რუსებმა უკრაინელები ფოსფორული ბომბების გამოყენებაში ამხილა

2

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინელი ძალოვნები ფოსფორული ბომბების გამოყენებაში ამხილა. ინფორმაციას «Россия 24» ავრცელებს. ,,დღესდღეობით უკანასკნელი მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უკრაინელი ძალოვნები დონბასს ფოსფორული ბომბებით ბომბავენ“ – აცხადებს, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის ოპერატიულ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიქტორ პოზნიხირი. მისი თქმით აღნიშნული განცხადების გაკეთების უფლებას მას, ადგილზე შესწავლილი ვითარება აძლევს. ,,ფოსფორული ბომბები ზესწრაფი მოქმედების ასაფეთქებელი საშუალებაა, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან. აფეთქების შემდეგ მომწამვლელი და ხანძრის წარმოშობის კერები დიდი არეალზე ვრცელდება და ასაფეთქებელი ნივთიერებების სიმხურვალე მაქსიმუს აღწევს“ – ხაზგასმით აღნიშნა არმიის გენერალ მაიორმა. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების მონაცემებს, ფოსფორული ბომბები უკრაინელი სამხედროების მხრიდან ხშირად გამოიყენებოდა სლავიანსკის, კრამატორსკის, დონეცკის და ლუგანსკის დაბობვების დროს. უკანასკნელად მათ მიერ ფოსფორული ბომბების გამოყენება, ლისიჩანსკში და სემიონოვკაში დაფიქსირდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსების მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს, თუმცა რუსული მხარე ფოტო და ვიდეო მასალასაც ასაჯაროებს.