იალტაში ოთხი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

12

როგორც ინტერნეტ გვერდი  «Прайм Крайм» იუწყება, 27 ივლისს, ყირიმის ნახევარკუნძულზე, საკურორტო ქალაქ იალტაში მდებარე ფეშენებელურ სასტუმროში ,,Ялта-Интурист”-ში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოთხი ეგრეთწოდებული  ,,კანონიერი ქურდი” 53 წლის კამო საფარიანი (კამო გორკოვსკი), 48 წლის იური პიჩუგინი (პიჩუგა), 41 წლის ნოდარ ასოიანი (ნოდარ რუსტავსკი) და 37 წლის ოლეგ პიროგოვი (ცირკაჩი) დააკავეს. რუსი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ,,აყრაში” უკრაინის რადას დეპუტატი, პარტია რეგიონებიდან ვიტალი ბორტიც მოხვდა  (როგორც გაირკვა, პიჩუგა ბორტის შვილის ნათლიაა). რაც შეეხება ყირიმში გადაბარგებულ ,,ზაკონნიკებს” რუსი პოლიციელებისგან განსხვავებით, ისინი თავს, როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობენ. კამო საფარიანი ყირიმში 90-იანი წლების ბოლოს ,,ნიჟნი ნოვგოროდიდან” გადაბარგდა, ნოდარ ასოიანმა დონეცკი, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა, რაც შეეხება იური პიჩუგინს, მან ნახევარკუნძულს ლუკიანოვსკის დროებითი დაკავების იზოლატორში ერთ წლიანი ,,ჯდომის” ვადის გასვლის შემდეგ 2011 წელს მიაშურა და საკუთარი გავლენის სფეროში მთელი უკრაინა მოაქცია. აღსაღნიშნავია, რომ პოლიციელებმა დაკავებული ,,კრიმინალური გენერლები” ოფოციალურად არ გააფორმა და მათთან მხოლოდ მეგობრული გასაუბრებით, რეგიონში კრიმინოგენული სიტუაციის განხილვით შემოიფარგლნენ. რამოდენიმე საათიანი საუბარი დაკავებული პირების სახლებში დაბრუნებით დასრულდა.