წერილი რედაქციას – ,,ბატონო ბიძინა, ეს არ უნდა მოითმინოთ!“

პრობლემები, რომელზედაც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი ფაქტებითა და მტკიცებულებებით ვსაუბრობთ, სახელმწიფო მნიშვნელობის დანაშაულია, რაც საგანგაშო და საფრთხის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყოველივე ნათლად ავსახეთ იმ განცხადებებში, რაც თანდართული მტკიცებულებებით უკვე  მივაწოდეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე წლის 2017 წლის 18 იანვარს, _ განცხადების ნომერი 146901; 2017 წლის 31 იანვარი, განცხადების ნომერი 244054; 2017 წლის 07 თებერვალი განცხადების ნომერი 307618; და 2017 წლის 14 თებერვალი, განცხადების ნომერი 4758; ყველა წერილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადაუგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას, სადაც ორჯერ არის სისხლის სამართლის მუხლით საქმე აღძრული. აღნიშნულ საქმეს არანაირი ძვრა არ მოჰყოლია, ხოლო როცა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე (#010108493) პროკურატურის გამომძიებელ თეა აფთარაშვილს დავუკავშირდით, გამომძიებელმა აფთარაშვილმა გვითხრა: „რექტორი ბოლო დანაშაულს თუ ჩაიდენს, პატრული გამოიძახეთ“. ეს არის პროკურატურის პოზიცია… წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე, რომელსაც, სისხლის სამართლის სპეციალური ნომერი აქვს მინიჭებული, უკვე დიდი ხნის გამოძიებულიც უნდა იყოს და დამნაშავე პირებიც უკვე პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული. ბოლო წერილი კი სუს-ში 2017 წლის 4 მაისს შევიტანეთ.

წინამდებარე 18-პუნქტიან განცხადებაში ღიად ვსაუბრობთ 50 000 000-იან (ორმოცდაათ მილიონიან) კორუფციაზე, ღიად ვასაჯაროებთ დანაშაულის სქემას, კერძოდ, დიპლომების გაყალბებას, რაც სახელმწიფო კონტროლის საგანია.

შეგახსენებთ დანაშაულის სქემას: თეატრისა და კინოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლიდან დღემდე ფარულად გაიცემა ყალბი, გამოუსადეგარი დიპლომები. დიპლომების ნომრები არ არის გატარებული რეესტრში. კერძოდ, იყიდება დიპლომების პირადი საიდენტიფიკაციო – ინდივიდუალობის დამადასტურებელი ნომრები. დანაშაულის შეფარვის მიზნით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ნაწილზე შერჩევით გაიცემა ნამდვილი დიპლომები, ხოლო კურსდამთავრებულების ნაწილზე გაიცემა გაყალბებული _ გამოუსადეგარი დიპლომები. კურსდამთავრებულთა იმ ნაწილს, რომელთაც ყალბი – გამოუსადეგარი დიპლომები აქვს, მათი კუთვნილი დიპლომების პირადი საიდენტიფიკაციო-ინდივიდუალობის დამადასტურებელი ნომრები გაყიდულია იმ პირებზე, რომელთაც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთოდ არ უსწავლიათ. ერთი ასეთი დიპლომი ღირს 10 000 (ათი ათსი) დოლარი. გაყალბებული და გაყიდული დიპლომების რაოდენობა წლების მანძილზე აჭარბებს 5000-ს (ხუთი ათასი), რასაც ადასტურებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის იურისტი, ირაკლი ნარმანია, რომელიც 2017 წლის აპრილიდან სამსახურიდან წავიდა… იურისტი ნარმანია უნივერსიტეტის რექტორ გოგი მარგველაშვილსა და აკადემიურ საბჭოს ბანდას უწოდებს…

წინამდებარე განცხადებებში მთლიანად გაშიფრული გვაქვს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სისტემური დანაშაულები, რომელიც უნივერსიტეტში ყველა მიმართულებას მოიცავს, ესენია: სახელმწიფო თანხების მითვისება – გაფლანგვა, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, დოკუმენტაციების გაყალბება და ა. შ., რაც პუნქტობრივად არის ასახული.

პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა, ასევე, განცხადებით მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოვითხოვეთ პროკურატურის ექსპერტიზის დანიშვნა (იხილეთ დანართი 26. 12. 2016 წ. განცხადების #01/21487). მიუხედავად ყველა ღონისძიებისა, პროკურატურაში გამოძიება შეგნებულად გაჩერებულია…

მიუხედავად საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წერილისა (წერილის #7504/3.94; 25.08.2016წ.), რომელიც საქართველოს პარლამენტიდან გაეგზავნა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, დღემდე არანაირი რეაგირება არ მომხდარა და მთავარი პროკურორი დუმს… მით უმეტეს, რომ აღნიშნული წერილი მთავარ პროკურორს მოუწოდებს: „წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც საჭიროებს კვალიფიციურ გამოძიებას, მათ შორის, ყალბ დიპლომებთან დაკავშირებით, რომ ვითარება საგანგაშოა და მოითხოვს მაღალკვალიფიციურ გამოძიებას და ოპერატიულ მოქმედებას“. მიუხედავად ყველაფრისა, პროკურატურა საქმეს შეგნებულად არ იძიებს და დანაშაულს არ აღკვეთს.

აღნიშნული წერილი საქართველოს პარლამენტმა გაუგზავნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, საიდანაც კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა 2016 წლის 03 ნოემბერს წერილობით გვაცნობა (იხილეთ დანართი, წერილის ნომერი #03/09-4675), რომ: „თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე სამინისტროს მხრიდან რეკომენდაციები მომზადდა“. მოკლედ, კულტურის მინისტრის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს საკუთარ თავზე იღებს მინისტრის მოადგილე მ. ბერიკაშვილი, რომელიც დამნაშავე რექტორის, გოგი  მარგველაშვილის ღია და საჯაროდ აღიარებული ლობისტია. ეს არის მთელი განათლებისა და კულტურის სფეროს მიმართ დაცინვა.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის დირექტორ თამარ თევზაძეს, მას ძალიან სკანდალურ დოკუმენტაციებზე აქვს ხელი მოწერილი. კერძოდ, 15.10.2015წ. წერილის #12/12-5692 (იხილეთ დანართი თამარ თევზაძის ხელმოწერით). თამარ თევზაძემ კურსდამთავრებულების ყალბი – გამოუსადეგარი დიპლომები ფარულად გამოცვალა, ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის მიეწოდებინა. ვალდებულიც იყო! მით უმეტეს, რომ ყალბი – გამოუსადეგარი დიპლომების საქმე აშშ-ის საელჩოში გამჟღავნდა, როდესაც კურსდამთავრებულებმა სწავლის გაგრძელება აშშ-ში გადაწყვიტეს და  დიპლომების სიყალბის გამო საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად არ გაუშვეს.

კულტურის მინისტრს, სამინისტროს დებულების საფუძველზე, მინისტრის უფლებამოვალეობანი მუხლი 6. პუნქტი 3, დ) ქვეპუნქტის თანახმად, უფლება აქვს, გაათავისუფლოს დამნაშავე  რექტორი გოგი მარგველაშვილი, მაგრამ არ აკეთებს. საინიციატივო ჯგუფის წევრები შევხვდით კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის უახლოესი გარემოცვის წევრს, რომელმაც გვითხრა: „აუცილებლად შეხვდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თორემ არაფერი გამოვა“. ჩვენთვის (და არა მარტო ჩვენთვის), საინიციატივო ჯგუფისთვის, ყოველივე კარგად ცნობილია, _ როგორც დამნაშავე რექტორ გ. მარგველაშვილის, ასევე მისი გარემოცვისა და ლობისტების, როგორც ჩანაფიქრები, ასევე მიზნები და ყოველი გეგმაც. კერძოდ, ერთადერთი საზრუნავი, რაც რექტორსა და მის დამნაშავე დაჯგუფებას აწუხებს, ის არის, როგორმე „თავი გაიტანონ“ ათი თვის განმავლობაში, ვინაიდან 2018 წლის თებერვალში რექტორის არჩევნებია და მთელი ეს დაჯგუფება იმაზე მუშაობს, რაც შეიძლება კარგად დაბლოკონ ეს საქმე პროკურატურაში, როგორმე დრო უმოქმედობაში გაწელონ და თავიანთი კლანიდან ათი თვის შემდეგ კვლავ თავიანთი კანდიდატურა დანიშნონ, ხოლო შემდეგ კი კვლავ გააგრძელონ მაღალი დონის, ელიტური კორუფციულ-კრიმინალური ბიზნესსაქმიანობა (როგორც დიპლომების გაყიდვა, ასევე სხვა, მათი კორუფციულ-დანაშაულებრივი მოქმედებები, ყველა მიმართულებით).

