უკრაინელი სამხედროები საკუთარი რიგებიდან „მოღალატეებს“ ხვრეტენ

5

უკრაინის 93-ე სამხედრო ბრიგადის მებრძოლებმა, ნაციონალური ბატალიონის ,,Донбасс”-ის წევრი დახვრიტეს. ინფორმაცია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დახვრეტილი მეომრის თანამებრძოლმა ალექსეი გერმანმა დადო. საკუთარი რიგების წევრის დახვრეტა ,,Донбасс”-ის ბატალიონის მეთაურმაც სემიონ სემენჩენკომაც აღიარა. ალექსეი გერმანის ვერსიით ,,დახვრეტილმა” სტუდენტმა, რომლის გვარი და სახელი არ ხმაურდება, მშვიდობიანი მოქალაქეების მხარე დაიჭირა და მთვრალ ,,თანამებრძოლებს” ერთ ერთი მოქალაქის წამების საშუალება არ მისცა, რის გამოც ის დახვრიტეს. ,,ამ ინფორმაციას არ ახმაურებენ და დახვრეტილი ვაჟკაცი ბიჭის მშობლებს სიმართლეს უმალავენ, რადგან დღითი დღე მატულობს სამხედრო მოსამსახურეების უკმაყოფილება. მათ მკვლელებად აგზავნიან და ჩვენ ბიჭებს უკანონო ბრძანებების შესრულება არ სურთ. მე მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როროგ გეგმავენ კიევიდან და ლვოვიდან ჩამოსული მკვლელები დღიურ ,,გეგმას”, საღამოს საუბრების დროს სიამაყედ ითვლება სულ მცირე სამი პრორუსულად განწყობილი ადამიანის მკვლელობა” – აცხადებს გერმანი. რაც შეეხება სემიონ სემჩენკოს (დონბასის ბატალიონის მეთაური) მისი განცხადებით, ბატალიონში რამოდენიმე პირმა დებოში მოაწყო, ზოგიერთი ,,მეამბოხე” გაქცეულია ზოგი კი დაკავებული. ,,პირდაპირ, რომ ვთქვათ აქ ომია და ომს კი დაუნდობელი კანონები აქვს. ჩვენს რიგებში არმოჩნდნენ მოღალატეები, რამოდენიმე პირმა გაქცევა შეძლო, დანარჩენები დავაკავეთ” – ირონიულად ჰყვება სემჩენკო. აღსანიშნავია, რომ ბატალიონის სამეთაურო შტაბმა ინციდენტის გამოძიებაზე უარი განაცხადა.