საფრთხე, რომელსაც გოგაშვილი ვერ აიცილებს

დღეს ყველაზე უცნაურ თემაზე ვისაუბრებთ, სოსო!

მკვლელობა, როცა მკვლელი სახელმწიფოა!

მკვლელობა, როცა შესაძლოა, სახელმწიფომ ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტოს!

და მაინც, ვის და რისთვის უნდა აწყობდეს მოსალოდნელი საფრთხეები?!

პოლიტიკური მკვლელობაა ადამიანთა უკანონო და წინასწარგანზრახული მკვლელობა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოღვაწეობის, რელიგიის, ან ფილოსოფიური შეხედულებების, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, კანის ფერის, ან ენის გამო, რომელიც ხელისუფლების ბრძანებით, მისი თანხმობით, ან არასამთავრობო ძალების მიერ ხორციელდება. პოლიტიკური მკვლელობის ცნება მოიცავს ხელისუფლების მიერ წაქეზებულ მკვლელობას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურისა და პოლიტიკური მოტივაციის გარეშე. პოლიტიკურ მკვლელობად განიხილება სასიკვდილო განაჩენის აღსრულებით დამთავრებული საქმის დაჩქარებული განხილვაც, როდესაც ბრალდებულს არ აქვს თავის დაცვისა და ადვოკატის აყვანის საშუალება, ამავე ცნებას შეიძლება მიეკუთვნოს ტერორისტის მიერ ჩადენილი მკვლელობა; საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირის, ან პირების წინასწარგანზრახული მკვლელობა, რომელიც განხორციელებულია პოლიტიკური მიზნებით. ისტორიულად, მკვლელობას საბჭოთა რევოლუციონერები ტაქტიკური მიზნით იყენებდნენ, რადგანაც მიაჩნდათ, რომ მმართველი ელიტის შეცვლის სხვა გზა არ არსებობდა. ტერორისტები  ოპონენტების თავიდან მოცილებისა და მკვლელობის გამომწვევი მიზეზებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით მიმართავენ მკვლლელობას. ტერორისტული ჯგუფების შიგნით ეს მეთოდი რენეგატებისა და მოღალატეების მიმართ გამოიყენება. ამ მეთოდს ასევე უკანონოდ მიმართავს ზოგიერთი სახელმწიფო ორგანო, როგორც კონტრტერორისტულ ტაქტიკას ხელისუფლების ოპონენტთა გასანადგურებლად.

 

ჩემი წყარო:

_ არ გამორიცხო და მზადაც უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შესაძლოა, პოლიტიკური მკვლელობის მოწმეები გავხდეთ!

_ როგორ?

_ დავიწყოთ ეკლესიით: მასებს მართავს ქრისტიანული ეკლესია და მის ხელშია მასების სადავეები, მაგრამ ფაქტია, _ სპეცოპერაცია პატრიარქის შესაძლო მკვლელობაზე ჩაიშალა. ან, უფრო სწორად, მოწამვლის მცდელობაზე აქ იყო გეგმა ა და გეგმა ბ. ან ციანიდით მოწამლავდნენ პატრიარქს, ან კიდევ მოწამვლის მცდელობისთვის დააკავებდნენ მათთავის ყველაზე მიუღებელ ადამიანს საპატრიარქოდან. ფაქტია, გეგმა ბ შესრულდა, მაგრამ ეს არაა საკმარისი.

_ რას უნდა ველოდეთ?

_ სიკვდილს!

_ მკვლელობას?!

_ კი და ეს იქნება არა იმ ადამიანის მკვლელობა, რომელიც, ვთქვათ და, თანაუგრძნობს „ნაციონალურ მოძრაობას“, ან არასახელისუფლებო პარტიას, არამედ თვითონ ხელისუფლების მომხრე იქნება მსხვერპლი.

_ საეკლესიო პირი იქნება?

_ ასე ზუსტად რომ ვიცოდე, ხომ გეტყოდი, ის ან ეს. მასე არ ვიცი, მაგრამ არ გამორიცხო რომელიმე მღვდელმთავრის უცნაურ გარემოებაში სიკვდილი. შეიძლება, საზოგადო მოღვაწისაც და აუცილებლად ისეთის, ვინც „ოცნების“ დიდი მედროშეა.

_ სამაგიეროდ, გაჩნდება კითხვა, _ როგორ, რა ვითარებაში?

_ და დაიწყება ახალი თემის აგორება, _ „ნაციონალებმა“ მოკლეს; „ნაციონალებს“ ამხელდა და არ აპატიეს.

_ რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო?!

_ ამ ქვეყანაში აუცილებელია მარადიული დესტაბილიზაცია!

_ ვისთვის?

_ რა თქმა უნდა, მეზობელი სახელმწიფოსთვის! რუსეთისთვის!

_ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?!

_ რუსული სპეცსამსახურები, მაკა!

_ და ვინ არის პასუხისმგებელი?!

_ შენი სოსო გოგაშვილი! პასუხი გომელაურს მოეთხოვება, თუმცა სახელი გომელაურია, სახრავი _ სოსოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

_ სად შეიძლება დაიგეგმოს ეს მკვლელობა, ვის მიერ?

_ ეს მკვლელობა სადაც არ უნდა დაიგეგმოს, სახელმწიფოს ბრალია. ნებისმიერი პოლიტიკური მკვლელობის პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. სად არის უსაფრთხოება?! სად არის მშვიდი გარემო?! სად შეიძლება იყოს ხსნა?! _ არსად!.. ესენი მოქმედებენ, უკაცრავად და, არა თავისი ხუშტურის მიხედვით, არამედ რუსეთის ინტერესებით…

_ გჯერა, რომ მართლა მოხდება მკვლელობა?

_ ყოველ შემთხვევაში, მე ამაზე ინფორმაცია მაქვს! და აუცილებლად უნდა მოხდეს როგორმე ამ დაქოქილი საშინელი მანქანის გაჩერება, რადგან შეუძლებელია უკვე იმის ატანა, რაც შეიძლება ამათ 2020 წლამდე გააკეთონ.

_ ხომ არ გაქვს ინფორმაცია ივანიშვილის ჯანმრთელობაზე?

_ არა, მაგრამ არ გამორიცხო, აქ ის სცენარი იყოს, ქართულ სპექტაკლში რომ არის, „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“!

 

  1. S. ჩვენ გველოდება კირიზისი მძიმე გადაწყვეტილებებით, გადამწყვეტი ხასიათის ცვლილება, დიდი გარდატეხა, მკვეთრი ცვლილება, მძიმე გარდამავალი პერიოდი, რადგან უეცრად წარმოშობილი მასობრივი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია დიდი ძალისხმევის გარეშე.

დაბოლოს, იქნებ, ცოტა დაოკდე, სოსო!

 

მაკა მოსიაშვილი