იგივე გეგმას ემსახურება და ახორციელებს კულტურის სამინისტროც.

2017 წლის იანვარში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კანცლერად დანიშნეს რუსუდან თევზაძე, ხოლო 2016 წლის ნოემბერში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა-დოქტორანტურის განყოფილების უფროსი, თამილა ქამუშაძე (დამნაშავე რექტორის კლანის წევრი), უნივერსიტეტის დერეფანში გახარებული დარბოდა და ამბობდა: კანცლერის თანამდებობაზე რუსუდან თევზაძეს დანიშნავენო.

ხოლო რაც შეეხება უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას, კონკურსის წესით, იგი არჩევითია და ძალიან საინტერესოა, საიდან და როგორ იცოდა თამილა ქამუშაძემ, ჯერ კიდევ, 2016 წლის ნოემბერში რუსუდან თევზაძის კანდიდატურის დანიშვნის შესახებ? ხოლო ყოფილი კანცლერი ზაზა აბულაძე, რომელიც რექტორ გ. მარგველაშვილთან ერთად უკვე იზოლატორში უნდა იჯდეს, „მშვიდობიანად დააბინავეს“… 2017 წლის თებერვალში ზაზა აბულაძე პირადი განცხადებით სამსახურიდან წავიდა… ანუ, ფაქტობრივად, ზაზა აბულაძე თეატრალურიდან გაიქცა. ასევე, უკვე, სისიხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული თამარ (ტატა) ვეფხვაძეც, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის უფროსი, რომელიც პირდაპირ, უშუალოდ პასუხისმგებელია დიპლომების გაცემის  ხარისხზე, რექტორ გ. მარგველაშვილთან ერთდ.

2013 წელს კულტურის სამინისტროში, სწორედ, თამარ (ტატა) ვეფხვაძის შვილი, ლევან ხარატიშვილი წაიყვანა მანანა ბერიკაშვილმა მინისტრის პარატის უფროსის თანამდებობაზე, 2014 წელს კი ლევან ხარატიშვილი კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

იმის გამო, რომ არც პროკურატურა და არც კულტურის სამინისტრო არ ასრულებს თავის მოვალეობას და საქმეს, გათავხედებულმა, დამნაშავე რექტორმა გ. მარგველაშვილმა და ახლად დანიშნულმა კანცლერმა რუსუდან თევზაძემ ახალი, მორიგი აფერა წამოიწყეს. კერძოდ, 2017 წლის თებერვალში თვითნებურად, ხელფასებიდან 100-100 (ას-ასი) ლარი ჩამოაჭრეს თანამშრომლებს, ვითომდა იმ მიზნით, რომ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უნდა შევქმნათ და თანამშრომლები დააშინეს: ასე თუ არ მოვიქცევით, უნივერსიტეტი აკრედიტაციას ვერ გაივლისო. ხელფასებიდან 100-100 (ას-ასი) ლარის ჩამოჭრა თანამშრომლებმა ვერ გააპროტესტეს, შეეშინდათ, სამსახურიდან არ გაგვიშვანო. რა თქმა უნდა, ეს თანხები მათ მიითვისეს, როგორც სჩვევიათ, ხოლო მარტში ისევ სრული ანაზღაურებით მისცეს ხელფასები, აპრილში კი ისევ 150-150 (ას ორმოცდაათ-ას ორმოცდაათი) ლარი ჩამოაჭრეს თანამშრომლებს ხელფასებიდან.

არადა, სამეცნიერო-კვლევითი სექტორი რექტორმა გ. მარგველაშვილმა თვითონვე გააუქმა 2007 წელს და ღვაწლმოსილი მეცნიერები სამსახურიდან ქუჩაში გამოყარა. საინტერესოა, უმაღლესი სასწავლებელი, 2007 წლიდან დღემდე, როგორ ახერხებდა აკრედიტაციის გავლას?! კვლევითი ინსტიტუტის „შექმნის“ აფერას პირად საუბარში ამოწმებს ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი: „რომელი კვლევითი ინსტიტუტის შექმნაზეა საუბარი?! ეს ფინანსები კანცლერმა რუსუდან თევზაძემ და რექტორმა წაიღეს!“ მოკლედ, სრული ანარქია და განუკითხაობა სუფევს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც სახელმწიფო იმიჯისთვის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია და ისიც სამართლიანია, როდესაც უნივერსიტეტის პედაგოგ-თანამშრომლები შველას სთხოვენ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს, მარინე მიქაუტაძეს: მოდი, გვიშველე და მოგვაშორე ეს ბოროტმოქმედი რექტორი და მისი ბანდაო.

დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული რექტორი გ. მარგველაშვილი და მისი დამნაშავე კლანი, დღემდე, ახალ-ახალ დანაშაულებს სჩადის და ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან გოგი მარგველაშვილმა გააპარტახა უნივერსიტეტი, რისი ნათელი მაგალითიცაა მორიგი ახალდ ჩადენილი დანაშაული: თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი მდებარეობს დ. აღმაშენებლის #40-ში და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, სადაც მიმდებარედ მდებარეობს საცხობი. 2016 წლის ზაფხულში საცხობმა გაფართოება დაიწყო უნივერსიტეტის კუთვნილი ტერიტოტრიის ეზოს ხარჯზე. საცხობის მიერ მიტაცებული ფართობი ეზოს იმ ნაწილშია, სადაც საევაკუაციო გასასვლელი ჭიშკარია. ამდენად, დაიკარგა ერთადერთი საევაკუაციო გასასვლელი, რის გამოც საფრთხე შეექმნა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და იქ მომუშავე პერსონალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლებები 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით, შრომისა და სიცოცხლის უფლებები. თუ არა რექტორ გოგი მარგველაშვილის კორუფციული გარიგებები, საცხობის მეპატრონე ზურა ტატიშვილი უნივერსიტეტის ეზოს მითვისებას თვითნებურად ვერ გაბედავდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ადმინისტრაცია ჩუმად არის…. არანაირ ზომებს არ ღებულობს, სამსახურებრივი გულგრილობა მათი მხრიდან ისევ გრძელდება. უნივერსიტეტის თანამშრომელი პაატა იაკაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრს და პასუხი მოსთხოვა, თუ რატომ არ აძლევს აკადემიური საბჭო მინდობილობას აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად? უკვე მეოთხე თვეა, არც რექტორი გ. მარგველაშვილი და არც აკადემიური საბჭო პაატა იაკაშვილს მინდობილობას არ აძლევენ. სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა პ. ი. აკადემიური საბჭოს ერ-ერთ წევრს რაზედაც, მან უთხრა: ხომ არ გაგიჟდი, რომელ მინდობილობას ითხოვ, არ იცი, რომ ყველაფერი რექტორზეა დამოკიდებული და მაგ ცნობას აკადემიური საბჭო არ მოგცემსო?! აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მერიის არქიტექტურის სამსახურიდან შემდგომში გავარკვიეთ, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. ამას ადასტურებს თბილისის არქიტექტურის სამსახურის წერილი 23. 03.2017წ., სადაც წერია, რომ დ. აღმაშენებლის #42-ის მიმდებარე #01.16.05.022.012 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის (იხილეთ დანართი, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წერილი). ამ ყველაფერს რექტორი გოგი მარგველაშვილი და მისი კორუმპირებული დაჯგუფება დაუსჯელობის სინდრომის გამო სჩადიან, რაშიც წვლილი შეაქვს როგორც პროკურატურას, ასევე კულტურის სამინისტროსა და მინისტრ მიხეილ გიორგაძეს თავიანთი უმოქმედობით, რის გამოც დღითი დღე იზრდება დანაშაული თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სათანადოდ კი არც ერთი სტრუქტურა არ რეაგირებს.

სწორედ ამიტომ საინიციატივო ჯგუფმა მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვინაიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს ოპერატიული მოქმედების სამსახურს სახელმწიფო მასშტაბით.

ბატონო ბიძინა, მოგახსენებთ, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი სტრატეგიული, განათლებისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანესი კულტურის კერა, სამჭედლო, რომელიც რექტორმა და მისმა კრიმინალურმა კასტამ, უკვე, მთლიანად გააპარტახა. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ გოგი მარგველაშვილი და მისი ლობისტები სწორედ თქვენ, ექსპრემიერ ბატონ ბიძინა ივანიშვილს გაწმენდენ თავიანთ ბინძურ ხელებს, რაც ყოვლად მოუთმენელია!

