დონბასში უკრაინის არმიის დანაკარგები იზრდება

1906695

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სისხლიანი დაპირისპირება პიკს აღწევს. დღეს დილიდან ქვეყნის თავდაცვის  უწყების სამხედრო შენაერთებმა ქალაქ დონეცკის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვა  დაიწყო, გააფრთებული  ბრძოლებია  ქალაქ  ლუგანსკის მისადგომებთან. ეგრეთწოდებული ,,ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო უწყების სამეთაურო შტაბის წარმომადგენლის სერგეი გრაჩევის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულებმა უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი ბომბდამშენი  Су-25-ს  და სამი ერთეული ტანკის აფეთქება შეძლეს. ინფორმაციას РИА «Новости» –  ავრცელებს. გრაჩევის თქმით უკრაინის არმია საარტილერიო შეტევას ახორციელებს.