სოსო, მეძავები და ანაფორიანი კლიენტები?!

ხშირად მიფიქრია, რატომ მიყვებიან ყველაზე უცნაურ ამბებს? რატომ ვარ ყველაზე გაუგონარი ფაქტების შემსწრე?

ალბათ, ეს ჩემი ბედია, და, აჰა! _ მეც ვიწყებ!..

კიდევ ერთი უცნაური ისტორია სოსო გოგაშვილის ნაშრომებიდან…

არსებობს სხვადასხვა სახის პროფესია, რომელიც, ასევე, სხვადასხვა კატეგორიად იყოფა: რთული, სასიამოვნო, პრესტიჟული, მაღალანაზღაურებადი და ა. შ.

პროსტიტუცია ლათინური სიტყვაა და მეძაობას, ანუ ქალის მიერ სხეულით ვაჭრობას ნიშნავს. პროსტიტუციის შემთხვევაში ქალი სქესობრივ, ან სხვა სახის სექსუალურ კავშირს მრავალჯერადად ამყარებს მატერიალური გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ. ეს  უძველესი პროფესია მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ასეთ დაწესებულებებს, ძირითადად, მამაკაცები სტუმრობენ.

მეცნიერების ვარაუდით, როგორც ყველგან, ასევე საქართველოშიც, ელინისტურ ხანაში არაერთი ბორდელი არსებობდა. ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, V საუკუნეში, უკვე ფიქსირდება სპარსული საროსკიპოები. ასევე არის ვარაუდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საროსკიპო თამარ მეფის დროს ქალაქ გორთან მდებარეობდა, სადაც, ძირითადად, მუშაობდნენ: ბიზანტიელი, რომაელი, სომეხი, ქართველი და სპარსი ქალები.

ძველად ყველა სასტუმროს თავისი ქალები ჰყავდა. საროსკიპო ორი ათას წელიწადზე მეტია, არსებობს და ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. რომში სპეციალური სკოლებიც კი იყო, სადაც გოგონებს (ჰეტერა) ამზადებდნენ, თუ როგორ მოქცეოდნენ მამაკაცს და როგორ ესიამოვნებინათ მისთვის. ყველაზე ძველი საროსკიპო პარიზშია აღმოჩენილი. თუ ვინმე პარიზში მოხვდება, ლე შაბონეში შეიარეთ და არ ინანებთ.

და სანამ ლე შაბონეში გასეირნებას ინებებთ, დაფიქრდით, აქ, საქართველოში რა შეიძლება დაგიჯდეთ ეს სიამოვნება?..

მიუხედავად იმისა, რომ პროსტიტუციის აღმოფხვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ის მაინც არაა ლგალიზებული მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის, საქართველოშიც. კანონით ინდივიდებზე რეგულაციები არ ვრცელდება, ხოლო მეძავები პოლიციის მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან.

ის, რომ საქართველოს მასშტაბით, თითქმის, ყველა ქალაქში, სულ მცირე, ერთი საროსკიპოა, დღესავით ნათელია. ამ საროსკიპოებში მუშაობენ არა მარტო ადგილობრივი გოგონები, არამედ ჩამოსულებიც. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პროსტიტუცია არალეგალურია, შესაბამისად, საროსკიპოების შენახვა კანონით აკრძალულია.

 

„ძლიერი დაზვერვა _ წარმატებული სახელმწიფო!“

 

მეძავს შეუძლია, სიამოვნების გარდა, თურმე, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაშიც დაგეხმაროს და სანაცვლოდ მხოლოდ თავისუფლება მოგთხოვოს, ანუ გასამრჯელოდ არათუ ფული, არამედ ძალოვნებისგან არაფორმალური ლეგალიზება აიღოს… ამისთვის კი საჭიროა მათთან თანამშრომლობა. ძალიან რთული, ერთობ სასწაული ამბავი მომიყვა რამდენიმე მეძავმა. ისინი გრაფიკის მიხედვით თბილისის ერთ-ერთ ბარში მუშაობენ, ხოლო დანარჩენ დღეებში სპეცდავალებებს ასრულებენ. მათი ბარი შსს-ს ერთ-ერთ სამმართველოსთან ახლოს მდებარეობს, მათზე კონტროლიც მარტივია, _ თუ არასწორად მოიქცევიან, დაისჯებიან! თუ სწორად მოიქცევიან, კიდევ დიდხანს შეეძლებათ სხეულით ვაჭრობა.

 

_ აქ აჭარიდან ჩამოვედი, რამდენჯერმე აგვყარეს და ღამე პოლიციაში გაგვათენებინეს. მერე ჯარიმები გადავიხადეთ და გამოგვიშვეს. ერთხელაც, უცხო ადამიანმა ჩემს სამუშაო ნომერზე დამირეკა და მითხრა, რომ შეხვედრა უნდოდა.

_ სამუშაო ნომერი?!