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოვინდომეთ შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. შეხვედრის ორგანიზება ვთხოვეთ „ქართუ ჯგუფის“ პიარსამსახურის უფროს გიორგი უძილაურს, რომელსაც რამდენჯერმე შევხვდით გია ჭუბაბრია, მარინე მიქაუტაძე, მერაბ გეგია, მაგრამ გიორგი უძილაურმა ბატონ ბიძინას არც ინფორმაცია მიაწოდა და არც შეხვედრის ორგანიზება გააკეთა. აღნიშნული პრობლემების შესახებ კარგად არის ინფორმირებული პარლამენტარი ირაკლი ტრიპოლსკი და მასაც თავისუფლად შეუძლია შეგვახვედროს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ თავს არ იწუხებენ… ჩვენთვის კი კარგად ცნობილია, რომ გოგი მარგველაშვილის ლობისტებმა (მანანა  ბერიკაშვილი, ლევან ხარატიშვილი, ალექსანდრე-ნუკრი ქანთარია), სწორედ მ. ბერიკაშვილის მხრიდან, საინიციატივო ჯგუფის წევრებზე ბატონ ბიძინას ძალიან ცუდი, არასწორი ინფორმაცია, შავი პიარი მიაწოდეს… რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. ამ ადამიანებმა ცრუ ინფორმაციით ბატონი ბიძინა შეცდომაში შეიყვანეს და გარკვეულ იზოლაციაში მოაქციეს, რაც ქვეყნისთვის და საქმისთვის საფრთხის მატარებელია. განათლებისა და კულტურის სფეროს ჯერ არ ახსოვს ასეთი უზნეო და სამარცხვინო რექტორი, როგორიც გოგი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაციული აპარატია. კაცმა უმაღლეს სასწავლებელი გაანადგურა. 2015 წლის სექტემბერში უნივერსიტეტის რემონტისთვის კულტურის სამინისტროდან (სახელმწიფო ბიუჯეტი) გამოიყო მნიშვნელოვანი ასიგნებები, 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი. სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა კერძო სამშენებლო კომპანია „ხუროს“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა მაშინ, როდესაც აღნიშნულ კომპანია „ხუროს“ პრობლემები ჰქონდა და სასამართლო წესით ყადაღა ედო. მიუხედავად ამისა, კომპანია „ხუროს“ მაინც გაამარჯვებინეს ტენდერში. უნივერსიტეტში 2015 წლის სექტემბერში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თუმცა კომპანია „ხურომ“ სამი თვის შემდეგ სარემონტო სამუშაოები მიატოვა და უნივერსიტეტიდან გაიქცა. ამის შემდეგ 2016 წლის მარტში უნივერსიტეტში შემოიყვანეს ახალი სამშენებლო კერძო კომპანია „ანაგა“, რომელმაც მიტოვებული სარემონტო სამუშაო გააგრძელა და, ასევე, სამი თვის შემდეგ კომპანია „ანაგაც“ უნივერსიტეტიდან გაიქცა და მანაც მიატოვა სამუშაო. ამჟამად, სხვა კომპანიაა შემოსული და კაცმა არ იცის, რა ხდება… და ამ დროს კი უნივერსიტეტი დროდადრო აცხადებს ტენდერებს თანხის მისაღებად. 2 მილიონი ლარის ჩატარებული სარემონტო სამუშაოები საერთოდ არ ჩანს. ძველ დანაშაულებებს, დღითი დღე ემატება ახალი დანაშაულებები.

