დონეცკში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა

2

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ვალერი ბოლოტოვმა, არმიის გაძლიერების მიზნით საერთო სახალხო მობილიზაცია გამოაცხადა, ინფორმაცია ,,რესპუბლიკის“ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა. ,,ჩვენ სრულიად სახალხო მობილიზაციას ვაცხადებთ არმიის გასაძლიერებლად, მტერი კვლავ არ ჩერდება. ყველას ვისაც იარაღის ხელში დაჭერა შეუძლია ჩვენთან ვიხმობთ, ლუკმა გავიყოთ, პური გავიტეხოთ, ხან მშიერნი ვიქნებით, ხანაც დანაყრებული, მაგრამ ჩვენს უკან ჩვენი წინაპრების საფლავები, წმინდა სალოცავები და ჩვენი სამშობლოა, ან საბოლოოდ დავამარცხებთ მადლიან მიწაზე მოთარეშე ფაშისტურ ბანდ ფორმირებებს ან ბრძოლაში ღირსეულად დავიღუპებით. ეს თხოვნაა ნებაყოფლობითი და ღირსებაზე დაფუძნებულია“ – ნათქვამია განცხადებაში.