ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 500 გადააჭარბა

pic_911d4ba8e66bd4a5ecc5669126add1f5

გასულ  უქმეებზე ისრაელის თავდაცვის უწყებამ, ღაზას სექტორში სამხედრო-სახმელეთო ოპერაციის  წარმოება გააძლიერა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სარაკეტო დარტყმებით  ინტენსიურად პასუხობენ. მსოფლიო თანამეგობრობის მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ისრაელი უკან დახევას არ აპირებს და სამხედრო ოპერაციას ყოველ დღე ამკაცრებს. ებრაელი სამხედროების მიერ წარმოებული სპეცოპერაციის შედეგად, დღემდე უკანასკნელი მონაცემებით, ისრაელის აგრესიულ პოლიტიკას 500 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მძიმედ დაჭრილთა რიცხვმა კი 3200 გადააჭარბა. მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზას სექტორს ტოვებს. სისხლისმღვრელ დაპირისპირებას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.