უმისამართოდ არის გამქრალი და მითვისებული თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმიდან სამუზეომო ექსპონატები და რეკვიზიტები, რაც სახელმწიფო ქონებაა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კულტურული საგანძურია. მაგალითად, როგორიცაა გენიალური ქართველი მსახიობის, აკაკი ხორავას ნაბადი. აღნიშნული ნაბადი აკაკი ხორავას ეცვა სანდრო ახმეტელის ლეგენდარულ სპექტაკლში „ანზორი“. სწორედ ეს ნაბადი გაიტანა მუზეუმიდან რექტორმა გ. მარგველაშვილმა და უკან აღარ დააბრუნა. მიითვისა, მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის გამგე პაატა იაკაშვილმა არაერთხელ გააფრთხილა, წაღებული ნაბადი უკან დაებრუნებინა. მსგავსი მაგალითები ბევრია. სწორედ ამიტომ 2017 წლის აპრილში რექტორმა გ. მარგველაშვილმა პაატა იაკაშვილს მუზეუმის გამგის სტატუსი იმ მოტივით მოუხსნა, რომ აკაკი ხორავს ნაბადი და სხვა მითვისებული სამუზეუმო ექსპონატები, რომ მოიპარა ეს დანაშაული დაეფარა. ასევე პაატა იაკაშვილს გ. მარგველაშვილმა გარდა იმისა, რომ მუზეუმის გამგის სტატუსი მოუხსნა და მოპარა ექსპონატები, სხვა რიგი ზარალიც მიაყენა. კერძოდ: პ. იაკაშვილის კუთვნილი ხელფასიდან მიითვისა 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი. ასევე 2015 წ. და 2016 წ.-ებში რექტორმა გ. მარგველაშვილმა პ. იაკაშვილს მისცა ორი გაყალბებული – გამოუსადეგარი დოქტორის დიპლომები. 08.12.2015 წ. შთAFU #000020; სარეგისტრაციო ნომერი #1950; და 03.06.2016 წ. შთAFU #000002; სარეგისტრაციო ნომერი #1980; არც ერთი დიპლომი რეესტრში გატარებული არ არის. თუმცა საკუთარ შვილზე, გივი მარგველაშვილზე, რექტორმა კარგად იზრუნა, და, დოკუმენტაციების გაყალბების გზით, უნივერსიტეტიდან უკანონოდ გაიტანა ნამდვილი დიპლომი მაშინ, როდესაც რექტორის შვილი უნივერსიტეტიდან გარიცხული იყო და პატიმრობაში იმყოფებოდა, რაშიც აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი (რაც ცნობილია) დაეხმარა. ასევე რექტორმა გ. მარგველაშვილმა პ. იაკაშვილს 2017 წლის თებერვალში ზემოხსენებული აფერით კუთვნილი ხელფასიდან უკანონოდ ჩამოაჭრა 100 ლარი, ხოლო 2017 წლის აპრილში კი, ასევე, უკანონოდ, ჩამოაჭრა 150 ლარი (ასე უფათურებს რექტორი ხელებს ჯიბეში თავის თანამშრომლებს); ასევე რექტორი გ. მარგველაშვილი და აკადემიური საბჭო შეგნებულად არ აძლევენ მინდობილობას პაატა იაკაშვილს, რომელმაც ოფიციალურად მოსთხოვა განცხადებით, რასაც ადასტურებს აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრის სიტყვებიც: ხომ არ გაგიჟდი, რომელ მინდობილობას ითხოვ, არ იცი, რომ ყველაფერი რექტორზეა დამოკიდებული და მაგ ცნობას აკადემიური საბჭო არ მოგცემსო.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განცხადებები შევიტანეთ, მართალია, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კანცლერი ზაზა აბულაძე პირადი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, ასევე პირადი განცხადებით წავიდა სამსახურიდან უნივერსიტეტის იურისტი ირაკლი ნარმანია 2017 წლის მარტში, მთავარი ბუღალტერი ნინო შალუტაშვილი ბუღალტერიიდან ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ გადაიყვანეს აპრილში, მაგრამ ეს ყოველივე სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ვინაიდან ასეთი კოსმეტიკური „გადაადგილებებით“ საქმე არ კეთდება, რადგან მსგავსი უაზრო მოქმედებები საზოგადოებასა და ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებს, მატულობს აგრესია და პროტესტის გრძნობა, როგორც საინიციატივო ჯგუფში, ასევე საზოგადოებასა და ხალხში. მით უმეტეს, რომ ამას ემატება და ხელს უწყობს მთავარი პროკურორის სრული უმოქმედობა და არაფრის კეთება. ბოლო წერილი, რითაც საინიციატივო ჯგუფი პასუხს ვთხოვთ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, არის საქართველოს პარლამენტის სახელზე #7504/3–94; 25.08. 2016 წ. დღემდე, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დუმს და სათანადოდ არ რეაგირებს.

რაც შეეხება ჩვენი ბრძოლის მიზნებს, გვსურს, ნათლად და ღიად გაცნობოთ, რომ ჩვენ საინიციატივო ჯგუფის წევრები, სრულიად აპარტიული და აპოლიტიკური ადამიანები ვართ. ჩვენ ვებრძვით ჩვენსავე ერთადერთ, მშობლიურ უნივერსიტეტში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ დანაშაულებებსა და კორუფციულ-კრიმინალურ სისტემას, რომელიც შექმნა ბოროტმოქმედმა რექტორმა გოგი მარგველაშვილმა თავისსავე, რამდენიმე დამნაშავე ბოროტმოქმედ ჯგუფის წევრთებთან ერთად, რომელთა ბოროტმოქმედ ზრახვებსა და მოქმედებებს არ უნდა გადაჰყვეს არც ჩვენი მშობლიური უნივერსიტეტი, არც მომავალი თაობები და არც ჩვენი ქვეყანა.

