www. statusdonates.ge _ ახალი ონლაინპლატფორმა ქველმოქმედებისთვის

„თიბისი სტატუსმა“ მომხმარებლებისთვის ინოვაციური საქველმოქმედო პლატფორმა შექმნა. ვებგვერდი www. statusdonates.ge  მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების, ორგანიზაციებისა და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამისთვის შესაძლებელია ვებგვერდზე შესვლა, ვიდეოისტორიების ნახვა და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, სასურველი რაოდენობის თანხის ჩარიცხვა.

 

„თიბისი სტატუსი“ ახალი პლატფორმის ფარგლებში თავს მოუყრის უამრავ ისტორიას, რომელთა დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლება. თავის მხრივ, თითოეული ამ ისტორიის დაფინანსებაში „თიბისი ბანკიც“ შეიტანს წვლილს, ფონდის ადმინისტრირების ხარჯებსაც მთლიანად ბანკი დაფარავს.

ახალი პლატფორმის დაფუძნებით „თიბისი ბანკი“ არსებითად ცვლის საქართველოში ქველმოქმედების სტანდარტებს. საზოგადოების აქტიური ჩართულობა იმის გარანტია, რომ დაფინანსების საჭიროების მქონე პირები თუ პროექტები აუცილებელ თანხებს მიიღებენ, რითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება მათი მომავალი. ვებგვერდზე www. statusdonates.ge  20 იანვრიდან ახალი ვიდეოისტორიების ნახვა იქნება შესაძლებელი და ნებისმიერი მსურველი იპოვის საინტერესო თემას, რომლის დაფინანსებაშიც წვლილს შეიტანს.

პირველ ეტაპზე, ახალი პლატფორმის ეგიდით, სამი პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც საჭირო თანხები მთლიანად „თიბისი სტატუსმა“ გაიღო. მხარდაჭერა მიიღეს:

სოფელ ძეგვში არსებულმა თავშესაფარმა და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES-მა; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს „თიბისი სტატუსის“ ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ.

 

მამუკა ხაზარაძე _ „თიბისი ბანკისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

_ ჩვენ რამდენიმე ათასი სტატუსკლიენტი გვყავს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ბიზნესს, დოვლათს, ასაქმებენ ხალხს. გვინდა, რომ ისინი ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში შემოგვიერთდნენ, რათა ფონდი გავაფართოვოთ და უფრო ქმედითი გავხადოთ დახმარება იმ სფეროების მიმართ, რომლებიც ასე ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას. ყველა პროექტი, რომელიც ვებგვერდზე განთავსდება, შეირჩევა დემოკრატიული გამოკითხვის საფუძველზე, ხოლო დონაციის განხორციელება ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება. „თიბისი ბანკი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წელიწადში 5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ქველმოქმედება, სპონსორობა, განათლება თუ სხვა. ჩვენ ამ მიმართულებით საქმიანობას კვლავაც გავაგრძელებთ. პროექტის წარმატება საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზეა დამოკიდებული.

 

ვახტანგ ბუცხრიკიძე _ „თიბისი ბანკისგენერალური დირექტორი:

_ „თიბისი სტატუსის“ სახელით სამი ახალი პროექტი უკვე დაფინანსდება, ამით გვინდა, რომ ახალი პლატფორმის დაწყება აღვნიშნოთ. ჩვენ შესაძლებლობას ვუქმნით უამრავ ადამიანს, რომ ჩაერთონ ქველმოქმედებაში, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერაში. ასევე ყველას ექნება საშუალება, თავისი პროექტი წარმოადგინოს დასაფინანსებლად. მომავალში პროექტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და მასში მეტი ადამიანი ჩაერთვება.

 

გიორგი ნიორიძე _ კონკურსლეონარდო და ვინჩისერთერთი გამარჯვებული მოსწავლე:

_ იმ ოთხი ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომლებმაც „ლეონარდო და ვინჩიზე“ გაიმარჯვეს, ერთწლიანი სტიპენდიით დასაჩუქრდნენ, რაც, ვფიქრობ, ძალიან წაადგება თითოეულ ჩვენგანს. ამ სტიპენდიების დახმარებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი პროექტების დახვეწას და გაუმჯობესებას. მსგავსი პროექტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ახალი იდეები აქვთ და ახლის შექმნა სურთ.

 

ნათია სართანია _ შემოქმედებითი განათლების სტუდიის დირექტორი და დამფუძნებელი:

_ „თიბისი ბანკმა“ დღეს სრულიად უნიკალური საჩუქარი გადმოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის განმავლობაში დაუღალავად ვშრომობთ, საკუთარი ძალებით ამას კიდევ ძალიან დიდ ხანს ვერ შევძლებდით. დღეს გადმოგვეცა „თიბისი ბანკის“ საჩუქარი _ სამონიტორო აუდიო სისტემა, რომელიც ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

 

როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველწლიურად „თიბისი“ 4-5-მილიონიან დაფინანსებას ახორციელებს სხვადასხვა სოციალური პროექტის, კულტურის, სპორტისა თუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების მხარდასაჭერად. 2016 წლიდან „თიბისი ბანკი“ საქართველოს რაგბის კავშირის მთავარი პარტნიორი გახდა, რითაც სურვილი და მზადყოფნა განაცხადა, გრძელვადიანად იზრუნოს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. ჩშღ ინიციატივების მხრივ „თიბისი ბანკი“ ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორებიც არიან: Barclays, HSBC  და სხვები. „თიბისი ბანკი“ კვლავ გააგრძელებს სხვადასხვა მიმართულებით სოციალური თუ კულტურული პროექტების ხელშეწყობას. აქცენტი კეთდება განვითარებაზე, მომავალი თაობების აღზრდასა და მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე.

„თიბისი ბანკის“ სტატუსმომსახურება, რომელიც არაერთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, 2017 წელს 10 წლის ხდება. პერსონალური საბანკო მომსახურება კლიენტებისთვის დროის დაზოგვასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, ის მთლიანად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე.

 

თამარ ბატიაშვილი