დევიდ კემერონი: „ჩვენ ძლიერი რუსეთი არ გვჭირდება“

4

დიდი ბიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კემერონი, დასავლეთის ქვეყნებს, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში უმკაცრესი წნეხისკენ მოუწოდებს. ,,იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდება, რომ დონეცკში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, ამბოხებულებმა ჩამოაგდეს, ეს ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის ქმედებად უნდა შეფასდეს, რომელიც ცდილობა სუვერენულ ქვეყნებში სტაბილურობას და სუვერენიტეტეს საფრთხე შეუქმნას“ პარალელურად კემერონმა იმ ევროპული ქვეყნების ლიდერები გააკრიტიკა, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში არამდგრადი პოზიცია აქვთ. ,,ხანდახან ისე იქცევით თითქოს ჩვენ ძლიერი რუსეთი გვჭირდება, ან პირიქით რუსეთს სჭირდებით თქვენ ძლიერები. რუსეთი უნდა შეაჩეროს მთელმა მსოფლიომ და ეს ნაბიჯი ერთობლივი ძალებით უნდა გადაიდგას, ჩვენ ხომ ძლიერი რუსეთი არაფერში გვჭირდება“- განაცხადა კემერონმა.