სოზარ სუბარის შემცვლელი ცნობილია!

11

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სავარძელს „ქრონიკა+“-ისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციით, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი დაიკავებს.

მღებრიშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, რომელიც  1990 -1996 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე სწავლობდა. განათლების მიღების შემდეგ, გიორგი მღებრიშვილმა კარიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟიორობიდან დაიწყო და მას შემდეგ, ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში, საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. 2013 წლის 13 დეკემბრიდან  დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იყო. პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილების შემდეგ კი, ქვემო ქართლის გუბერნატორობიდან გიორგი მღებრიშვილი სოზარ სუბარის ყოფილ სამინისტროში გადაინაცვლებს და ჩაიბარებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის უწყებას.