არსენ იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა

4

უკრაინის პრემიერ მინისტრი არსენ იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული განცხადება თავად აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა უმაღლესი რადას სხდომაზე გააკეთა. ,,ეს ხელისუფლება არ არის უკრაინის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის რაც შევძელით“ – განაცხადა იაცენიუკმა. პარლამენტის სპიკერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა დეპუტატებს შესაბამისი პროცედურების და კონსულტაციების დაწყებისაკენ მოუწოდა, რადგან რადამ ტექნიკური პრემიერის დანიშვნა შეძლოს. იუწყება «РБК-Украина». ქვეყნის პარლამენტის კულუარებში, იაცენიუკის გადაწყვეტილება დეპუტატების უნდობლობას უკავშირებენ, რომლებმაც მთელ რიგ წარმოდგენილ კანონპროექტებზე მხარის დაჭერაზე უარი განაცხადეს. დაპირისპირების ერთ ერთი მიზეზი უკრაინული კომპანია «Нафтогаза»-ის საბიუჯეტო რეფორმა გახდა. იაცენიუკის თანამდებობის დატოვებამდე, მმართველი კოალიცია რამოდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა.