რონ პოლი (კონგრესმენი): „ბოინგის კატასტროფა პუტინის ინტერესებში არ შედიოდა“

4671

უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი Boeing 777 კატასტროფის თაობაზე შეფასებების გაკეთება, ნაადრევად მიაჩნია ამერიკის კონგრესის წევრს რონ პოლს. მისი თქმით, დამნაშავის წინასწარ დასახელება,რ ოდესაც ჯერჯერობით ცნობილი არაა თუ ვინ ჩამოაგდო ავიალაინერი, საკმაოდ უზნეო გადაწყვეტილებაა. ამერიკული მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა აზრის იყო კონგრესმენი რუსეთის ფედერაციის მხრიდან დონბასში ამბოხებულთათვის იაღარის მიწოდებაზე, რონ პოლმა ჟურნალისტებს მკაფიოდ უპასუხა. ,,პუტინი საკმარისზე მეტად ჭკვიანია ის ანალოგიური ტიპის აქციებში მონაწილეობას  არ მიიღებს და მსოფლიო თანამეგობრობას ზურგს არ შეაქცევინებს. მინდა ავღნიშნო, რომ უკრაინაში სიტუაცია უკონტროლო მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინის ეგრეთწოდებული ოპოზიცია, ამერიკამ  და ევროკავშირმა მხარდაჭერით წაახალისა. შედეგად, უკრაინაში კანონიერად არჩეული ხელისუფლება დაემხო და სახელმწიფო სადავეები გაურკვეველი წარმომავლობის ბანდფორმირებებმა  იგდეს ხელთ. წინასწარი შეფასებების გაკეთება  არასწორად მიმაჩნია, მითუმეტეს, როდესაც უკრაინის ხელისუფლება მიმდინარე წლის  აპრილიდან დღემდე,  ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ,,ანტიტერორისტულ“ ოპერაციას ატარებს და საბრძოლო მოქმედებებში  ჩართულია სხვადასხვა სახის საჰაერო თუ საზენიტო სარაკეტო  დანადგარები. დონბასში პროცესები უმართავია და კითხვა თუ ვინ ჩამოაგდო სამგზავრო ავიალაინერი? კონკრეტულ პასუხს ელის, ასე რომ დაველოდოთ“ – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა. შეგახსენებთ, რომ 2001 წელს უკრაინელმა სამხედროებმა სასწავლო საჰაერო, თავდაცვითი მანევრირებების მსვლელობიდ დროს, შეცდომით ჩამოაგდეს რუსული სამგზავრო თვითმფრინავი Ту-154, რომელიც თელავივი-ნოვოსიბირსკის მიმართულებით მიფრინავდა. კატასტროფის შედეგად 66 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი დაიღუპა, დაღუპულთა უმრავლესობა ისრაელის მოქალაქე იყო.