ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

5

ყირგიზეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს კურმანბეკ ბაკიევს და მის ძმას ჟანიბეკ ბაკიევს, რომელიც ყირგიზეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, დაუსწრებლად სამუდამო პატირმობა მიუსაჯა. სასჯელ მისჯილ ძმებს, ბრალად 2010 წელს ბიშკეკში მასობრივი არეულობების დროს, უკანონო ბრძანების გაცემა ედებათ, რის შედეგადაც 80 ადამიანი დაიღუპა და 300 მომიტინგე კი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულმა არეულობებმა ბაკიევის ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია. თავად ბაკიევი და მისი უახლოესი გარემოცვა ქვეყნიდან გაიქცა და ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად თავს ბელორუსს აფარებს. აღსანიშნავია, რომ ბაკიევს და მის უახლოეს გარემოცვას, აქამდე საკმაოდ ,,სოლიდური სასჯელი“ ჰქონდათ მისჯილი, რომელიც მათ, უცხოელი ბიზნესმენის, შონ დეილის მკვლელობის მცდელობის გამო დაიმსახურეს.