რატომ უნდა გადადგეს სოსო გოგაშვილი?

  1. იმიტომ, რომ იგი უხეშად ჩაერია არათუ საერო მმართველობაში, არამედ სასულიერო ხელისუფლებაშიც და საკუთარ ნათესავებს საპატრიარქოში მეუფის „სტატუსი“ ისე გამოუნახა, არც კი გახსენებია, მისი საქმე რომ არ იყო;
  2. გოგაშვილი ერთადერთია, ვისაც ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს სახელმწიფო საიდუმლოებებზე;
  3. გოგაშვილის კისერზეა ყველა ფარული პირადი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტვირთა;
  4. გოგაშვილმა შეძლო და ისაკიჩ მეჯღანუაშვილობიდან სოლომონ ისაკიჩად იქცა, ქონება დაიგროვა, თუმცა რა გზით, არასდროს უანგარიშია;
  5. დღემდე უცნობია, რას აკეთებდა 2012 წლამდე იოსებ გოგაშვილი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩვეულებრივი ხორცის ფარშის დისტრიბუტორი იყო და უცებ ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოება ერგო წილად;
  6. გოგაშვილის უშუალო დამსახურებაა დათო ხარშილაძეს უკანონო დაპატიემრება, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგაშვილი ეცადა, ხარშილაძის ტყვეობით „ქრონიკა+“ გაეჩერებინა;
  7. გოგაშვილმა დანერგა ქვეყანაში მედიის მოსყიდვა და სოციალურ მედიაში უცხო, ამოუცნობი სახეების მეშვეობით, ავანტიურის გზით, მისთვის საჭირო სხვადასხვა ამბის შეგნებულად გავრცელება;
  8. გოგაშვილის კისერზეა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება;
  9. გოგაშვილია პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ნეპოტიზმზე;
  10. გოგაშვილია ერთადერთი, ვინც ბიძინა ივანიშვილს აჯობა და თავის ჭკუაზე ატარა.

 

სამსახური და დავალება, ფეისკონტროლი

 

უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა წრეში გაჩნდა აზრი, რომ თანამედროვე ქართულ მედიასივრცეში არსებულ პრობლემებს სიტუაციის არასათანადო ანალიზი განაპირობებს. ეს წრეები, უმთავრესად, დაინტერესებული საზოგადოებაა და ამ ტიპის ინდივიდთა ერთობისთვის დამახასიათებელი ქცევით გამოირჩევა, _ მართალია, აინტერესებს კონკრეტული საკითხი, მაგრამ ქმედებისთვის მზად არ არის.

ჩვენ, ადამიანები, „კარგა ხანია, დროის მაგივრად ქრონომეტრაჟში ვცხოვრობთ“. თითოეული ჩვენგანი დამოკიდებულია მედიაზე. რა როლი უჭირავს სოციალურ მედიას XXI საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში? საზოგადოების დიდი ნაწილი ახალ ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ, ძირითადად, სოციალური მედიის საშუალებით იღებს და, ამდენად, ინფორმაციის გავრცელების არეალის პრობლემასთან ერთად, მიწოდებული ინფორმაციის ხარისხის საკითხიც დგება. სოციალური მედია 2000 წლიდან იღებს სათავეს.

სოციალური მედია (ბოლო დროს, უფრო ხშირად მოხსენიებული, როგორც ახალი მედია) არის ინფორმაცია, რომელიც იქმნება და გადაიცემა ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, ინტერნეტით. ახალი მედია ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, გაავრცელოს ის ინფორმაცია, რაც მას სურს; გააშუქოს ნიუსი იმ კუთხით, როგორც მას უნდა. ტრადიციული მედია, სანამ მაყურებლამდე მივა, რამდენიმე ეტაპს გადის; სოციალურ მედიაში კი შეცვლილია, ზოგადად, ნიუსის გაგება. ნიუსია ყველაფერი _ ობამას გამარჯვება არჩვენებში და სამეგრელოს რომელიმე მცხოვრების წარმატებული ასპარეზობა სოფლის პირველობაზე მკლავჭიდში.

სოციალურ მედიაში, უპირველეს ყოვლისა, ბლოგები მოიაზრება, _ ყველასთვის ხელმისაწვდომი, უფასო ინფორმაციის მიღების წყარო, რომელიც დიდ როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში.

ფიქრის წარმართვის ხელოვნება რომ რთული და მყიფე პროცესია, ეს, ჯერ კიდევ, სოკრატემ და პლატონმა აღნიშნეს. ისინი საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე მახასიათებელს გამოყოფენ:

საზოგადოებრივი აზრი მუდმივი არ არის, ხშირად იცვლება; საზოგადოებრივი

აზრი ყალიბდება არა ლოგიკაზე, არამედ ემოციაზე დაყრდნობით; საზოგადოება

ადვილად ტყუვდება.

