უკრაინას ახალი პრემიერ მინისტრი ჰყავს!

1

უკრაინის პრემიერმინისტრის უფლება მოვალეობას დროებით, ქვეყნის ვიცე პრემიერი ვლადიმერ გროისმანი შეასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის სხდომაზე ერთხმად მიიღეს. ინფორმაციას ქვეყნის  შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან ამცნობს საზოგადოებას. გროისმანი ვიცე პრემიერის მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან შეუდგა. დონეცკში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ავიალაინერის “ბოინგ777”-ის კატასტროფის შემდეგ, ის სამთავრობო საგამომძიებლო კომისიას ჩაუდგა სათავეში. როგორც ცნობილია, გუშინ თანამდებობიდან არსენ იაცენიუკი გადადგა, რომლის გადადგომასაც პოლიტიკური ექსპერტები, უკრაინის მმართველი კოალიციის ,,ევროპული არჩევანი“-ის დაშლას უკავშირებენ. იაცენიუკის მთავრობის ფორმირება 2014 წლის თებერვალში მოხდა, როდესაც უკრაინის ოპოზიციურმა ძალებმა ხელისუფლებას ჩამოაცილეს პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და კიევში მეიდანზე პატარა რევოლუციური სცენა გაითამაშეს. მიმდინარე მოვლენის პარალელურად რადაში, მმართველი კოალიცია პოლიტიკურმა პარტიებმა ,,Батькивщины“, ,,Свободы“ და  ,,УДАР“-მა ჩამოაყალიბეს.