„თიბისი ლიზინგის“ ახალი პროდუქტი _ სახლიდან გაუსვლელად მეორადი ავტომობილების შეძენა შეგიძლიათ!

„თიბისი ლიზინგი“ წარმოგიდგენთ ინოვაციურ პროდუქტს _ სტარტო. სტარტო არის „თიბისი ლიზინგის“ ახალი პროდუქტი, რომელიც ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ განაცხადის შევსებით, შეიძინონ მეორადი ავტომობილები.

სტარტო უნიკალური პროდუქტია, რადგან მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. მანქანის შეძენის მსურველს აღარ მოუწევს ოფისში მისვლა, კონსულტანტთან გასაუბრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ლოდინი. სტარტოს მეშვეობით ყველაფერი უმოკლეს დროში, ონლაინ მოხდება.

ამისთვის საჭიროა, შერჩეული გქონდეთ სასურველი ავტომობილი და შეავსოთ მარტივი ონლაინ განაცხადი სტარტოს ვებგვერდზე www.starto.ge (თუ მანქანა განთავსებულია რომელიმე ვებგვერდზე, მომხმარებელს შეუძლია დააკოპიროს ლინკი, ასევე, შესაძლებელია სასურველი მანქანის ფოტოების ატვირთვაც). რამდენიმე წუთში სტარტოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და პასუხს შეგატყობინებთ დაფინანსებაზე, ყველა დეტალს გაივლის და თქვენთვის სასურველ მანქანას შეიძენს, რომელსაც ლიზინგით სარგებლობაში გადმოგცემთ. თქვენ მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ სტარტოს ოფისში მისვლა ხელშეკრულების გასაფორმებლად და ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურისთვის. მთლიანი პროცესი, დაახლოებით, 30 წუთს გრძელდება.

ასევე, თუ უკვე გყავთ ავტომობილი, შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება მისი უზრუნველყოფით და განაგრძოთ მანქანით სარგებლობა ლიზინგის ვადის განმავლობაში. მათ, ვინც უკვე სარგებლობს ავტოლიზინგით, ან ავტოსესხით სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, შეუძლიათ სტარტოში პორტირება.

სტარტოს პროდუქტებით სარგებლობისთვის საჭიროა იყოთ 21 წლის და ზევით, ავტომობილი კი, მინიმუმ, 2000 აშშ დოლარად უნდა შეფასდეს.

სტარტოსგან დაფინანსების მიღება შეუძლია ყველას:

* თუ ავტომობილის შეძენა გსურთ და არ გაქვთ შესაბამისი დანაზოგი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 100%-მდე დაფინანსება;

* თუ უკვე გყავთ ავტომობილი და გესაჭიროებათ თანხა, შეგიძლიათ, ავტომობილის უზრუნველყოფით მიიღოთ მისი ღირებულების 100%-მდე;

* თუ გსურთ განაახლოთ ავტომობილი, ან შეიძინოთ უფრო ეკონომიური, შეგიძლიათ მიიღოთ განსაკუთრებული პირობები ჰიბრიდულ ავტომობილებზე;

* თუ თქვენი საკრედიტო ისტორია არ არის დადებითი, ჩვენ განვიხილავთ განაცხადს და მცირედი დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღებთ დაფინანსებას.

 

სტარტოში წლიური საპროცენტო განაკვეთი, ყოველი კონკრეტული ავტომობილისა და კლიენტის შემთხვევაში, ინდივიდუალურია და რამდენიმე მაჩვენებელზეა დამოკიდებული. მათ შორის, კლიენტის საკრედიტო ისტორიაზე, ავტომობილის ტიპზე, საბაზრო ღირებულებაზე და კლიენტის მხრიდან თანამონაწილეობის მოცულობაზე.

 

ლევან აბაშიძე _ „თიბისი ლიზინგის“ ავტომობილების განყოფილების უფროსი:

_ სტარტო არის ახალი პროდუქტი, რომლის დროსაც ხორციელდება ონლაინ ლიზინგის დამტკიცება. მომხმარებელს აღარ მოუწევს ოფისში მისვლა, კონსულტანტთან გასაუბრება და დამტკიცების პროცესის ლოდინი, ეს არის მთლიანად ონლაინ პლატფორმა. ავტომობილის ღირებულება უნდა შეადგენდეს 2000 აშშ დოლარს ზემოთ და მომხმარებლის ასაკი უნდა იყოს 21 წლის ზემოთ. რაც შეეხება იმას, თუ ოდესღაც მომხმარებელს ბანკთან რაღაც პრობლემა ჰქონია და ახლა შემოსავლები აქვს, სტარტო ამ მომხმარებელს აფინანსებს. დღეიდან სტარტო უკვე გაშვებულია და მისი ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია, გამოაგზავნოთ განაცხადები, ატვირთოთ ფოტოსურათები და ავტოლიზინგი ონლაინ დაგიმტკიცდებათ.

 

ნანა მიქაშავიძე _ „თიბისი ლიზინგის“ დირექტორი:

_ სტარტო არის ახალი პროდუქტი ავტომობილების დასაფინანსებლად. პირველ რიგში, დავინახეთ მზარდი მოთხოვნა იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, შემოდის ახალი რეგულაციები, მანქანის განახლებაზე უფრო მეტ მოთხოვნას ველოდებით. გვგონია, რომ ამ მიმართულებით დღეს საკმაოდ საინტერესო ბაზარია. რაც მთავარია, მოთხოვნა დავინახეთ ამ სექტორში, _ იმ კლიენტებს, რომლებიც დღეს მაღალი ხარისხის საბანკო სერვისებით არ სარგებლობენ, გვინდა, ეს ხარისხი შევთავაზოთ, რაც გამოიხატება კომფორტში, სიმარტივეში, რომ მანქანის ყიდვის პროცესი მათთვის არ იყოს ტანჯვა და იყოს სიამოვნება, იყოს მარტივი, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ინტერნეტი თითქმის ყველას აქვს და იმის ნაცვლად, რომ იარო ერთი ოფისიდან მეორეში, აგროვო საბუთები, შეხვდე სხვადასხვა ადამიანს, რატომ არ შეიძლება, ჩამოტვირთო მანქანა სახლში, ან სადაც ხარ?.. ინტერნეტია და ეს პროცესი იყოს მარტივი და სასიამოვნო.

 

თამარ ბატიაშვილი