_ ანუ ტელეფონის ნომერი, რომელზეც კლიენტები მირეკავენ. წავედი, მეგონა, კლიენტი იყო, მაგრამ შევცდი, _ როცა სასტუმროს ნომერში ამიყვანა, მითხრა, რომ სუს-ის თანამშრომელი იყო და ჩემთან, ჩემი სრული თავისუფლების სანაცვლოდ, შემოთავაზება ჰქონდა: თვეში ერთხელ ან ორჯერ ისეთ ადამიანს შევხვდებოდი, რომელსაც ის დამავალებდა.

_ ანუ ე. წ. კლიენტს?

_ არა, მასე არაა, კლიენტს თუ უნდა შევხვედროდი, ეს კაცი რაღად მინდოდა… ანუ ისეთ ტიპებს, რომლებიც უშუალოდ უნდა შემება.

_ მერე?!

_ მერე რაა?.. მარტივი იყო და დავთანხმდი… ორი კვირის შემდეგ ისევ დამირეკა და ტერიტორია მიმითითა, სადაც უნდა დავმდგარიყავი, მანქანის მარკაც მითხრა. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ მას ჩემთვის გაეჩერებინა და თან წავეყვანე. არ აღმოჩნდა ძნელი. ეგ ადგილი ერთ-ერთი რესტორნის წინ იყო, მაგრამ რამდენიმე კაცი გამოვიდა ერთად. იმ მანქანაში, რომლის ნომერიც მქონდა, მამაო მივიდა, ჩაჯდა და წავიდა. ანუ მღვდელი, რაა. მე ვერ მივხვდი და ჩავთვალე, რომ ან მე შემეშალა ნომერი, ან მამაო სხვის მანქანაში ჩაჯდა სხვის ნაცვლად. მეორე დღეს ის ტიპი ისევ შემხვდა და რომ ვუთხარი, ასე და ასე იყო-მეთქი, სახეში სილა გამაწნა და მითხრა, _ ეგ უნდა შეგება, აბა, ჯენტლმენთან მე ვერ გაგიშვებდი, ის ისედაც შებმულია და მამაოს შებმა მინდოდაო.

_ რომ შეგება, ამით მას რა სარგებელი?

_ გეტყვით, ერთი წუთით: კარგი-მეთქი, _ დავეთანხმე და წამოვედი. ორი კვირის შემდეგ ისევ დამირეკა და ახლა სხვა ადგილზე გამგზავნა. მითხრა, _ იმედია, აღსარებას არ ჩააბარებ და წესიერად მოიქცევიო. იქაც იგივე შემთხვევა იყო, უბრალოდ, იქ სხვა მღვდელი დამხვდა. გამომივიდა! შევაბი, წამიყვანა, ჩვეულებრივ მოვემსახურე და თან ვიდეო გადავუღე. მეორე დღეს სუს-ის თანამშრომელს მივუტანე. როცა ნახა, მთლად კმაყოფილი არ იყო, _ უკეთესად ისწავლი გადაღებასო!.. ამ ამბიდან რამდენმე დღეში რაღაც შენობაში დამიბარა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეწერა, იქ ოფიციალურად დამადებინა ხელწერილი, _ ხელშეკრულებააო… და მას მერე ასე ვმუშაობ.

_ სულ მამაოებთან გაგზავნის?!

_ კიი, მერე იმ მამაოებს ჩემს ნომერს ვუტოვებ, ისინი ჩემთან ნდობაში შემოდიან, მირეკავენ, შესაფერის ადგილზე ოთახში ვიბარებ, ვიდეოს ვიღებ და მიმაქვს.

_ ახლა ამას რომ მიყვები, შენს ვინაობას არასდროს ვიტყვი, მაგრამ რომ გამოვაქვეყნო და მერე რომ მიხვდნენ?!

_ რას უნდა მიხვდნენ, ერთი ვარ ასეთი, გგონია?! ერთ-ერთი ვიდეოს ჩაბარების დროს იმ თვეში სამჯერ მომიწია გასვლა შეკვეთაზე. იმ კაცს წავეწუწუნე, _ დავიღალე-მეთქი, და იცი, რა მითხრა?! _ მეც დავიღალე, იმდენი მეძავი არ ხართ, რამდენიც მამაოა, ყველა დაკავებული მყავხართ და ახალი ბოზები, კიდევ, ბაზარზე არ ჩანანო. ამის მერე ჩემს ორ მეგობარს შევჩივლე, სიცილად არ ეყოთ და მითხრეს, _ ვერ ხვდები, რატომ არ გვეხება არავინო? ვინც მაგ დავალებებს არ შევასრულებთ, ყველას დაგვიჭერენ და შენი რაღა მიდის, ჩვენც მასე ვიქცევით, თუ იმ მღვდლებს არ უნდათ, ნუ გამოგვყვებიანო.

_ სად მოძრაობთ?

