ამბოხებულებმა უკრაინის 25-ე აერომობილური ბრიგადა ალყაში მოიქცია

1

რუსეთ უკრაინის ერთ ერთ სასაზღვრო მონაკვეთზე, ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 25-ე აერომობილური ქვეითი ბრიგადა ალყაში მოიმწყვდიეს. აღნიშნული სამხედრო ბრიგადა, ქალაქ სლავიანსკის ინტენსიური დაბომბვის ორგანიზატორი, ერთ ერთი სამხედრო შენაერთია, რომელებიც ადგილობრივების მტკიცებით განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. ეგრეთწოდებული ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“  სამხედრო უწყების კუთვნილი ბრონირებული ტექნიკა ,,კოჟევნიას და ჩერვონაია ზარიას“ დასახლებულ პუნქტში შევიდა, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელი ერთ ერთი სასაზღვრო მონაკვეთია. აღნიშნული მანევრის წყალობით ,,დონეცკელებმა“ 25-ე აერომობილური სამხედრო ბრიგადა ალყაში მოიქცია. ზემოთხსენებულ უკრაინულ სამხედრო შენაერთს, ქვეყნის ძალოვანი უწყებების საბრძოლო მოქმედებების კორიდორის გამაგრება ევალებოდათ, მათი ძირითადი ამოცანა ქალაქ ლუგანსკის მისადგომების კონტროლი და დაბომბვა გახლდათ. ამბოხებულები მომხდარს პატარა გამარჯვებად აღიქვამენ, რადგან მათ მიერ ალყაშემორტყმული უკრაინელი სამხედროები ლუგანსკის დაბომბვას ინტენსიურად ახორციელებდნენ. ,,ჩვენ შევძელით ერთ ერთი ფაშისტური რაზმის ალყაში მოქცევა, ისინი სლავიანსკს, შეგნებულად დასახლებული პუნქტების მიმართულებით ბომბავდნენ, მათი ხელით უამრავი ბავშვი და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. არავის დავინდობთ ეს იქნება სისხლი სისხლის წილ. ღმერთი ყველაფერს ხედავს და ჩადენილი ბოროტებისთვის ყველას მიეზღვება. უკრაინაში გესტაპოელთა სადამსჯელო ნაწილით ნაკლები დარჩება“ – აცხადებენ ამბოხებულები. დონეცკელი და ლუგანსკელი მებრძოლების შეჩერება ვერც უკრაინულმა ავიაციამ შეძლო, საჰაერო სივრციდან მასიურად ისროდნენ უკრაინული ავიაგამანადგურებლები ჭურვებს დიმიტროვკის მიმართულებით, მაგრამ ამბოხებულთა არტილერიამ ყველა შეტევა მოიგერია. აღნიშნულ სასაზღვრო მონაკვეთს ისევ ფედერალიზაციის მოთხოვნით აჯანყებულთა რაზმები აკონტროლებენ.