დავით ხარშილაძე იოსებ გოგაშვილს: ,,იმ არჩევანს რაც შენ გააკეთე, ერთი ბოლო აქვს – ყორღანაშვილობა!“

გლდანის მერვე საპყრობილის პატიმარი დავით ხარშილაძე სუსის უფროსის მოადგილეს იოსებ გოგაშვილს მიმართავს :

,,კლიმენტიჩ ყორღანაშვილს: იცი, სოსო, მეცოდები. ღირსეული მტერი რომ იყო მეყვარებოდი! შენ რაც იკადრე, ის არაფერში წერია, კაცური გადმოსახედების არც ერთი ფორმაცია არ უშვებს ამ უღირსობას!

ჯიშით ქართველი ხარ  და ნებისმიერი ქართველი მეცოდება ასეთი უზნეო არჩევანისთვის, მაგრამ რა გაეწყობა,  ეს შენი არჩევანია. ის მიზნები, რაც ჩემი დაჭერით უნდა მიგეღწია, მხოლოდ უაზრო ილუზია აღმოჩნდა. ვერც ელისო  გატეხეთ, ვერც დამშვიდდით, ვერც შეირგეთ. მოკლედ, ვერაფერი ხეირი ვერ ნახეთ! მე ხომ მწვერვალზე ვარ ჩემი ადამიანობის, ზნეობის და ბრძოლის მოტივაციის!

მაგ არჩევანს, რაც შენ გააკეთე მხოლოდ ერთი ბოლო აქვს და ამ ბოლოს – ყორღანაშვილობა ქვია.

ისე, ახია შენზე!!!“

 

დავით ხარშილაძე

გლდანის მერვე საპყრობილე

30 მაისი 2017 წელი