Boeing 777-ი უკრაინის არმიამ საჰაერო სწავლების დროს ჩამოაგდო

4

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ავიალაინერი Boeing 777 შესაძლოა სრულიად შემთხვევით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ არაგეგმიური, სამხედრო საჰაერო თავდაცვითი სწავლების ( ПВО) დროს ჩამოაგდეს. წყაროს ინფრომაციით 17 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ( ПВО) მიერ, მიმდინარეობდა სარაკეტო თავდასხმის მოგერიების, სტრატეგიული სწავლების ერთ ერთი ეტაპი. ,,17 ივლისს უკრაინის 156-ე საზენიტო სარაკეტო პოლკის მეთაურის მიერ იქნა გაცემული ბრძანება, სამხედრო საჰაერო პოლკს განეხორციელებინა, დონეცკის მახლობლად დისლოცირებული სახმელეთო სამხედრო ნაწილების, საჰაერო თავდაცვითი სწავლება. სწავლების მიზანი დივიზიის მოულოდნელი შემოტრიალების შემთხვევაში, მათთვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. კერძოდ უნდა მომხდარიყო, შესაძლო მტრის სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა და მათი განადგურება, საზენიტო სარაკეტო დანადგარების «Бук-М1»-ის გამოყენებით. აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, დნეპროპეტროვსკის, კულბაკინოს 229-ე ტექნიკური ავიაბაზიდან ორი ერთეული Су-25-ი გაგზავნა, რომელთა მიზანი დონეცკში ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულთა სამხედრო ბანაკების აღმოჩენა და საჰაერო თავდაცვითი პოლკისათვის ზუსტი კოორდინატების მიწოდება წარმოადგენდა. როგორც ირკვევა , საჰაერო რაკეტების 9М38М1 გაშვება არ გადახედილა და სამეთაურო შტაბის მიერ, საზენიტო სარაკეტო სისტემების საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა, სპეციალური გასაღებების საშულებით ექსტრენად მოხდა. ერთ-ერთი Су-25-ის მიერ, საზენიტო სარაკეტო კომპლექსის «Бук»-ის კოორდინატების გდაცემის მომენტში, რომელიც ზაპოროჟიეში ერთ ერთ დასახლებულ პონქტთან ახლოს იყო განთავსებული, მოხდა საცეცხლე ბატარეის მიერ ცეცხლის გახსნა, რომელსაც უკრაინულმა Су-25-მა ცეცხლითვე უპასუხა. აღნიშნული მანევრი ერთ ერთ უკრაინულ საჰაერო, სარადარო ეკრანზეცაა დაფიქსირებული. წამის მეასედში უკრაინის არმიის გაუთვლელი მანევრი, Boeing777-ის მგზავრთათვის ტრაგიკული აღმოჩნდა. რაკეტის მიმართულების სამიზნეს უკვე ავიალაინერი წარმოადგენდა, რომელიც სრულიად მოულოდნელად და ჯერჯერობით გაურკვევლი მიზეზით, სამხედრო საჰაერო ხაზზე აღმოჩნდა“ – აცხადებს ინფორმაციის წყარო. მისი თქმით მომხდარის გამოძიებას ავიალაინერის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, უკრაინის უშიშროების სამსახური (СБУ) აწარმოებს, რომლებმაც ტრაგედიის შემდეგ, 17 ივლისს გასაიდუმლოებულ ვითარებაში, ქვეყნის სამხედრო საჰაერო თავდაცვითი სისტემის, დონეცკის რეგიონის საზენიტო სარაკეტო ბატარეის სამეთაურო შტაბის წევრები და ეკიპაჟი, ინციდენტის გამოძიების მიზნით კიევში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო “РИА Новости” – ი ავრცელებს.