ელისო კილაძე: ,,დამირეკეთ ნებისმიერ დროს 599 17 12 12 – სისტემა უნდა დაინგრეს!”

,,ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

,,ჩემი მეუღლე 13 წელი იყო პოლიციელი, ებრძოდა კრიმინალს და ჯილდო, რომელიც ამ ბრძოლისთვის მიიღო, უკან ჩააბარა. ჩემთვის ის გმირია. დღეს პოლიცია სავსეა ბალასტით და დირექტორიც ყავს ბალასტი.

მივმართავ ყველას – ვისაც ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, ნუ, შეგეშინდებათ, არ აღიაროთ, ნუ, გააფორმებთ საპროცესოებს!

ერთად ვიბრძოლოთ ამ უკანონობის წინააღმდეგ. მე ვიქნები თქვენთან ერთად, რა წამსაც დაგჭირდებით! ეს ბრძოლა ჩვენია.

სისტემა უნდა დაინგრეს!!!

#არაჩადებას!!!

599171212 -დამირეკეთ ნებისმიერ დროს!”