Boeing 777-ის კატასტროფის დროს იგივე ხაზზე უკრაინული СУ25-ი იმყოფებოდა

pic_8cc50cf361c30bf70322040833675e19

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, დონეცკში ჩამოგდებული,  მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი Boeing 777, საჰაერო მარშრუტის სარადარო კონტროლის მონაცემები გაასაჯაროვა. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის, ოპერატიული სამმართველოს მეთაურის, არმიის გენერალ-ლეიტენანტის ანდრეი კარტაპოლოვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე  დაყრდნობით, სააგენტო РИА «Новости» – ავრცელებს. ,,17 ივლისს დონეცკში საეჭვო ვითარებაში აფეთქებული Boeing 777-ის გარშემო ბოლო დროს გავრცელებული ათასი ვერსიის და უმისამართო ცილისწამების გამო, ჩვენ იძულებული გავხდით, ჩვენი საჰაერო ნავიგაციის სარადარო მონაცემები გაგვესაჯაროვებინა“ – განმარტავს გენერალი კარტაპოლოვი.

რუსეთის ფედერაციის გენშტაბის მონაცემებით, აღნიშნულმა ავიალაინერმა, დონეცკის საჰაერო სივრცეში შემოსვლიდან, მე14-ე კილომეტრზე მარშრუტი შეიცვალა. უწყების განმარტებით, Boeing777-მა სიჩქარის დაკარგვა დაახლოებით 17სთ20წთ-სა და 17სთ 23წთ-ზე დაიწყო. პარალელურად ის რადარებიდან გაქრა. საჰაერო სივრცის კონტროლის სპეციალურმა სამსახურმა, ზუსტად იგივე საჰაერო სიმაღლეზე, მოულოდნელად აწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, საჰაერო შემტევი ავიაგამანადგურებელი Су-25-ი დააფიქსირა, რომელიც Boeing 777-ს მიმართულებით, სულ რაღაც 4-5 კილომეტრის დაცილებით მიფრინავდა. ჩვენ კიევისაგან ველოდებით პასუხს კითხვაზე, რა ესაქმებოდა სამოქალაქო ავიახაზზე სამხედრო ავიაგამანადგურებელს? ეს ნავიგაციური შეცდომა იყო თუ ავიადისპეტჩერების სადგურის «Днепропетровское» მიერ შეგნებულად მითითებული მარშრუტი. ამ კითხვას პასუხი შავი ყუთების გაშიფვრის შემდეგ გაეცემა“ – განაცხადა კარტაპოლოვმა.