ამერიკის დაზვერვა: „boeing777-ის ჩამოგდებაში რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია“

1

როგორც  ირკევევა, მალაიზიის ავიახზების კუთვნილი Boeing 777-ის ტრაგიკულად ჩამოგდების ბრალის დამტკიცებას რუსეთის წინააღმდეგ კიევი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი და რუსეთის ოპოზიციის ნაწილი ამაოდ ცდილობდა, წერს პოლიტონლაინი. ექსპერტები მომხდარს უკვე პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებენ და მათი თქმით ,,ამერიკის შეერთებულ შტატებს, იოტისოდენა ხელმოსაჭიდი რეალური ფაქტიც კი არ გააჩნია, რუსეთს ბრალდება დაუმტკიცოს,,. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და პრეზიდენტი ობამა, უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ ხმამაღლა სკანდირებდნენ, რომ ამერიკის დაზვერვას ხელთ ჰქონდა ყველა დამამტკიცებელი ფაქტი თუ ხელოვნური თანამგზავრიდან მოპოვებული ვიდეო მასალა, რომლითაც ისინი რუსეთის ფედერაციას და დონბასში ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულებს მომხდარში დაადანაშაულებდნენ, მაგრამ როგორც სააგენტო ,,როიტერი“ იუწყება, ამერიკული ხელოვნური თანამგზავრის მონაცემთა ბაზა სუფთაა და აღნიშნული ბრალდების დამამტკიცებელი არცერთი მონაცემი თუ ფოტო ან ვიდეო მასალა მათ არ გააჩნიათ. გარდა ამისა ამერიკის დაზვერვამ ხმამაღლა აღიარა, რომ მათ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მომხდარი ავიაკატასტროფის მამხილებელი დოკუმენტები არ გააჩნიათ. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, უწყების მიერ ჟურნალისტების ,,საპატივცემულოდ“ გამართულ პრესკონფერენციაზე, მათ მსოფლიოს, სადაზვევრვო მონაცემების მოპოვების მასტერკლასი ჩაუტარეს. რუსულმა მხარემ კოორდინირებულად, ორგანიზებულად და სრული განმარტებით წარუდგინა მსოფლიოს საზოგადოებას, მათ მიერ მოპოვებული ყველა მონაცემი და აღნიშნულ ავიაკატასტროფაში უკრაინის მონაწილეობის დამადასტურებული ვიდეო თუ აუდიო მასალა. რუსეთის სამხედრო უწყებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კიევთან, მწვავე კითხვები აქვთ და მათ მიერ დასმულ კითხვებზე, პასუხსაც დროულად ელოდებიან.