევახსენო ჩვენ ახალი უკრაინის მშენებლობას ვიწყებთ, წინ დიდი გამოწვევებია და ამ გამოწვევევბს ერთად დგომა სჭირდება. სამხედრო სფერო ფინანსების მოლოდინშია, საგადასახადო რეფორმა მზადაა და სარეალიზაციოდ დროულად უნდა ჩავუშვათ. მსოფლიოს სავალუტო ფონდი ჩვენგან სიახლეებს ელოდება. ოკეანის გაღმელ კოლეგებთან კონსულტაციების დროს მე დარჩენა გადავწვიტე და მივხვდი, რომ ამ ეტაპზე ჩემი წასვლა გაუმართლებელია. ჩვენ ყველამ ერთად ახალი უკრაინა უნდა შევქნათ” – აცხადებს იაცენიუკი.