ჩვენი შვილები, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, დიპლომებს ვერ იღებენ, რადგან დამნაშავე რექტორი გ. მარგველაშვილი ისევ თანამდებობაზეა და ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ რექტორი გ. მარგველაშვილი და მისი კლანი მათ დიპლომებს არ მისცემს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც,

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა-დოქტორანტურის განყოფილების უფროსი თამილა ქამუშაძე საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს, მარინე მიქაუტაძეს უთვლის: სანამ ჩვენი მანანა ბერიკაშვილი კულტურის სამინისტროშია, ჩვენს რექტორ გოგი მარგველაშვილს თითს ვერავინ დაადებსო.

შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავლის მიზნით, საჭიროა, რომ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აუცილებლად შეიცვალოს მმართველი გუნდი.

ამისათვის კი კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელი უნდა მოაწეროს კულტურის სამინისტროს დებულების საფუძველზე: მინისტრის უფლება-მოვალეობანი _ მუხლი 6; პუნქტი 3; და თანამდებობიდან გაათავისუფლოს ბოროტმოქმედი რექტორი გ. მარგველაშვილი და მის ნაცვლად დანიშნოს და დააკმაყოფილოს პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა სასურველი კანდიდატურის დანიშვნის შესახებ, რაც არაერთხელ იქნა მიმართული წერილობით, სხვადასხვა დროს, როგორც კულტურის მინისტრის სახელზე, ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე. ვინაიდან არც კულტურის სამინისტრო და არც პროკურატურა თავიანთ საქმეს არ ასრულებენ, ხოლო, ზემოთ აღნიშნული სისიხლის სამართლის საქმე და დანაშაულებები კი წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის დანაშაულსა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეს. სწორედ ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც სახელმწიფო ოპერატიული სამსახური, ვალდებულია, აღკვეთოს რიგი დამნაშავეები და დანაშაულებები თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფი, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, სამართლიანად დავიწყებთ საპროტესტო აქციებს, რის მზაობასა და მხარდაჭერას გვიცხადებს არაერთი ოპოზიციური პარტია ამ გაუგონარი ბოროტმოქმედებებისა და დამნაშავეთა აღსაკვეთად. სწორედ ამ ბოროტმოქმედი ადამიანების უსამართლობამ შეიწირა ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, ლალი ძებისაშვილის სიცოცხლე, რომელიც გ. მარგველაშვილმა და მისმა დაჯგუფებამ მორალურად გაანადგურა, გული დაუავადა და ამ რამდენიმე კვირის წინ იმსხვერპლა.

ენით აუწერელია ის მორალური, მატერიალური და ფინანსური ზარალი, რაც დამნაშავე რექტრომა გ. მარგველაშვილმა და მისმა კლანმა საინიციატივო ჯგუფის თითოეულ წევრს მოგვაყენა. ამის ანაზღაურება თითოეულს აუცილებლად მოუწევს და ეს ბოროტმოქმედი ადამიანები აუცილებლად უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ბატონო ბიძინა, პროფესორ-მასწავლებელთა და მთელი საზოგადოების სახელით მოგმართავთ: ელიტურ-კორუფციული კრიმინალი, რომელსაც ეს ბოროტმოქმედი ადამიანები სჩადიან, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დანაშაულია, ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და უსაფრთხოებას ძირს უთხრის, რაც ყოვლად აუტანელი და გაუგონრად სამარცხვინოა, ეს მთელი საზოგადოებისათვის ცნობილია!  ნებისმიერი ხელისუფლება კანონითაა ვალდებული, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, მოქალაქეები და მათი ინტერესები.

 

პატივისცემით:

გია ჭუბაბრია – კინორეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მსოფლიო მნიშვნელობის სხვადასხვა საპატიო პრიზის ლაურეატი;

მარინე მიქაუტაძე – ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი;

მერაბ გეგია – ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კოტე მარჯანიშვილისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი;

ნინო მაჭავარიანი – ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალის ,,თეატრი და ცხოვრება“ პასუხისმგებელი მდივანი.