გიორგი მამაცაშვილი: ფარესიშვილის პირადი ფირი „ასავალ დასავალიდან“ მოვიპარე (აუდიო)

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ნუგზარ ფოფხაძის სახლში გამართული შეხვედრის აუდიოჩანაწერის კონკრეტულ ფრაგმენტს კიდევ ერთხელ აქვეყნებს; შეხვედრას რომელიც ნუგზარ ფოფხაძის საცხოვრებელ სახლში გაიმართა, შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე გელა ხვედელიძე,“რეპორტიორის“ დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე,“რეპორტიორის“ დირექტორი გიორგი მამაცაშვილი და ლაშა ამირეჯიბი ესწრებოდნენ.ამ შეხვედრაზე“რეპორტიორის“დირექტორი გიორგი მამაცაშვილი მკაფიოდ ამბობს ,რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი მან „ასავალ დასავალის „რედაქციიდან მოიპარა, ნანახი აქვს და იცის დეტალები. დადგა დრო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროვოს პირადი ცხოვრების ფირების ინტერნეტსივრცეში ატვირთვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შედეგები, მათ შორის, საზოგადოებას გასცეს პასუხი, რატომ ჩატარდა ჩხრეკა ნუგზარ ფოფხაძისა და გიორგი მამაცაშვილის საცხოვრებელ ბინებში და “რეპორტიორის“ ოფისში.
რაც შეეხება გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის ინტერნეტსივრცეში განთავსებას, ეს საქმე რეალურად გამოძიებული არ არის, შს მინისტრის მოადგილე ხვედელიძე არჩადენილი დანაშაულისათვის დასაჯეს, “ქრონიკა +“-ს ორი წლის წინ მიაწოდეს ინფორმაცია,(შესაბამისი აუდიო ჩანაწერებით ) რომ ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი რეალურად ლევან ჩიტაძის ოფისიდან აიტვირთა, პირი რომელმაც „ქრონიკა +“-ის მთავარ რედაქტორს აღნიშნული აუდიო ჩანაწერები და ინფორმაცია გადასცა. საინფორმაციო სააგენტო “თბილისი 24“-ის რედაქტორი გოჩა ნაჭყებიაა.

ნუგზარ ფოფხაძე: თუ მოინდომებენ შეხვედრას, მოსალაპარაკებელ სახლად იქცევა ეს
გიორგი მამაცაშვილი: ერთს ვიტყვი რა, მე წელიწადნახევრის წინ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, ბოლო პერიოდში ერთი ორჯერ ვუთხარი კიდევ აკაკიჩს, ფარესიშვილი …წავა წამოვა, ამირეჯიბი ჩემი მეგობარია…
ნუგზარ ფოფხაძე: ვინა,ვინა?
გიორგი მამაცაშვილი: ფარესიშვილი
ნუგზარ ფოფხაძე: ვინაა ფარესიშვილი?
ლაშა ამირეჯიბი: ეს პატარა ბიჭი
გიორგი მამაცაშვილი: ჰოდა, ამან გამაჩერა მე, აკაკიჩმა ,ნაციონალებს გადაღებული აქვთ კადრები 2011 წელს,
ნუგზარ ფოფხაძე: და ეს კადრები იყო გიორგის ხელში .
გიორგი მამაცაშვილი: ასავალში შემოგვიგდეს,ასავალში ეს კაციშვილმა არ იცის
ნუგზარ ფოფხაძე: მე ვუთხარი, როცა ეს გავიგე,ადექი და ლაშას უთხარი არ გაბედოს..
გიორგი მამაცაშვილი: მე წამოვიღე, დღესაც კითხულობს, ვინ წაიღო, სად წაიღო.შეიძლება ვიღაცამ …
ლაშა ამიირეჯიბი: და რას აკეთებს?
ნუგზარ ფოფხაძე: რას აკეთებს და ტყნაუ…ს შე ჩემა,იჟიმება
გიორგი მამაცაშვილი: ყველაფერს..პირშიც იღებს..
ლაშა ამირეჯიბი:არა,ნუუუ….
გიორგი მამაცაშვილი: არა ბატონო ნუგზარ, მიტყდება, ეს არის ჩემი ჭაბუას…ამ ოჯახში…