ლოგიკა ასეთია _ თუ საზოგადოებრივი აზრი მუდმივი არაა და ხშირად იცვლება, თუ ემოციებს ეფუძნება და საზოგადოების მოტყუება ადვილადაა შესაძლებელი, ე. ი. ამისთვის მრავალი ფაქტორი არსებობს. ადამიანი ხშირად ზარმაცია და განსაკუთრებულ ძალისხმევას არ იჩენს ინფორმაციის მოპოვებისთვის.

სოციალური მედია მოვალეა, მისთვის არსებული ყველა რესურსით განახორციელოს უპირველესი ფუნქცია _ ინფორმირება.

სოციალური მედიის მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. სასურველია, ამა თუ იმ სტატიის კითხვისას ნეიტრალური პოზიცია ჩანდეს, რამდენიმე წყარო საუბრობდეს ფაქტთან დაკავშირებით. მსგავსი ტიპის სტატიები ბლოგერებისა და თვითონ ბლოგის მიმართ ნდობას იწვევს.

 

ახლა კი ჩემი წყარო:

_ ახალი მოძრაობა დაიწყო, ჯგუფი პარასკევს შეკრიბა და რაღაც ახალი სამსახურის მსგავსს შექმნის.

_ სუს-ში? ანუ შენობაში?

_ მასე ჯერ არ ვიცი. ანუ ჯგუფი იქნება, რომელიც 24-საათიან რეჟიმში გააკონტროლებს ელისო კილაძეს, შენ, კილაძის ოჯახის წევრებს, ასევე შენს მეგობრებს.

_ და რომ გამაკონტროლებენ, ამით რას მიაღწევენ?!

_ არა, კონტროლი მარტო გაკონტროლებას არ ნიშნავს, იქნება სისტემური შემოტევები, დაგიკომენტარებენ, გამზადებულ ტექსტებს დაგიდებენ.

_ დავბლოკავ!

_ ხო, მაგრამ ისინი 24-საათიანი რეჟიმით იქნებიან ბევრი სხვადასხვა „ფეიკით“.

_ ანუ ტროლების ომს იწყებს სოსო?

_ მასე გამოდის.

_ ამით რას უნდა მიაღწიოს?

_ მთავარი მიზანი არის ერთი: ელისო კილაძის ფეისბუქ გვერდი უნდა დაიხუროს. როგორ, რა გზით, რა საშუალებით, ყველა მეთოდი დაშვებულია.

_ სხვას გახსნის, თუკი დაუბლოკავენ.

_ კი, მაგრამ თავიდან, უცებ, ერთ ჯერზე, პუბლიკას ისევ ხომ ვერ შეკრებენ?

ანუ მიზანი არის, რომ ელისომ საკუთარი ხელით გააუქმოს ფეისბუქ გვერდი.

_ ეს შეუძლებელია, იცი ეს შენ!

_ ელისო ვერ გააუქმებს?! მაშინ შენ უნდა გააუქმო, მარიამ ხარშილაძემ უნდა გააუქმოს, ან ელისოს ძმამ უნდა გააუქმოს, ელისოს ოჯახის სხვა წევრებმა უნდა გააუქმონ?

_ გოგაშვილს, ალბათ, სურს, დედაჩემმაც დაიწყოს ფეისბუქ აქტიურობა. საკუთარ ცოლეულებს მიხედოს, იმათ აქვთ დახურული და დაკეტილი ფეისბუქ კედელი, თორემ ჩვენ არასდროს დაგვიკეტავს, ყველას ვპასუხობთ, ყველას ვაძლევთ აზრის გამოთქმის საშუალებას და იმ შემთხვევაში, თუ თავხედობენ, საკლასო ოთახიდანაც ვაძევებთ, ვბლოკავთ. მე მაინც, ისევ და ისევ, წარუმატებელი მგონია მისი ეს სპეცოპერაცია. თუმცა ასეთები გადაგვიტანია და გვინახავს?..

_ მეც მიმაჩნია, რომ ვერ გაამართლებს ვერაფრით.

 

დაბოლოს, ჩემო სოსო: ეგ ომიც წაგებულია. ამრიგად, ჯანსაღი აზრი ყოველთვის მივა საზოგადოებამდე. სოციალური მედიის მესვეურებმა უნდა სცადონ მისი სწორად ფორმულირება. თქვენ თუ არა, ამას სხვა მაინც გააკეთებს. ბლოგერი ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს, ინფორმაციის წყაროა, ადამიანი კი მისი მიღების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ აუცილებელია ხალხს სწორი, მიუკერძოებელი ინფორმაცია მიეწოდოს. გულწრფელობა, საინტერესოობა და თავისუფლება მთავარი კრიტერიუმებია. ასე უფრო გაგიადვილდებათ აგრძნობინოთ მკითხველს, როგორი „ზუსტი, სანდო და დროული მეგზური ჰყავს“ კონკრეტული სოციალური მედიის საშუალებით.

 

მაკა მოსიაშვილი