პლესეცკის კოსმოდრომიდან „Ангара-А5“-ს გაუშვებენ

1

პლესეცკის კოსმოსურ სადგურზე, არხანგელსკის ოლქში, ორი სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის საჰაერო სამხედრო კოსმოსურმა სააგენტომ, მძიმე კლასის რაკეტების კოსმოსურ ორბიტაზე გადამტანი, აპარატი «Ангара-А5»-ი გადაიყვანა. ინფორმაციას საჰაერო კოსმოური ძალების სპეციალურ წარმომადგენელზე ალექსანდრ ზოლოტუხინზე დაყრდნობით ИТАР-ТАСС-ი ავრცელებს. ,,ჩვენი სპეციალისტები ,,Ангары“ კლასის ახალი სარაკეტო კომპლექსის მიღებაზე მუშაობენ. ,,Ангара-А5“ სარკინიგზო მაგისტრალიდან გადმოტვირთვის შემდეგ, მოხდება საფრენი დანადგარის კოსმოსურ ბაქანზე დამონტაჟება და შემდგომ დავიწყებთ კომპლექსური სადცელი გაშვების ორგანიზების მოსამზადებელი სამუშაოების წარმოაბას“ აცხადებს ზოლოტუხინი. შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს პლესეცკის კოსმოსური სადგურიდან პირველი «Ангара-1.2ПП» ექსპერიმენტალური გაშვება განხორციელდა, რომელიც რამოდენიმეჯერ ტექნიკური პრობლების გამო გადაიდო. კოსმოსურ კომპლექს «Ангара»-ს ორბიტაზე სხვადასხვა კლასის თუ ტიპის, საშუალო და შორს მფრენი, ასევე საშუალოდ მძიმე და ქვემძიმე კატეგორიის რაკეტების, ნებისმიერ დიაპაზონზე გაყვანა შეუძლია.