არსენ ავაკოვი: „20 000 უკრაინელი მილიციელი დეზერტირია“

1

უკრაინის შინაგან  საქმეთა  მინისტრმა არსენ ავაკოვმა, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ახალი განცხადება გაავრცელა. როგორც მინისტრი აცხადებს ,,ქვეყანას დროულად სჭირდება მილიციის რიგებიდან გაქცეული 20 000 დეზერტირი თანამშრომლის ჩანაცვლებაზე იფიქროს. ჩვენი შეფასებებით, მილიციელებმა საკუთარ ხალხს და ღირსებას უღალატეს, მილიციის ფორმა ხომ რჩეულთა ხვედრია ვისაც სამშობლო უყვართ?? დონბასის ამბები დაიწყო და მათ ნიღაბი ჩამოიხსნეს , ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მაგიერ ისინი, სახლში წავიდნენ. გაგვიჭირდება საკადრო პოლიტიკის გატარება, რადგან მილიციის რიგებში ქაოსია, ანტიტერორისტული ოპერაცია გადამწყვეტ ფაზაში შედის და ჩვენ ხელშიშველი შევრჩით პრორუსულ ძალებს. ქუჩაში წესრიგის დამცველი აღარავინაა, ვფიქრობ ბევრს და ჯერჯერობით გამოსავალი გზის პოვნა მიჭირს. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ქვეყანას და საკუთარ ხალხს ზურგი აქცია” – აცხადებს ავაკოვი.