უკრაინა ჟირინოვსკიზე და ზუგანოვზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს

2

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წევრებზე, ვლადიმერ ჟირინოვკიზე (ЛДПР) და გენადი ზუგანოვზე (КПРФ) საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება უკრაინული ტელეარხის ICTV -ის პირდაპირ ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გააკეთა. ,,ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ ევროპელებთან შეთანხმებას, ეს ხალხი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რომ არ შეუშვან, თუნდაც დასვენების სურვილით.  გარდა ამისა ჩვენი უწყება, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს” – აცხადებს მინისტრის ,,სოვეტნიკი”. უკრაინული მხარის მტკიცებით, ზუგანოვი, ჟირინოვსკი, სერგეი მირონოვი, სერგეი შოიგუ და კიდევ სხვა ცნობილი რუსი პოილიტიკოსები დონბასში ამბოხებული „ბანდ ფორმირებების“ დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი. თუ რამდენად რეალურია, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, მაგას დრო გვიჩვენებს.