კიევის განცხადებით მათ რუსეთი ბოინგის ჩამოგდებაში არ დაუდანაშაულებიათ

1

უკრაინელი ძალოვნები აცხადებენ, რომ მათ რუსეთის ფედერაცია მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი Boeing 777-ის ჩამოგდებაში არ დაუდანაშაულებიათ და მხოლოდ ერთ ერთი ვერსიის დონეზე განიხილეს რუსეთის ფედერაციის ბრალეულობა მომხდარ ტრაგედიაში. ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს სპიკერმა ანდრეი ლისენკომ ,,ჩვენ რუსეთი არ დაგვიდანაშაულებია, მითუმეტეს ხელთ არ გაგვაჩნია არანაირი მტკიცებულება, უკრაინულმა მხარემ უბრალოდ ერთ ერთი ვერსია გააჟღერა, თითქოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან პროფესიონალმა მეზენიტებმა გაუშვეს სტრატეგიული დანიშნულების რაკეტა“ – ურცხვად განაცხადა ლისენკომ. მიმდინარე წლის 17 ივლისს, დონბასში კატარსტროფა განიცადა მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა ავიალაინერმა Boeing 777-მა, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 85 ბავშვი და 15 ეკიპაჟის წევრი. კიევის ხელისუფლებამ მომხდარში ამბოხებულები დაადანაშაულა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სარადარო მონაცემების შემდეგ, როგორც გაირკვა ავიალაინერი უკრაინელი სამხედროების მიერ იქნა ჩამოგდებული.