ტონი ებოტი: „Boeing 777-ის კატასტროფაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა“

0

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ტონი ებოტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი Boeing 777-ი, რუსული წარმოების ,,მიწა ჰაერის“ კლასის რაკეტითაა ჩამოგდებული, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დონეცკელ ამბოხებულებს აწვდის, მაშინ მომხდარ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ინფორმაციას «Интерфакс»-ი ავრცელებს. აღნიშნული განცხადება ებოტმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, წერს The Guardian. აღსანიშნავია, რომ ავსტრალუირი მხარე რუსეთის ფედერაციის ელჩს გამოიძახებს და მომხდართან დაკავშირებით, სრულ ინფორმაციას და გამოძიებასთან მჭირდო თანამშრომლობას მოითხოვს. ,,თვითმფრინავი შესაძლოა იმ რაკეტით ჩამოაგდეს, რომელსაც დონეცკელი ამბოხებულები, დახმარების სხით რუსეთის ფედერაციისაგან იღებენ. არ მინდა სიტუაციის დაძაბვა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ რუსული წარმოების რაკეტაზეა საუბარი და ამ განცხადების გაკეთების უფლებას ეს ფაქტი მაძლევს“ – ხაზგასმით აღნიშნა ებოტმა. 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი Boeing 777, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა დონეცკთან ახლოს ჩამოაგდეს.