ვლადიმერ პუტინი: „მოსკოვი უკრაინაში მშვიდობისუზრუნველსაყოფად მაქსიმუმს გაიღებს“

pic_e7f2faa685b41f0d09486b2a45c07420

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი  მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად და დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან გადასანაცვლებლად. ,,ავიაკატასტროფის თავიდან აცილება  შეიძლებოდა, თუმცა  უკრაინის ხელისუფლებას არ ეყო ნება, რომ 28 ივნიის საომარი მოქმედებების  წარმოება  არ  გაეგრძელებინა. ჩვენ რამოდენიმეჯერ მივმართეთ დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის თოაბაზე, მაგრამ პირადი გადაწყვეტილებით თუ  ვინმეს მითითებით კიევმა ამ მოწოდებას  სრული იგნორი გაუკეთა. ჩემი საზრით ჯერ კიდევ არის დრო უკრაინამ სახელმწიფოებრივი კრიზისი თავიდან აიცილოს და ქვეყნის სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. კიევში უნდა მიხვდნენ, რომ საკუთარ მოსახლეობასთან იარაღით საუბარი ერის გენოციდის  ტოლფასია. პოროშენკომ  ხალხთან მ ისასვლელი გზა უნდა ეძებოს. საკმარისზე მეტი სისხლია დაღვრილი და ეს ჭრილობა მძიმედ მოსაშუშებელია, თუმცა  ჯერ კიდევ არსებობს გზა, რომელიც  მხოლოდ მოლაპარაკებების  მაგიდასთან  გადის. არც ერთ მხარეს არააქვს უფლება  ავიაკატასტროფა პირადი ინტერესებისათვის გამოიყენო,  იქ უამრავი ადამიანი დაიღუპა. აუცილებელია აღნიშნული ტრაგედია საერთაშორისო საგამომძიებლო სტრუქტურებმა  გამოიძიონ. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს ტრაგედიის ადგილზე მშვიდად მუშაობის  საშუალება უნდა მიეცეთ. მსოფლიომ სიმართლე დროულად უნდა გაიგოს. ეს პასუხისმგებლობაა  იმ ხალხის ოჯახებისა და ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამ ტრაგედიას შეეწირნენ“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.