ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას მაშტაბურს ხდის

2

ისრაელი ღასას სექტორიში სახმელეთო ოპერაციას აფართოვებს. ოპერაცია კოდური სახელწოდებით ,,დაუნგრეველი კლდე“ გადამწყვეტ ფაზაში შედის. ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse-ი  ავრცელებს. ,,გასულ ღამეს სახმელეთო ოპერაციამ მაშტაბური ხასიათი მიიღო და ,,დაურღვეველი კლდე“ დამატებითი ძალებით შეივსო. ,,ბოლოსდაბოლოს ისრაელის მოსახლეობამ მშვიდობიან გარემოში უნდა იცხოვროს“ ნათქვამია ისრაელის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის სმხედრო კონტიგენტის მორიგ შეტევას 12 პალესტინელი ესმხვერპლა, მათ შორის დაჯგუფება ,,ჰამასის“ ერთ ერთი ლიდერის შვილი, ხალილია ალ-ჰაიდი. რაც შეეხება ებრაელ მეომრებს მათ რიგებში ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სპეცოპერაცია ,,დაურღვეველი კლდე“ ისრაელის სამხედრო უწყების მიერ პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე 7 ივლისიდან ხორციელდება. აღნიშნული სპეცოპერაციის მიზანია შეწყდეს სარაკეტო თავდასხმები პალესტინის მხრიდან და სასაზღვრო ზონის მაცხოვრებელმა მოსახლეობამ,  ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობაინ გარემოში იცხოვრონ. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით ჯერჯერობით 350 პალესტინელია დაღუპული, ღაზას სექტორი ისრაელის არმიამ დაახლოებით 1400 ერთეული რაკეტით დაბომბა.