კიევი და დონეცკელი ამბოხებულები ავიაკატასტროფის ადგილზე კორიდორს გააკეთებენ

3

კიევის ხელისუფლება და დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ, რომ უკრაინის სახელმწიფო სპეციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მმართველ ორგანოებთან და ეუთოს მისიის ინსპექტორებთან ერთად ავიაკატასტროფის ადგილიდან გაღუპულთა გვამებს ერთობლივი ძალებით გამოიყვანენ. აღნიშნული განცხადება უკრაინის ვიცე პრემიერმა, ავიაკატასტროფის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ გროისმანმა გააკეთა. მისი თქმით ,,უკრაინას აბსოლუტურად ყველა საშუალება გააჩნია ავიაკატასტროფის ადგილიდან გარდაცვლილთა გვამები გამოიყვანოს, თუმცა არსებობდა მხოლოდ ერთი პრობლემა .ადგილზე გაგზავნილი სპეციალისტების უსაფრთხოება და ახლახან მიღწეული შეთანხმების შედეგად, დაპირისპირებული მხარეები ვალდებულებას იღებენ , რომ გვამების გადმოსვენების პროცედურები მშვიდობიანად ჩაივლის“ – განაცხადა გროისმანმა. მალაიზიის ავიახაზები კუითვნილი ,,Боинг-777“ დონეცკის ოლქში 17 ივლისს ჩამოაგდეს, ტრაგიკულმა შემთხვევამ ბორტზე მყოფი 298 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცმებით ჯერჯერობით 196 დაღუპული მგზავრის ცხედარია ნაპოვნი.