_ ასე თქმა ძნელია, შეიძლება, თბილისში ვიყო და ონში გამგზავნონ, ან ფოთში ან კახეთში, ასე ადვილად ვერ გაიგებ, სად მოგიწევს წასვლა. იყვნენ ვიღაც გოგოები, გავიგე, ვინც და ვერ გამოუვიდათ, ჩაფლავდნენ.

_ ვიდეო ვერ გადაუღეს?

_ არა, ვიდეომდე ვერც მივიდა საქმე, ანუ მღვდლები ვერ შეაბეს და ისინი ზოგი დაიჭირეს, ზოგი დაიმალა, მაგრამ ამათ სად დაემალები?

_ ეგ ე. წ. უწყება ამ ყველაფრის სანაცვლოდ თანხას გასამრჯელოს არ გაძლევთ?

_ არა, რაღატომ უნდა მომცეს? ნეტა, ყველა კლიენტი ისე მიხდიდეს, როგორც მღვდელი იხდის…

 

ახლა კი სუს-ის ჩემი მეგობრების შეფასება:

_ არაფერი უცხო, საოცარი და გასაკვირი არ არის. რატომ? პასუხი მარტივია: სუს-ს ეს სჭირდებოდა და ამ ვიდეომასალებს იყენებს კიდეც ჩვეულებრივ. ის გოგონები, ფეხებით რომ დაკიდო, ამ ამბავს ღიად მანამდე არ მოყვებიან, სანამ არ დააკავებენ…

_ რისთვის სჭირდებათ, ვერ ვიგებ?

_ სჯობია, ეს გოგაშვილს ჰკითხო, მაკა!

_ ე. ი. გოგაშვილი საქმის კურსშია?

_ გოგაშვილის გარეშე მანდ, იყო დრო, გომელაური ვერ სუნთქავდა და გოგაშვილს არ ეცოდინება? ან გგონია, მისი უშუალო დაგეგმილი სპეცოპერაცია არ იქნება? ბუნებრივია, მან ყველაფერი იცის. მეტიც _ კურირებს. პრობლემა სხვა რამეა, ეგ მეძავები, ერთხელაც, აღარ დასჭირდებათ და პოლიცია მათ დააკავებს. მერე შესაძლოა, მაგ მეძავებმა ღიად მოყვნენ ეს ამბები… და არა მარტო ამბები…

 

საქართველოში პროსტიტუცია აკრძალულია. პროსტიტუციის დასჯადობას, მისი ჩადენის ხასიათისა და სიმძიმის შესაბამისად, ითვალისწინებს როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პროსტიტუცია პირველად ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს გაფრთხილებას, ან ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისას ჯარიმის ოდენობა შეადგენს 20-დან 40 ლარამდე.

პირი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, _ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლად ყოფნის მიზეზით.

პოლიცია უფლებამოსილია დააკავოს პროსტიტუციაში მხილებული პირი იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სამართალდარღვევის აღკვეთისთვის, პირის ვინაობის დასადგენად, ან/და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით. ამასთან, დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

დაკავებისას დასაშვებია სამართალდამრღვევის პირადი ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების დროებით ჩამორთმევა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სრულწლოვანი პირის პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

კოდექსის თანახმად, ადამიანის ექსპლუატაცია, მათ შორის, პროსტიტუციაში ჩაბმა დამნაშავის მიერ მატერიალური, ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით, ითვლება ადამიანით ვაჭრობად, ანუ ტრეფიკინგად.

ტრეფიკინგი გულისხმობს ადამიანის ყიდვას, ან გაყიდვას, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებას, აგრეთვე, მუქარით, ძალადობით, ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის, ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის, ან/და სარგებლის მიცემის, ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირებას, გადაყვანას, გადამალვას, დაქირავებას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, შეფარებას, ან/და მიღებას ექსპლუატაციის მიზნით.

ტრეფიკინგი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია _ მისი დამამძიმებელი გარემოებების გარეშე ჩადენა ისჯება 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ეს მხოლოდ ვიწრო სამართლებრივი შეფასებაა. გოგონებს, რომლებსაც მე ვესაუბრე, ყველამ დამიდასტურა, რომ სუს-ის არც ერთი თანამშრომელი მათთან სქესობრივ კავშრის არ ამყარებდა. თუმცა მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ასეთი „რანგის“ ადამიანებისთვის სპეციალური საროსკიპოა მარნეულში, სადაც ისინი დადიან და ნეტარებით თავს იქცევენ.

 

  1. S. ახლა ჩემს ანათემაზე ვისაუბროთ: ამ სტატიის შემდეგ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადამცემენ თუ არა ანათემას. ამ სტატიის შემდეგ თუ ვინმე დამწყევლის, მხოლოდ მაშინ მომეწევა წყევლა, თუკი მაწყევარი კაცია და არასდროს უმრუშია!

 

მაკა მოსიაშვილი